![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 ![]() |
უდავოა, რომ FF ერთ-ერთი საუკეთესოა ბრაუზერებში, თუმცა ჩვენს ფორუმზე Opera ლიდერობს(და საქართველოშიც მე მგონი),
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=2322&st=0 ამ თემაში საინტერესო აზრი გამოითქვა FF-თან დაკავშირებით და მომინდა მისი ახლოს გაცნობა, მარტო "შიშველი" ბრაუზერი დამეთანხებით ბევრი ვერაფერი ბედენაა, ახლოსაც ვერ მივა იგგივე opera-სთან, მაგრამ არსებობს აურაცხელი პლაგინი, რომელიც მის ფუნქციონალობას მკვეთრად ზრდის, ამ თემაში მინდა FF-ის გამოცდილმა იუზერებმა თავი მოუყარონ ყველაზე საჭირო პლაგინებს, რათა ჩემსავით FF-ის ახალბედა არ დაიკარგოს მათ ძიებაში, ზოგი პლაგინი რაც მე გამიგია დავწერ და თქვენ ლინკები დადეთ: 1) ვიცი არის პლაგინი Opera-ს Wand-ის მსგავსი, არ ვიცი სახელი და ასევე შეუძლია თუ არა რამდენიმე იუზერის დამახსოვრება, მაგრამ ეს ჩემთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა.. 2) IE7 Tab მგონი ასე ქვია, ემულირებას უკეთებს IE7-ს, გამოსადეგია ActiveX-ით "დახუნძლული" გვერდებისთვის 3) Flash downloader რამე ამ ტიპის პლაგინი აუცილებლად იქნება YOUTUBE და მსგავსი საიტებიდან როლიკების გადმოსაწერად 4) Gmail-ის პლაგინი მგონი Gmail-ის სივრცის Remote HDD ს ვარიანტში გამოყენების საშუალებას რომ იძლევა, მაგრამ მგონი მერე გაირკვა, რომ უსაფრთხოების პრობლემა ქონდა 5)RSS-ებისთვის მგონი თვითონვე მოყვება ხო?? დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ (თანდათან უფრო მომწონს ეს ბრაუზერი) მოკლედ, დავიწყებ აქ თქვენი პოსტების დამატებას სასარგებლო პლაგინებით: AdBlock image გამოსადეგია რეკლამების და სურათების დასაბლოკადაც კი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) შესაძლებელია, კონკრეტულ საიტზე გამორთო დაცვა და ყველა კონტენტი ნაჩვენები იქნება. მხოლოდ მაუსის მარჯვენა კლიკი, ბლოკ იმიჯ და შეგიძლიათ დაივიწყოთ ნებისმიერი არასასურველი გამოსახულება ვებ გვერდზე. მოყვება გახეხილი კონტენტის შესანახი კონტეინერი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) Mouse gestures, ოპერაში ეგ მევასება, მელაკუდაშიც შეგიძლიათ იგრძნოთ თავი მაგარ მანქანაში (სიჩქარეთა გადამცემის ბერკეტის ემულაციით (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ). დააყენეთ Mouse gestures და განიცადეთ სიჩქარე! (Need for speed) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) აჰა, ესეც ჩემი აზრით, მასთ-ჰევ ფლაგინია: SkipScreen :: Firefox Add-On! "Skips unnecessary pages on sites like Rapidshare, Megaupload, zShare, Mediafire, and more. Try it out, or watch a demo at skipscreen.com" Secure Login - Opera-ს Wand-ის ანალოგი კიდევ ერთი ძალიან კარგი ფლაგინი, მართალია, Must Have არ ითქმის, მაგრამ გამოსადეგი - ნამდვილად. Pict.Com Uploader :: Firefox Add-on! შესაძლებლობები:
ერთი სიტყვით, ძალიან გამოსადეგი რამეა. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პირადად კი, ის პროგრამა, რომელსაც ამ საქმისთვის ვიყენებდი (Faststone Capture) ამოვშალე. http://www.getpersonas.com/ თქვენი მელაკუდას ტანსაცმელი... (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თემებისგან რა განასხვავებს, ვერ გეტყვით, მაგრამ ერთ ფლაგინს ვაყენებთ და შემდეგ მაუსის ერთი წკაპით ვცვლით მელაკუდას ჩარჩოს უკანა ფონს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) Speed Dial მიხვდით ალბათ რაც არის (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) კონფიგურაცია შეგიძლიათ ბევრნაირად და მეტი ფუნქციონალობით ვიდერ ოპერასია FEBE 6.2 მართლაც Must Have პლაგინი– ყველა პლაგინის დარეზერვება ერთ XPI ფაილში, ასევე ბუკმარკების, და ა.შ
(მგონი gearge-მ ახსენა სადღაც) Download Helper- Youtube-ს მსგავსი საიტებიდან გადმოსაწერი პლაგინი, ძალიან მოსახერხებელია Flashblock- არასასურველი ფლეშ რეკლამების დაბლოკვა IE Tab-სახელით მიხვდებით: IE-ს ტაბის ემულაცია FF-ში URLFixer-შეცდომით აკრეფილ URL-ებს ასწორებს: მაგალითად com-ის ნაცვლად con რომ ჩაწეროთ და ა.შ Fox Tab -ტაბების 3D ხედვა ბრაუზერში (Aero-ს ფუნქციის ანალოგიური) Lazarus: Form Recovery- ბიბლიური პერსონაჟის სახელის მქონე პლაგინი:FF-ში ჩაწერილი ნებისმიერი ინფოს აღდგენა "უბედური შემთხვევის" შემდეგ. ძალიან მოსახერხებელია: ყოფილა შემთხვევა, გრძელი პოსტი ამიკრებია და და ან ტაბი გამთიშვია ან სხვა უბედურება მომხდარა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ხელმეორედ აკრება კი დამზარებია.... პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gi0_kiborg: Oct 3 2009, 06:56 AM -------------------- |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Computer Addict ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 771 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 5.653 ![]() |
როგორ და მარჯვენა მხარეს ზევით კუთხეში დაინახავ წითელ ნიშანს რომელსახ აწერია ABP მაგას დააჭირე და დალშე გაიგებ. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 06:39 AM |