![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 13 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.559 ![]() |
რისი თქმა მინდა:
კიდობანში ვიყავი, მინდოდა ც905 მეყიდა. ბაზრობაზე როცა ყიდულობ ტელეფონს, კარგა ხანი უნდა იარო იმისთვის, რომ მიაგნო სასურველ მოდელს იაფად. ერთიდაიგივე მოდელზე, სხვადასხვა მაღაზიებში დაახლოებით 20 ლარამდეა სხვაობა. ... შევედი ერთ მაღაზიაში, მოვითხოვე ც905 და... მაჩვენეს რაღაც შავი ტელეფონი, რომელიც ღირდა 495 ლარი ("ც905" 900 ლარზე მეტი ღირს თბილისში), 5 მეგაპიქსელიანი კამერით ("ც905"-ს 8 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს). კორპუსი სხვანაირი, მაგრამ კარგი დიზაინით. მინდოდა ტელეფონის პასპორტში ჩამეხედა დეტალების გასარკვევად და რა მიპასუხეს იცით? - პასპორტებს დუბაიში ვყრითო და დისკზე მოყვება ინსტრუქციაო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მეორე მაღაზიაშიც იგივე განმეორდა, ოღონდ აქ ფასი 800 ლარამდე მითხრეს და სულ სხვა დიზაინის აპარატი მაჩვენეს. ტექსტი - იგივე. მესამეშიც ასევე... მოკლედ დავრწმუნდი, რომ კიდობანში ჩამოტანილი საქონელი არაა ის, რადაც ასაღებენ და ღმერთმა იცის ვისი აწყობილია და როგორ იმუშავებს. გარე ბაზრობა მიაქვს ჩინურ უსახელო აპარატებს (ძირითადად ორ სიმბარათიანებს ტელევიზორით, მოლაპარაკე უნიტაზით და ათასი ნავაროტკებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ). ეს აპარატები ნამეტანი ახალი პროდუქტია და ბევრი ნედარაბოტკა აქვს.... მე მქონდა ადრე მასეთი უსახელო ორსიმიანი ტელეფონი, რომელიც იდეაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ აკუმულატორი ერთ დღესაც ვერ ქაჩავდა, რის გამოც მეორეც მოყვა და დღეში ერთხელ მაინც აკუმულატორს ვუცვლიდი. აკუმულატორების ცვლის გამო, ერთ კვირაში (ეს აპარატები სამსახურში მოიტანეს ჩვენთან და რამდენიმემ ავიღეთ ხოდა ყველას იგივე დაემართა) კონტაქტი აძვრა პლატაზე და მერეც ხშირად ძვრებოდა. ზუსტად ერთ თვეში დაეწყო დინამიკს პრობლემები, მერე კიდევ სხვადასხვა პრობლემებმაც იჩინა თავი და ბოლოს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მივალეწე კედელს და ვიყიდე სონი ერიქსონი "w880"... ასე რომ სანამ ბაზრობაზე რომელიმე ტელეფონის ყიდვის სურვილი გაგიჩნდებათ მაღაზიაზე იაფად, ჯერ ინტერნეტში ნახეთ ეგ მოდელი როგორია და რა მახასიათებლები აქვს და ისე მიდით, თორემ დიდი შანსია რაღაც ნაგავი შემოგტენონ მშვენიერი დიზაინით და დაბალი ფასით... (მე გადამარჩინა იმან, რომ მოდელს ვიზუალურად და რაღაც მახასიათებლებით მაინც ვიცნობდი) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 13 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.559 ![]() |
გუშინ ვიყავი ბაზრობაზე და ახალი იქსპერია ვნახე 890 ლარად... (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და სხვა სონი ერიქსონებიც ვნახე მაგ მაღაზიაში ბაზრობაზე, სხვა მაღაზიებთან შედარებით იაფად, მაგრამ კორპუსები ცოტა უცნაურად გამოიყურება.
მაგალითად: ყავისფერი k770 კია ყავისფერი, მაგრამ პრიალა კი არა, მატოვი კორპუსი აქვს და კორპუსის და კლავიშების ხარისხი ის არაა, რაც უნდა იყოს, ცოტა უცნაურია და მგონი გაშკურკვაც დაავიწყდათ (ნაწიბურები აქვს კორპუსზე) (IMG:style_emoticons/default/smile.gif) უცნაური ფერის c905 ვნახე, მაგარი უცნაური ფერის... ხო, გარდა ამისა ვიყავი "მობში" პეკინის ქუჩაზე და "ტელეფონში" ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის პირდაპირ, ხოდა საინტერესოა, რომ "ტელეფონში" k770 329 ლარი ღირს, მობში კი 299 ლარი. c 902 "ტელეფონში" 555 ლარი ღირს, "მობში" 575... მობს "htc"-ებზე დიდი ფასდაკლება აქვს ეხლა, 890 ლარიანი მოდელი ოთხას რაღაცა ლარად დევს... იქსპერია უმეტესობა მაღაზიებში ათას ორას ლარზე მეტი ღირს, "ელიტ ელექტრონიქსს" ათას ლარად აქვს... ჩინელებს რაც შეეხება, სონი ერიქსონებს დიდი ხანია აწარმოებენ და ხარისხსაც არ ვუჩივი (წელიწადზე მეტია მშვენივრად მუშაობს ჩემი w880), მაგრამ სადღაც პატარა ცეხებში გაკეთებულ ტელეფობენს კორპუსის ხარისხზეც ეტყობა რა ნაგავიცაა. მოკლედ, სანამ ტელეფონს იყიდი, მანამდე კარგად უნდა შეისწავლო ტექნიკური მახასიათებლებიც, ფასიც და ისიც თუ რა ფერებში გამოდის ესა თუ ის მოდელი... ისე, სამკუნგები, ნოლკები, და მსგავსნი ვედრა მანეთად ყრია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 03:23 PM |