დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი |
Jul 11 2009, 02:16 PM
პოსტი
#1
|
|
ინფო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 |
მინდა დავიწყო ღრმად პატივცემული პიროვნების, ექსპერტის ადამიანის უფლებათა განათლების დარგში (ჟენევა), სამართლისა და საზოგადოების ევროპული ასოციაციის წევრის (პარიზი) პროფესორ ბიძინა (გურჯი) სავანელის მიმართვით ქართველი ხალხისა და საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების დიპ. კორპუსის წარმომადგენლების მიმართ. მიმართვა შედგენილია ღია წერილის სახით, დაგზავნილია სრულიად დიპლომატიური კორპუსისათვის და გამოქვეყნებულია გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ბოლო ნომერში (№ 26 (771) 29 ივნ. - 5 ივლისი).
ტექსტი მოკლეა, დაწერილი მისაღებ ფორმაში, ლაკონურად, ამიტომ ნუ დაიზარებთ ბოლომდე წაკითხვას. პირადად ერთი სუნთქვით ჩავიკითხე. მომიტევეთ შეცდომები, ხელით გადმოვბეჭდე. საგანგებო მიმართვა ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ხელისუფლებაში ძალით მოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა ქვეყანაში ტირანიული და მჩაგვრელი რეჟიმი დაამყარა, კერძოდ:საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის მეთაურებს 1.საქართველოში, ფაქტობრივად, აღდგენილია სიკვდილით დასჯა პოლიტიკური და სხვა მოტივებით, რისი ნიმუშიც გახლავთ: პრემიერ-მინისტრის მკვლელობა, აკადემიკოსის მკვლელობა, ახალგაზრდების მკვლელობათა მთელი სერია და სხვა მრავალი მკვლელობა, რაც დადასტურებულია საქართველოს ომბუდსმენის* დასკვნებით; 2.ევროპულ ენებზე ნაციონალურ პარტიად სახელგადაკეთებული ”მოქალაქეთა კავშირი” - ევროკავშირის მიერ დაგმობილი საომარი რიტორიკით დაწყებული და ცხინვალის რაიონში სამხედრო პროვოკაციით დამთავრებული - არის ომის პარტია, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის შენარჩუნებაზე გათვლილ დანაშაულებრივ ქმედებებს შეეწირა მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქართველი მეომრების სიცოცხლე და რის გამოც მივიღეთ იძულებით გადაადგილებულთა ახალი ტალღა, ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციაზე ხელმოწერის შედეგად დე იურედ ვკარგავთ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს და რასაც დაემატა მამისონის სტრატეგიული უღელტეხილი, რუსეთისთვის თვრამეტკილომეტრიანი ზოლის და სტრატეგიული მწვერვალების მოღალატური ჩაბარება; 3.თვით საფრანგეთის საგარეო სამინისტრომ და ევროკავშირის ბევრმა მთავრობამ დაგმო 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილე ხალხის პარლამენტთან დარბევა, მშვიდობიანი მომიტინგე ხალხის დარბევა რიყეზე, ”ტელეიმედის” თანამშრომელთა და შენობის დარბევა, რის გამო სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რითაც მან ევენტუალურად აღიარა თავისი დანაშაულებრივი ბრალი ერთა თანამეგობრობისა და თავისი ხალხის წინაშე და რის გამოც სააკაშვილი აღარ არის საქართველოს დე იურე პრეზიდენტი; 4.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის პირველი მუხლის უხეში დარღვევით ხალხის დაუკითხავად უცხოელებზე გაიყიდა და იყიდება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები; 5.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხი არ არის უზრუნველყოფილი შრომითი უფლებების დაცვით პროფკავშირებისა და სასამართლოსგან, ხოლო უმუშევარი ხალხი ბედის ანაბარა დარჩა და ტოვებს სამშობლოს; 6.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხს მრავალგზის წაერთვა უფლება, მონაწილეობა მიიღოს გაუყალბებელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში, რაც არაერთხელ დადასტურდა ეუთო-ს და სახალხო დამცველის დასკვნებით და რის გამო საქართველო პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება; 7.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხელისუფლებამ საქართველოს მთელი სატელევიზიო სივრცე თავის სრულ კონტროლს დაუქვემდებარა, ხოლო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” საზოგადოებას, ანუ ხალხს წაართვა; გრძელდება ტელე და სხვა მედიასაშუალებების ჯურნალისტების სისხლის სამართლებრივი დევნა, ცემა, აპარატურის მსხვრევა და წართმევა. 8.საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დარღვევით და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაგმობილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სააკაშვილმა მოახდინა საკანონმდებლო ხელისუფლების სრული უზურპაცია, რითაც ხალხს მოესპო საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, ხოლო საქართველო პერმანენტულ სახელმწიფოებრივ კრიზისში აღმოჩნდა; 9.მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების განვითარების პროცესი დაიბლოკა ხელისუფლების მხრიდან ამ დარგების პირდაპირი მართვის უფლების მისაკუთრებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტების ფასიან სწავლებაზე გადაყვანა, რითაც ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერ და კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს შესაძლებლობა მოესპოთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და თავისი უნიკალური წვლილი შეიტანონ თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ქვეყნის განვითარებაში; 10.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეში დარღვევით ადგილი აქვს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების, გადაუდებელი აუცილებლობის და სათანადო ანაზღაურების გარეშე ხალხის პირადი საკუთრების სასამართლოს გვერდის ავლით ძალადობრივ ჩამორთმევას და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ შესაბამისი ობიექტების ფარულ მითვისებას; 11.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება ხელს უშლის ეროვნული მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, დაკავებულია მონოპოლიური საქმიანობით, პრივილეგიურ მდგომარეობაში ამყოფებს უცხოურ ბიზნესს და მათთან კორუფციულ და პროტექციონისტულ პოლიტიკას ეწევს; 12.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება არ ზრუნავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის; მაღალმთიანეთში, განსაკუთრებით კავკასიონის ქედის სამხრეთ რაიონებში მცხოვრებნი მიტოვებული არიან ბედია ანაბარად, სოფლის მეურნეობა კვდება და საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია. ამრიგად, ხელისუფლების მხრიდან სახეზეა ტირანია და ჩაგვრა, რამაც, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში შეიძლება სახალხო აჯანყება** გამოიწვიოს, ხოლო მთლიანად კავკასიაში - სრული ქაოსი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: 1. [უცხოელ დიპლომატებს] მოგიწოდებთ, დაიცვათ ნეიტრალიტეტი საქართველოს ხალხსა და კვაზი-ხელისუფლებას შორის, ადეკვატურად შეაფასოთ საქართველოში და მის გარეთ მიმდინარე პროცესები, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნგრევის ხარჯზე დიქტატურის დამყარებისკენ სააკაშვილის და მისი გუნდის სწრაფვის თანამონაწილე არ გახდეთ. 2. გთხოვთ [უცხოელ დიპლომატებს], საქართველოში და კავკასიაში მშვიდობის, უშიშროების და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციების დონეზე მხარი დაუჭიროთ ჩვენს მოთხოვნას უშუალოდ გაერო-ს და ეუთო-ს მიერ ვადამდელი თავისუფალი და გაუყალბებელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. // პასუხი კითხვაზე ”ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები?”. ეს საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული (ანუ კანონმდებლობაში ჩადებული) გზა არის არასანდო არჩევნებით გამოწვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისის განსამუხტად! ”ქართველ ხალხს ვაბრთხილებ: რუსეთი გააგრძელებს, ზოგიერთი მეზობელი კი დაიწყებს (თუ უკვე არ დაიწყო) საქართველოს ტერიტორიების მცოცავ დაპყრობას, ხოლო სააკაშვილი და მისი გუნდი რუსეთისგან დევნილობის მოტივით დატოვებენ საქართველოს, მოითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს უცხოეთში და დანაშაულებრივად მიტაცებულ რამდენიმე მილიარდს სამუდამოდ დაეპატრონებიან. ქალბატონებო და ბატონებო, რიგოსანნო და არარიგოსანნო, ერის არსებობა, როგორც არასდროს, დიდი საბრთხის წინაშეა! ამიტომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა სასწრაფოდ მოვიშოროთ შინაური მტერი, გადავირჩინოთ თავი და გადავარჩინოთ სამშობლო! ღრმა პატივისცემით, პროფესორი ბიძინა სავანელი” ინფორმაციისთვის: ბატონი ბიძინა არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას თუ ორგანიზაციას და არ წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას. ეს მიმართვა ლოგიკური გაგრძელებაა 2009 წლის 15 მარტს რუსთაველის ძეგლთან საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ მიტინგზე** წარმოთქმული სიტყვისა: ბიძინა სავანელი: რატომ უნდა წავიდეს სააკაშვილი? რატომ და იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა:
ამრიგად, სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა ქართველი ერის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თვითმყოფობა, რის გამოც ქართველი ერი უნდა განთავისუფლდეს სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლებისგან. © გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" ეს 12 პუნქტი მინდა გახდეს ჩონჩხი რომელზეც შევძლებთ გავრცობას. არ მინდა ჩვენი ხელისუფალის მსგავსად მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საუბარი, შემიძლია და მინდა მოგისმინოთ! ამიტომ გთხოვთ თქვენც (”კომპინფოელებმა”) მიიღოთ მონაწილეობა, თუგინდ ერთი რეპლიკით, შემოთავაზებით ან კომენტარით. ამ 12 პუნქტიდან რომლებს ეწინააღმდეგებით და/ან ეთანხმებით და რაც მთავარია, რატომ? ჩემი მხრიდან წინასწარ ვაცხადებ რომ ბატონ ბიძინას ყველა პუნქტში ვითანხმები და აუცილებლად გავცემ პასუხს კითხვას ”რატომ?”, საუბრი განმავლობაში. თემა ღიაა, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას! როგორც კენედიმ თქვა: ”არ იკითხოთ რა შეუძლია ქვეყანას გააკეთოს თქვენთვის - იკითხეთ რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ ქვეყნისთვის”! მე მაქვს კონკრეტული პასუხი, მაგრამ თქმასაც თავისი დრო აქვს. რა არის ჩემი საბოლოო მიზანი? მინდა ყველა(!) თქვენგანში გაიღვიძოს ილია ჭავჭავაძემ! ილიას უკვდავი ”ელეგია”, თქმული 1859 წელს, ზუსტად საუკუნე-ნახევრის წინ და დღემდე აქტუალური: მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა. არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!.. მშობელი შობილს არრას მეტყოდა, ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი ქართველის ძილშია კვნესა ისმოდა! ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება... ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!. P.S. აუცილებელია დაიწეროს გუშინ გამოცხადებულ ახალ, მძლავრ არაპოლიტიკურ(!) ორგანიზაციაზე სახელწოდებით ”დაიცავი საქართველო”, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის საპატიო თავმჯდომარეობით. მანამ კი, თქვენს რეაქციას ველოდები! *საზოგადო დამცველის აპარატი. ომბუდსმენი (საზოგადო დამცველი): სოზარ სუბარი. **დიახ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, ხალხს აქვს აჯანყების უფლება ხელისუფლების მხრიდან ტირანიისა და ჩაგვრის შემთხვევაში! ***ინიციატორთა გადაწყვეტილებით 15 მარტს აქცია იყო ზეპოლიტიკური, მასში არ ფიგურირებდა პოლიტიკური პარტიები და არ იყო გამოყენებული პოლიტიკური სიმბოლიკა. შეკრების ინიციატორი იყო 22 იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის ზაქარია ქუცნაშვილის ”კანონი ხალხისათვის”, თანასწორობის ინსტიტუტი, ქართული აკადემია, მოძრაობა 7 ნოემბერი - ჯაბა ჯიშკარიანი, ჟურნალისტები მამუკა ღლონტი (ტელეკომპანია ”მაესტრო”) და ალეკო ელისაშვილი (ტელეკომპანია ”კავკასია”), აქაციას ასევე შემოუერთდა,,გურამ შარაძის საზოგადოებაც’’. შეკრების სლოგანი იყო: ,,მიშა, წადი - მომავალო გაფრთხილდი!”. აქციის რამდენიმე სურათი: (IMG:http://img102.imageshack.us/img102/5180/a902145db6d3.th.jpg) | (IMG:http://img268.imageshack.us/img268/5594/c78660f5d008.th.jpg) | (IMG:http://img30.imageshack.us/img30/2558/37ffa042a691.th.jpg) წყარო: forum.ge -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
Jul 11 2009, 06:13 PM
პოსტი
#2
|
|
ინფო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 |
Bekward
სხვათაშორის შენი პოზიციის ანალოგიური ხშირად შემხვედრია, ეს ზოგადი უნდობლობა ყველა პოლიტიკოსისა და განსაკუთრებით ე.წ. "ქუჩის ოპოზიციონერების" მიმართ. ოღონდ მიჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა, რატომ? რატომ გაქვთ მათ მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება? ხომ, შესაძლოა ზოგ-ზოგიერთი არ მოგწონდეთ, მაგრამ ყველა? ყველა ცუდია, მხოლოს საკუთარ თავზე მოფიქრალი, მოღალატეები, ...? იგივე, გაჩეჩილაძეების მიმართ კონკრეტულად რა პრეტენზიებიგაქვთ? მრავლობითში იმიტომ ვამბობ რომ მსგავსი პოზიცია აქვთ ასევე ჩემთვის ღრმად პატივცემულ, ამ ფორუმის მოდერებისგანაც (IMG:style_emoticons/default/sad.gif) მოდი კიდევ ერთხელ დავდებ ჩემს 30 მაისის პოსტს და მერე დავსვავ კიდევ ერთ, მნიშვნელოვან კითხვას. უბრალოდ აზრი არ აქვს თავიდან წერას .. აქციები რომლებსაც ყოველდღიურად, შეიძლება ითქვას ფეხმოუცვლელად ესწრება რეზო ჩხეიძე. აქციები რომელთა ორგანიზატორთ შორის არის "ეროვნული ფორუმი" (გუბაზ სანიკიძე, კახა შარტავა, ირაკლი მელაშვილი ..) და რომლებსაც ინტელექტუალურ მხარდაჭერას უწევს "ქართული აკადემია". ოთარ მეღვინეთუხუცესი, გიორგი შენგელაია შვილთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილი, გივი ბერიკაშვილი, ქეთი დოლიძე, თამარ ჭოხონელიძე, მარიკა და გიგა ლორთქიფანიძეები, რეზო ესაძე, ნინელი ჭარკვეტაძე, ლიზა ბაგრატიონი, რამაზ კლიმიაშვილი, ნიკო ორველაშვილი, გია პაპუაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე (დიახ "უცნობს" ამ ხალხის გვერდით ვაყენებ) და უამრავი სხვა ცნობილი თუ უცნობი ადამიანი შეძლებისდაგვარად ესწრებიან აქციებს. მგონი ვიმსახურებთ რომ, ჭაბუა თუ არა ფიზიკურად, მორალურად ჩვენს გვერდითაა. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) .. ხომ, ეხლა მითხარი, ყველა მათგანი ცდება, მოტყუებულია, შეცდომაშია შეყვანილი და კიდევ უარესი, გამიზნულად დგანან "ხელისუფლების კუდებთან"? უბრალოდ, მგონი ამ ხალხს არ აქვთ ჩვეულებრივი წონა ჩვენს საზოგადოებაში. ხომ, რაც უფრო საინტერესოა, აქ ჩამოთვლილი პირთა უმრავლესობა (მინუს პოლიტიკური პარტიები და მათი წარმომადგენლები), პირადად თუ მათი არაპოლიტიკური ორგანიზაციებით უკვე გაერთიანდნენ ახალ გამოცხადებულ (ჯერ არც კი ჩამოყალიბებულ) საზოგადოებრივ (არაპოლიტიკურ!) მოძრაობაში "დაიცავი საქართველო", რომლის საპატიო თავმჯდომარეობას დათანხმდა ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი და რომლის დამაარსებელთა შორის არიან ლევან და გია გაჩეჩილაძეები, რეჟისორები რობერტ სტურუა, რეზო ჩხეიძე და რეზო ესაძე; პოეტი დავით მაღრაძე, პოლიტიკოსი გოგა ხაინდრავა; თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი გია ყარყარაშვილი; კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე; მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი; ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, სპორტსმენი ბიძინა გეგიძე; მსახიობები ნინელი ჭანკვეტაძე, ზაზა პაპუაშვილი, ნატო მურვანიძე და სხვა არა ნაკლებ ძვირფასი ადამიანები. ირონიულია არა? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) "ჩაქოლვა" ჯობია ხელისუფლებით დავიწყოთ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) რაც შეეხება ჩინელების ჩამოსახლებას (დიახ ჩამოსახლებას) ეს ჩვენი "ძვირფასი" ხელისუფლების პირდაპირი გეგმით ხდება. აბა სხვანაირად როგორ ახსნით საქართველოში ჩამოსვლისა და "ფესვების გადგმის" უაღრესად გამარტივებულ პროცესს, რომელიც რამდენიმე ბეჭდის დარტყმამდეა დაყვანილი? რატომ არ უნდა ჩამოვიდნენ იგივე ჩინელები ჩვენს მიწისა და წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანაში, მითუმეტეს რომ მათი ჩამოსვლა პირდაპირ სუფსიდირდება მათივე მთავრობის მიერ: არაა საიდუმლო რომ ჩინეთიდან სამუშაოდ და საცხოვრებლად გასულ ოჯახებს ხელისუფლება რამდენიმე ათასი დოლარით აფინანსებს. თვით ჩინელები უაღრესად შრომის უნარიანები არიან, ციცაბო ფერდობს დაამუშავებენ და მთის წვეროზე დასახლდებიან, თუ საჭირო გახდა! მახსოვს ვიღაც ყვებოდა, მიწას ისე ამუშავებენმის რომ ბევრი პატარა ბოლქვი შეიქმნას, შემდეგ ამ ბოლქვის ერთდროულად რამდენიმე მხარეს თესავნ, რის გამოც რამდენჯერმე მეტ მოსავალ ღებულობენ ვიდრე ტრადიციული გზით. ირონიულია არა? ამ თვისებების გამო მათ დიდ პატივსა ვცემ, მაგრამ არა ჩემს ქვეყანაში, მადლობთ! რათ უნდა ხელისუფლებას საქართველოს ახალი მოქალაქეები? უბრალო ჩვენ როგორც მოქალაქეები, უფრო ზუსტად კი როგორც ხმები საარჩევნო ხუთში და არაფერი სხვა, რა ირონიულადაც არ უნდა ისმოდეს, არ ვუმართლებთ ამ ხელისუფლებას. არ ვუმართლებთ იმ მხრივ რომ მიუხედავად იმისა აქტიურად გამოვხატავთ თუ არა მათ მიმართ პროტესტს, უმრავლესად (აბსოლიტურად უმრავლესად) უაღრესად უკმაყოფილონი ვართ მათით და სიამოვნებით ჩამოვაცილებდით/ხრჩობდით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რომელ დიქტატორულ რეჟიმს აწყობს ეს?! სტალინის პროგრესულად, დაარქვით ოპოზიციურად მოაზროვნე ხალხს ფიზიკურად ანადგურებდა. სააკაშვილის რეჟიმი დემოკრატიის ნიღაბს არის ამოფარებული, ამიტომ უჭირს პირდაპირ მიმართოს მასიურ მკვლელობებს, მაგრამ არამც და არამც არ ამბობს მათზე უარს! გახსოვს ჩვენი "ვანიჩკა" რომ ლაპარაკობდა ახალი ქართველის შექმნის შესახებ? ხომ, რათ უნდათ ეხლა ეს ახალი [ჩინელი] მოქალაქეები ... ისინი მუდამ ხელისუფლების ლოიალური ამომრჩევლები იქნებიან, ნებისმიერ არჩევნებზე შემოხაზული წითელი ხუთიანი, ბევრი ხუთიანი, დროსთან მიმართებაში პროგრესიით ზრდადი შემოხაზული ხუთიანების რაოდენობა! და რატომაც არა, მიშამ მიწა მისცა, სამშობლოზე ბევრად უკეთესი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები. დაუმუშავებელი (იგულისხმება, ჯერკიდევ არ გაყიდული) ტყე და ველი, მთა და ბარი კიდევ ბევრია, ბევრი მშენებარე და აშენებული შენობის პირველი სართულები პირდაპირ გამოჭრილია ჩინური მაღაზიებისთვის! ისიც არის გასათვალისწინებელი რომ ლოიალურობა ზოგადად ჩინური მენტალიტეტის ნაწილი გახდა, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, რაც რათქმაუნდა აწყობს მიშას (IMG:style_emoticons/default/smile.gif) არ დავი5ები! P.S. უი, აქ დებატები გაჩაღებულა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) აუცილებლად გიპასუხებთ! მაშ ასე, ყველა თქვენგანის პოსტს ვკითხულობ და ყველას ინდივიდუალურად გიპასუხებთ. -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 03:10 AM |