![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 16 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 8.475 ![]() |
ხალხო მაგრა მაინტერესებს და დამეხმარეთ რას ნიშნავს .NET დეველოპერი რა ფუნქციები აკისრია და რა მოვალეობებს ასრულებს საერთოდ
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
Mamuka
არა, .Net უფრო ერთი "სახურავია" (Framework - ჩარჩო) MS-ული ენებისთვის. .Net Framework უბრალოდ ერთი ფენაა სისტემასა და პროგრამას შორის. შეიცავს ძალიან ბევრ მზა ბიბლიოთეკას (ფუნქციების და კლასების ბიბლიოთეკას), რომლებიც პირდაპირ შეგიძლია გამოიყენო პროგრამის წერისას და შეიცავს ვირტუალიზატორსაც (როგორც ჯავა), ანუ .Net-ისთვის დაწერილი პროგრამები კომპილირებისას ჯერ გადადის ByteCode-ში, რომელსაც .Net Framework იგებს და გარდაიქმნის ორობით კოდში, რომ პროცესორმაც გაიგოს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ეს ვირტუალიზაცია თავიდან აცილებს სხვადასხვა არქიტექტურის კომპებს შორის თავსებადობის პრობლემას, უზრუნველყოფს ნაგვის ავტომატურ შეგროვებას (Garbage Collecting), Exception-ების მართვას და ა.შ. სამაგიეროდ კი პროგრამის სისწრაფე მკვეთრად ეცემა იმ ენებთან შედარებით, რომლებიც ამ ByteCode-ში გადაყვანას და ფერება-ლოლიავს არ ითვალისწინებენ. მაგალითად, C. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ამიტომ გითხარი, რომ .Net-ზე მომუშავე პროგრამისტები ძირითადად ისეთ პროგრამებს წერენ, რომელშიც სისწრაფე მთავარი არაა, სამაგიეროდ კი იღებენ კომფორტულ ენას, რომელიც ბევრ რამეს თავისით ამზადებს. მოკლედ, შევაჯამოთ: .Net ცალკე პროგრამირების ენა არაა, ის ენის დანამატია, რომელიც პროგრამისტის მუშაობას კომფორტულს ხდის, პროგრამას კი - ნელს :-) .Net-ზე მომუშავე პროგრამირების ენების სია აქ შეგიძლია ნახო. ბოდიში არეული პოსტისთვის. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd August 2025 - 12:21 PM |