მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> "მ(უ)აგადი", პრობლემა
gearge
პოსტი May 3 2009, 07:11 PM
პოსტი #1


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



(IMG:http://img18.imageshack.us/img18/7061/screenshotnrz.png)
(IMG:http://img25.imageshack.us/img25/7592/screenshot1dld.png)
(IMG:http://img23.imageshack.us/img23/8700/screenshot2q.png)
(IMG:http://img23.imageshack.us/img23/2213/screenshot3zyl.png)
(IMG:http://img89.imageshack.us/img89/4576/screenshot4g.png)
(IMG:http://img15.imageshack.us/img15/3203/screenshot5s.png)
(IMG:http://img14.imageshack.us/img14/2043/screenshot6yxg.png)
(IMG:http://img82.imageshack.us/img82/7310/screenshot7.png)
(IMG:http://img9.imageshack.us/img9/5611/screenshot8x.png)
(IMG:http://img7.imageshack.us/img7/8348/screenshot9n.png)
(IMG:http://img89.imageshack.us/img89/5062/screenshot10m.png)
(IMG:http://img228.imageshack.us/img228/5876/screenshot11z.png)
(IMG:http://img25.imageshack.us/img25/9469/screenshot12g.png)
(IMG:http://img16.imageshack.us/img16/9363/screenshot13y.png)
... "დზაან" ტრაგიკულია (IMG:style_emoticons/default/sad.gif)


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
gearge
პოსტი Jun 19 2009, 08:14 PM
პოსტი #2


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



CHABA
ჟარგონებს არ ვვუარყოფ, ის რაც დღეისთვის ჟარგონია, ხვალ შეიძლება ენის ნაწილი გახდეს (ოფიციალური, სასაუბრო). ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია, ენა ცოცხალი ორგანოს მსგავსად მუდამ იცვლება, უფრო ხშირად კი მარტივდება. რაც შეეხება თანამედროვე კალკებს და არაქართულ ჟარგონებს, მათ სამწუხაროდ უღრმესად გაიდგეს ფეხი ენაში. უკანასკნელი ორი საუკუნის "რუსულიზაციამ" და ბოლო ორი ათწლეულის "ინგლისურიზაციამ" სრულიად ბუნებრივი გავლენა იქონია ენაზე, მაგრამ ასე იყო ყოველთვის. არ ყოფილა მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით გავლენა არ ექონიოს ენაზე, იქნებოდა ეს უცხო ერების შემოსევები თუ მათთან ახლო სავაჭრო ურთიერთობები, მოდა ენების მიმართ თუ ჩვენი ენის მიზანმიმართული განადგურება. რუსული და ინგლისური კალკების გამოყენების მაგალითია თუგინდ ჩემი ეს პოსტი. წმინდა გრამატიკულ შეცდომებს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას (რაშიც ზედმეტად ვცოდავ), მიუხედავად ერთი შეხედვით დალაგებულობისა და მისაღებობისა, ტექსტი გაჯერებულია კალკებით და სხვა "არა ქართული" ან "ახალქართული" ფორმაციებით. ბუნებრივია ყველაფერს აქვს ზღვარი, მაგრამ სად გავავლოთ ის? ვაი რომ ის ორგანო რომელსაც ავად თუ კარგად უნდა ეზრუნა ლიტერატურული ენის შენარჩუნებაზე და თუგინდ შესაბამის სახეცვლაზე, უკვე აღარ არსებობს. ამის უკან კონკრეტული გეგმაა: ენის დეგრადაციით(აც) ერის დეგრადაცია. დააკვირდით რას ისმენთ ტელევიზიით, ამ ზომბირების ულტრა ეფექტური იარაღით. რაც შეეხება კონკრეტულად სიტყვა "მაგარს", როგორც ლევან ბერძენიშვილმა ერთხელ აღნიშნა: "მაგარიას" ჩვეულებრივ ციხეებში ხმარობდნენ ტუსაღები. კრიმინალური რომანტიკით შეპყრობილი ახალგაზრდობის შემხედვარეს, არც ეს ტენდენცია მიკვირს!


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Jun 19 2009, 10:27 PM
პოსტი #3


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



ციტატა(gearge @ Jun 19 2009, 11:14 PM) *
CHABA
ჟარგონებს არ ვვუარყოფ, ის რაც დღეისთვის ჟარგონია, ხვალ შეიძლება ენის ნაწილი გახდეს (ოფიციალური, სასაუბრო). ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია, ენა ცოცხალი ორგანოს მსგავსად მუდამ იცვლება, უფრო ხშირად კი მარტივდება. რაც შეეხება თანამედროვე კალკებს და არაქართულ ჟარგონებს, მათ სამწუხაროდ უღრმესად გაიდგეს ფეხი ენაში. უკანასკნელი ორი საუკუნის "რუსულიზაციამ" და ბოლო ორი ათწლეულის "ინგლისურიზაციამ" სრულიად ბუნებრივი გავლენა იქონია ენაზე, მაგრამ ასე იყო ყოველთვის. არ ყოფილა მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით გავლენა არ ექონიოს ენაზე, იქნებოდა ეს უცხო ერების შემოსევები თუ მათთან ახლო სავაჭრო ურთიერთობები, მოდა ენების მიმართ თუ ჩვენი ენის მიზანმიმართული განადგურება. რუსული და ინგლისური კალკების გამოყენების მაგალითია თუგინდ ჩემი ეს პოსტი. წმინდა გრამატიკულ შეცდომებს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას (რაშიც ზედმეტად ვცოდავ), მიუხედავად ერთი შეხედვით დალაგებულობისა და მისაღებობისა, ტექსტი გაჯერებულია კალკებით და სხვა "არა ქართული" ან "ახალქართული" ფორმაციებით. ბუნებრივია ყველაფერს აქვს ზღვარი, მაგრამ სად გავავლოთ ის? ვაი რომ ის ორგანო რომელსაც ავად თუ კარგად უნდა ეზრუნა ლიტერატურული ენის შენარჩუნებაზე და თუგინდ შესაბამის სახეცვლაზე, უკვე აღარ არსებობს. ამის უკან კონკრეტული გეგმაა: ენის დეგრადაციით(აც) ერის დეგრადაცია. დააკვირდით რას ისმენთ ტელევიზიით, ამ ზომბირების ულტრა ეფექტური იარაღით. რაც შეეხება კონკრეტულად სიტყვა "მაგარს", როგორც ლევან ბერძენიშვილმა ერთხელ აღნიშნა: "მაგარიას" ჩვეულებრივ ციხეებში ხმარობდნენ ტუსაღები. კრიმინალური რომანტიკით შეპყრობილი ახალგაზრდობის შემხედვარეს, არც ეს ტენდენცია მიკვირს!

განვითარებას მაინც ვერსად გავექცევითთანამედროვე ტექნიკური ტერმინოლოგიისთვის ქართული ენა მოძველებულია და ახალი ტერმინების გამოყენებას, ან ძველქართული სიტყვების გამოყენებას ახლის აღსანიშნავად ჯობს როგორც არის ისე დავტოვოდ, ან მცირედ სახეშეცვლილად,
მაგ. იმ სფეროში სადაც მე ვმუშაობ ლიტერატურა თითქმის სულ ინგლისურადაა და თარგმნა მიწევს სხვადასხვა მიზნებით ვიტანჯები რა, ვიყენებთ "ჩვენს წრეში" ინგლისურ ტრმინს და ყველამ ვიცით რა მნიშვნელობა აქვს მას, ქართული შესატყვისი ან არ აქვს, ან არ მიესადაგება სიტუაციას, მაგრამ როდესაც საჭიროა ან კონფერენციაზე, ან მოხსენებაზე, ან რაიმე ტიპის პუბლიკაციაში წარმოდგენა ამ ტერმინის ვეჭედებით, რადგან ინგლისურის გამოყენბა არ შეიძლება, ქართულად კი როგორც მოგახსენეთ ისეთი სიტუაციაა,
კი გამოუშვეს ჩვენი ტერმინოლოგიის ლექსიკონი მეცნიერებათა აკადემიამ, მაგრამ ჯობდა არ მენახა (ბექაფი-მარქაფის მსგავსი იყო)
ერთ იტალიელს ვკითხე თქვენ როგორ იქცევით ამ შემთხვევაშითქოდა უბრალოდ შესაბამის ტერმინს "ino"-ს ვამატებთ და უკვე იტალიურიაო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
ანუ პრობლემა არა მარტო თინეიჯერულ სლენგშია არამედ სამეცნიეროშიც და თუკი ამ უკანასკნელში ავად თუ კარგად ცდილობენ მაინც ამ ამბის გამოსწორებას, ზოგად სასაუბრო ენის სისუფთავეზე გეთანხმები პრაქტიკულად არავინ ფიქრობს...პირიქით, მოდაშიცაა ინგლისური აქცენტით თუ ლაპარაკობ მგონი (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ეს უკანასკნელი კი მოგეხსენებათ საკმაოდ პრიმიტიული ენაა, უბრალოდ ბოლო საუკუნეების მსოფლიო მოწყობიდან გამომდინარე გაპოპულარულდა და თანამედროვე ტერმინების უმეტესობა ინგლისურად იქმნება

ციტატა
დააკვირდით რას ისმენთ ტელევიზიით, ამ ზომბირების ულტრა ეფექტური იარაღით

და რადიოთ ისაინფორმაციო ან სხვა გადაცემა თუ მიდის (განსაკუთრებით საინფორმაციო) უბრალოდ უნდა დაითვალო დიქტორის შეცდომები,-ის კი არა რომ ასო ვერ გამოთქვას სწორად, გრამატიკული შეცდომები და უაზრო ტერმინები: კინომცოდნეებს რომ კინოლოგებს უძახიან და ა.შ
მაგიტომაა პრაქტიკულად ტელევიზორს ა(ღა)რ ვუყურებ...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- gearge   "მ(უ)აგადი"   May 3 2009, 07:11 PM
- - giogio7196   ეს იმის მეათედია რ...   May 3 2009, 07:16 PM
- - domen   ზუსტი პროცენტები ა...   May 3 2009, 07:25 PM
- - CHABA   ბოდიშს ვიხდი იქნებ...   May 3 2009, 09:48 PM
- - Power_VANO   domen ციტატა(domen @ 3rd May 200...   May 4 2009, 05:24 AM
|- - gi0_kiborg   ციტატა(Power_VANO @ May 4 2009, 0...   May 6 2009, 11:43 AM
- - Giga1   CHABA ციტატა(CHABA @ 3rd May 200...   Jun 19 2009, 04:08 PM
- - CHABA   კარგით რა ერთერთი ...   Jun 19 2009, 06:39 PM
- - otosaxel   CHABA ციტატა(CHABA @ 19th June 2...   Jun 19 2009, 06:45 PM
- - CHABA   otosaxel მაშინ ჰო მე სი...   Jun 19 2009, 07:02 PM
- - otosaxel   CHABA ციტატა(CHABA @ 19th June 2...   Jun 19 2009, 07:50 PM
- - gearge   CHABA ჟარგონებს არ ვვუ...   Jun 19 2009, 08:14 PM
|- - gi0_kiborg   ციტატა(gearge @ Jun 19 2009, 11...   Jun 19 2009, 10:27 PM
- - Giga1   CHABA ციტატა(CHABA @ 19th June 2...   Jun 20 2009, 06:55 AM
- - CHABA   Giga1 ჟარგონია! (იმ მ...   Jun 20 2009, 07:12 AM
- - Giga1   CHABA ვერ მიმიხვდი ჯი...   Jun 20 2009, 11:39 AM
|- - CHABA   ციტატა(Giga1 @ Jun 20 2009, 03...   Jun 20 2009, 01:50 PM
- - gearge   ციტატა(gigalobjanidze @ 20th June...   Jun 20 2009, 12:25 PM
- - Giga1   CHABA მაგას გეუბნებოდ...   Jun 20 2009, 02:14 PM
- - giogio7196   ამ თემის მიზანი?   Jun 20 2009, 02:28 PM
- - Giga1   giogio7196 მაგას თვითონ gea...   Jun 20 2009, 03:21 PM
- - gearge   ციტატა(giogio7196 @ 20th June 200...   Jun 20 2009, 03:39 PM
- - Giga1   gearge ციტატა(gearge @ 20th June...   Jun 20 2009, 04:24 PM
- - Bekward   Giga1 ციტატა(gigalobjanidze @ 20...   Jun 20 2009, 05:47 PM
- - Giga1   Bekward ციტატა(beka_sh @ 20th Ju...   Jun 20 2009, 08:35 PM
- - gearge   Bekward Giga1 არ აცდენილხა...   Jun 21 2009, 08:55 AM
- - Giga1   gearge კარგი მაშინ გავ...   Jun 21 2009, 10:17 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd July 2025 - 01:25 PM