![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
CHABA
ჟარგონებს არ ვვუარყოფ, ის რაც დღეისთვის ჟარგონია, ხვალ შეიძლება ენის ნაწილი გახდეს (ოფიციალური, სასაუბრო). ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია, ენა ცოცხალი ორგანოს მსგავსად მუდამ იცვლება, უფრო ხშირად კი მარტივდება. რაც შეეხება თანამედროვე კალკებს და არაქართულ ჟარგონებს, მათ სამწუხაროდ უღრმესად გაიდგეს ფეხი ენაში. უკანასკნელი ორი საუკუნის "რუსულიზაციამ" და ბოლო ორი ათწლეულის "ინგლისურიზაციამ" სრულიად ბუნებრივი გავლენა იქონია ენაზე, მაგრამ ასე იყო ყოველთვის. არ ყოფილა მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით გავლენა არ ექონიოს ენაზე, იქნებოდა ეს უცხო ერების შემოსევები თუ მათთან ახლო სავაჭრო ურთიერთობები, მოდა ენების მიმართ თუ ჩვენი ენის მიზანმიმართული განადგურება. რუსული და ინგლისური კალკების გამოყენების მაგალითია თუგინდ ჩემი ეს პოსტი. წმინდა გრამატიკულ შეცდომებს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას (რაშიც ზედმეტად ვცოდავ), მიუხედავად ერთი შეხედვით დალაგებულობისა და მისაღებობისა, ტექსტი გაჯერებულია კალკებით და სხვა "არა ქართული" ან "ახალქართული" ფორმაციებით. ბუნებრივია ყველაფერს აქვს ზღვარი, მაგრამ სად გავავლოთ ის? ვაი რომ ის ორგანო რომელსაც ავად თუ კარგად უნდა ეზრუნა ლიტერატურული ენის შენარჩუნებაზე და თუგინდ შესაბამის სახეცვლაზე, უკვე აღარ არსებობს. ამის უკან კონკრეტული გეგმაა: ენის დეგრადაციით(აც) ერის დეგრადაცია. დააკვირდით რას ისმენთ ტელევიზიით, ამ ზომბირების ულტრა ეფექტური იარაღით. რაც შეეხება კონკრეტულად სიტყვა "მაგარს", როგორც ლევან ბერძენიშვილმა ერთხელ აღნიშნა: "მაგარიას" ჩვეულებრივ ციხეებში ხმარობდნენ ტუსაღები. კრიმინალური რომანტიკით შეპყრობილი ახალგაზრდობის შემხედვარეს, არც ეს ტენდენცია მიკვირს! -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd July 2025 - 08:34 AM |