![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 ![]() |
(IMG:http://static.gamecrazy.com/images/games/boxart/14049.jpg)
►ოპერაციული სისტემა: Windows XP SP3/Windows Vista SP1 ►პროცესორი: Intel Pentium 4 3.2 GHz Intel Pentium D 2.66 Ghz ►ოპერატიული მეხსიერება: 1Gb(Xp)/2GB(Vista) ►ვიდეოკარტა: NVIDIA GeForce 6800,ATI RADEON X1650 ►აუდიოკარტა: Sound Card: DirectX 9.0c– or 10.0–compliant ►თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 4GB ვისაც წინა თამაში გითამაშნიათ ალბათ ელოდით გაგრძელებას, ისტორია გრძელდება, უფრო სწორად,ეს ამბავი წინა თამაშამდე ხდება, ხუარესის ოქროს ეძებენ ორი ძმა: რეი და ტომასი, ისინი შტატებიდან გამოექცნენ სამოქალაქო ომს და საბოლოოდ თავი ამოყვეს მექსიკაში როგორც წინა თამაშში ორი გმირი აქაც ერთმანეთისგან განსხვავებულია: რეი პირქუში, პირდაპირი და ამავე დროს არც იუმორის ნაკლებობას უჩივის, აცვია აბჯარი ზედ გამოსახული ჯვრით(ალბათ გახსენებთ მღველი რეი პირველი თამაშიდან)ხოლო ტომასი კი უფრო სასიამოვნო საქციელის, ასევე კარგი იუმორის მქონე, ოღონდ შედარებით "მსუბუქი" სტილის მეომარია, შეუძლია დანების, მშვილდისრის, ლასოს ხმარება, თუმცა არც სროლაშია ნაკლები, წინა CoJ-სგან გასხვავბით არის კიდევ ერთი მთავარი გმირი: მათი უმცროსი ძმა, კაეკლესიო პირი უილიამი, რომელიც გამუდმებით კუდში დასდევს უფროსებს და ჩასჩიჩინებს ციტატებს ბიბლიიდან, თხოვს სისხლს ნუ დაღვრიან, რომ ღმერთს ყველა უყვარს და ა.შ, თუმცა უშედეგოდ რა თქმა უნდა, ასევე ასრულებს მთხრობელის როლსაც... სხვა ამ პერსონაჟის დანიშნულება მე-9 თავამდე ვერ გავიგე, თუმცა ისტორიას ნამდვილად უხდება, სიუჟეტს რაც შეეხება წინა თამაშივით საინტერესოა, არც ერთი ვიდეო როლიკი არ გამომიტოვებია... გრაფიკაც რა თქმა უნდა გაუმჯობესებულია Chrome 4 ძრავაზე, პატარ-პატარა ნაკლოვანებები კი აქვს (რადგან კონსოლიდანაა პორტირებული) მაგალითად გაშლილ პრერიებზე შორეულ ფონად ერთი მთლიანი სურათია, რაც PC-ზე შედარებით თვალში საცემია (არა ულამაზო, მაგრამ მაინც), ასევე დინამიური საფარების სისტემა: კრიტიკოსებს არ მოსწონთ, რთული სამართავიაო, მე კი პირიქით, ძალიანაც მომეწონა, კიდევ უფრო მარტივი რომ იყოს, თამაში ზალზე ადვილად გასავლელი იქნებოდა.. მაგრამ გრაფიკას ვერაფერს დაუწუნებ ტყეებში, ქალაქებში (ნაკლებად გაშლილ სივრცეებზე) დამატებულია ასევე მეორადი მისიები: მთავარ მისიებს შორის შესვენებისას შეგიძლია იარაღის მაღაზიაში გამოკრულ განცხადებებს გამოეხმაუო და დაიცვა სადგური ინდიელების თავდასხმისგან, გაჟლიტო თავზეხელაღბული ბანდიტების ბანდა, დაიცვა ფერმა მათი შემოტევისგან გარკვეულ საფასურად რა თქმა უნდა, ამ ფულით კი ახალი და გაუმჯობესებული იარაღი შეიძინო, მოკლედ, თამაში ძალიან საინტერესო, ლამაზი და ჩამთრევია (ლამისაა ჩამივარდეს დიპლომის დაცვა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) მულტიპლერზე ვერაფერ გეტყვით, რადგან სერიალი მე არ მაქვს UBI-ს სერვერებზე რომ ვითამაშო, LAN-ით კი ჯერ არ მითამაშნია შეფასება და რევიუები GameSpot-ზე გადმოწერა კი თითქმის ყველა "დონე" ქართული ვარეზებიდან შეგიძლიათ: gom.ge(არის FTP-ს ლინკიც) hop.ge none.ge და ტორენტიდანაც: geotorrents.com -------------------- |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 740 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 405 ![]() |
ჩავწერე და არ წაიღო ჩემმა,რატომ?gi0_kiborg ?
-------------------- |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th August 2025 - 12:08 PM |