დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი |
Jul 11 2009, 02:16 PM
პოსტი
#1
|
|
ინფო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 |
მინდა დავიწყო ღრმად პატივცემული პიროვნების, ექსპერტის ადამიანის უფლებათა განათლების დარგში (ჟენევა), სამართლისა და საზოგადოების ევროპული ასოციაციის წევრის (პარიზი) პროფესორ ბიძინა (გურჯი) სავანელის მიმართვით ქართველი ხალხისა და საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების დიპ. კორპუსის წარმომადგენლების მიმართ. მიმართვა შედგენილია ღია წერილის სახით, დაგზავნილია სრულიად დიპლომატიური კორპუსისათვის და გამოქვეყნებულია გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ბოლო ნომერში (№ 26 (771) 29 ივნ. - 5 ივლისი).
ტექსტი მოკლეა, დაწერილი მისაღებ ფორმაში, ლაკონურად, ამიტომ ნუ დაიზარებთ ბოლომდე წაკითხვას. პირადად ერთი სუნთქვით ჩავიკითხე. მომიტევეთ შეცდომები, ხელით გადმოვბეჭდე. საგანგებო მიმართვა ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ხელისუფლებაში ძალით მოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა ქვეყანაში ტირანიული და მჩაგვრელი რეჟიმი დაამყარა, კერძოდ:საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის მეთაურებს 1.საქართველოში, ფაქტობრივად, აღდგენილია სიკვდილით დასჯა პოლიტიკური და სხვა მოტივებით, რისი ნიმუშიც გახლავთ: პრემიერ-მინისტრის მკვლელობა, აკადემიკოსის მკვლელობა, ახალგაზრდების მკვლელობათა მთელი სერია და სხვა მრავალი მკვლელობა, რაც დადასტურებულია საქართველოს ომბუდსმენის* დასკვნებით; 2.ევროპულ ენებზე ნაციონალურ პარტიად სახელგადაკეთებული ”მოქალაქეთა კავშირი” - ევროკავშირის მიერ დაგმობილი საომარი რიტორიკით დაწყებული და ცხინვალის რაიონში სამხედრო პროვოკაციით დამთავრებული - არის ომის პარტია, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის შენარჩუნებაზე გათვლილ დანაშაულებრივ ქმედებებს შეეწირა მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქართველი მეომრების სიცოცხლე და რის გამოც მივიღეთ იძულებით გადაადგილებულთა ახალი ტალღა, ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციაზე ხელმოწერის შედეგად დე იურედ ვკარგავთ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს და რასაც დაემატა მამისონის სტრატეგიული უღელტეხილი, რუსეთისთვის თვრამეტკილომეტრიანი ზოლის და სტრატეგიული მწვერვალების მოღალატური ჩაბარება; 3.თვით საფრანგეთის საგარეო სამინისტრომ და ევროკავშირის ბევრმა მთავრობამ დაგმო 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილე ხალხის პარლამენტთან დარბევა, მშვიდობიანი მომიტინგე ხალხის დარბევა რიყეზე, ”ტელეიმედის” თანამშრომელთა და შენობის დარბევა, რის გამო სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რითაც მან ევენტუალურად აღიარა თავისი დანაშაულებრივი ბრალი ერთა თანამეგობრობისა და თავისი ხალხის წინაშე და რის გამოც სააკაშვილი აღარ არის საქართველოს დე იურე პრეზიდენტი; 4.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის პირველი მუხლის უხეში დარღვევით ხალხის დაუკითხავად უცხოელებზე გაიყიდა და იყიდება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები; 5.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხი არ არის უზრუნველყოფილი შრომითი უფლებების დაცვით პროფკავშირებისა და სასამართლოსგან, ხოლო უმუშევარი ხალხი ბედის ანაბარა დარჩა და ტოვებს სამშობლოს; 6.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხს მრავალგზის წაერთვა უფლება, მონაწილეობა მიიღოს გაუყალბებელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში, რაც არაერთხელ დადასტურდა ეუთო-ს და სახალხო დამცველის დასკვნებით და რის გამო საქართველო პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება; 7.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხელისუფლებამ საქართველოს მთელი სატელევიზიო სივრცე თავის სრულ კონტროლს დაუქვემდებარა, ხოლო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” საზოგადოებას, ანუ ხალხს წაართვა; გრძელდება ტელე და სხვა მედიასაშუალებების ჯურნალისტების სისხლის სამართლებრივი დევნა, ცემა, აპარატურის მსხვრევა და წართმევა. 8.საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დარღვევით და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაგმობილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სააკაშვილმა მოახდინა საკანონმდებლო ხელისუფლების სრული უზურპაცია, რითაც ხალხს მოესპო საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, ხოლო საქართველო პერმანენტულ სახელმწიფოებრივ კრიზისში აღმოჩნდა; 9.მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების განვითარების პროცესი დაიბლოკა ხელისუფლების მხრიდან ამ დარგების პირდაპირი მართვის უფლების მისაკუთრებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტების ფასიან სწავლებაზე გადაყვანა, რითაც ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერ და კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს შესაძლებლობა მოესპოთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და თავისი უნიკალური წვლილი შეიტანონ თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ქვეყნის განვითარებაში; 10.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეში დარღვევით ადგილი აქვს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების, გადაუდებელი აუცილებლობის და სათანადო ანაზღაურების გარეშე ხალხის პირადი საკუთრების სასამართლოს გვერდის ავლით ძალადობრივ ჩამორთმევას და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ შესაბამისი ობიექტების ფარულ მითვისებას; 11.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება ხელს უშლის ეროვნული მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, დაკავებულია მონოპოლიური საქმიანობით, პრივილეგიურ მდგომარეობაში ამყოფებს უცხოურ ბიზნესს და მათთან კორუფციულ და პროტექციონისტულ პოლიტიკას ეწევს; 12.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება არ ზრუნავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის; მაღალმთიანეთში, განსაკუთრებით კავკასიონის ქედის სამხრეთ რაიონებში მცხოვრებნი მიტოვებული არიან ბედია ანაბარად, სოფლის მეურნეობა კვდება და საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია. ამრიგად, ხელისუფლების მხრიდან სახეზეა ტირანია და ჩაგვრა, რამაც, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში შეიძლება სახალხო აჯანყება** გამოიწვიოს, ხოლო მთლიანად კავკასიაში - სრული ქაოსი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: 1. [უცხოელ დიპლომატებს] მოგიწოდებთ, დაიცვათ ნეიტრალიტეტი საქართველოს ხალხსა და კვაზი-ხელისუფლებას შორის, ადეკვატურად შეაფასოთ საქართველოში და მის გარეთ მიმდინარე პროცესები, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნგრევის ხარჯზე დიქტატურის დამყარებისკენ სააკაშვილის და მისი გუნდის სწრაფვის თანამონაწილე არ გახდეთ. 2. გთხოვთ [უცხოელ დიპლომატებს], საქართველოში და კავკასიაში მშვიდობის, უშიშროების და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციების დონეზე მხარი დაუჭიროთ ჩვენს მოთხოვნას უშუალოდ გაერო-ს და ეუთო-ს მიერ ვადამდელი თავისუფალი და გაუყალბებელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. // პასუხი კითხვაზე ”ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები?”. ეს საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული (ანუ კანონმდებლობაში ჩადებული) გზა არის არასანდო არჩევნებით გამოწვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისის განსამუხტად! ”ქართველ ხალხს ვაბრთხილებ: რუსეთი გააგრძელებს, ზოგიერთი მეზობელი კი დაიწყებს (თუ უკვე არ დაიწყო) საქართველოს ტერიტორიების მცოცავ დაპყრობას, ხოლო სააკაშვილი და მისი გუნდი რუსეთისგან დევნილობის მოტივით დატოვებენ საქართველოს, მოითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს უცხოეთში და დანაშაულებრივად მიტაცებულ რამდენიმე მილიარდს სამუდამოდ დაეპატრონებიან. ქალბატონებო და ბატონებო, რიგოსანნო და არარიგოსანნო, ერის არსებობა, როგორც არასდროს, დიდი საბრთხის წინაშეა! ამიტომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა სასწრაფოდ მოვიშოროთ შინაური მტერი, გადავირჩინოთ თავი და გადავარჩინოთ სამშობლო! ღრმა პატივისცემით, პროფესორი ბიძინა სავანელი” ინფორმაციისთვის: ბატონი ბიძინა არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას თუ ორგანიზაციას და არ წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას. ეს მიმართვა ლოგიკური გაგრძელებაა 2009 წლის 15 მარტს რუსთაველის ძეგლთან საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ მიტინგზე** წარმოთქმული სიტყვისა: ბიძინა სავანელი: რატომ უნდა წავიდეს სააკაშვილი? რატომ და იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა:
ამრიგად, სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა ქართველი ერის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თვითმყოფობა, რის გამოც ქართველი ერი უნდა განთავისუფლდეს სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლებისგან. © გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" ეს 12 პუნქტი მინდა გახდეს ჩონჩხი რომელზეც შევძლებთ გავრცობას. არ მინდა ჩვენი ხელისუფალის მსგავსად მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საუბარი, შემიძლია და მინდა მოგისმინოთ! ამიტომ გთხოვთ თქვენც (”კომპინფოელებმა”) მიიღოთ მონაწილეობა, თუგინდ ერთი რეპლიკით, შემოთავაზებით ან კომენტარით. ამ 12 პუნქტიდან რომლებს ეწინააღმდეგებით და/ან ეთანხმებით და რაც მთავარია, რატომ? ჩემი მხრიდან წინასწარ ვაცხადებ რომ ბატონ ბიძინას ყველა პუნქტში ვითანხმები და აუცილებლად გავცემ პასუხს კითხვას ”რატომ?”, საუბრი განმავლობაში. თემა ღიაა, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას! როგორც კენედიმ თქვა: ”არ იკითხოთ რა შეუძლია ქვეყანას გააკეთოს თქვენთვის - იკითხეთ რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ ქვეყნისთვის”! მე მაქვს კონკრეტული პასუხი, მაგრამ თქმასაც თავისი დრო აქვს. რა არის ჩემი საბოლოო მიზანი? მინდა ყველა(!) თქვენგანში გაიღვიძოს ილია ჭავჭავაძემ! ილიას უკვდავი ”ელეგია”, თქმული 1859 წელს, ზუსტად საუკუნე-ნახევრის წინ და დღემდე აქტუალური: მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა. არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!.. მშობელი შობილს არრას მეტყოდა, ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი ქართველის ძილშია კვნესა ისმოდა! ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება... ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!. P.S. აუცილებელია დაიწეროს გუშინ გამოცხადებულ ახალ, მძლავრ არაპოლიტიკურ(!) ორგანიზაციაზე სახელწოდებით ”დაიცავი საქართველო”, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის საპატიო თავმჯდომარეობით. მანამ კი, თქვენს რეაქციას ველოდები! *საზოგადო დამცველის აპარატი. ომბუდსმენი (საზოგადო დამცველი): სოზარ სუბარი. **დიახ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, ხალხს აქვს აჯანყების უფლება ხელისუფლების მხრიდან ტირანიისა და ჩაგვრის შემთხვევაში! ***ინიციატორთა გადაწყვეტილებით 15 მარტს აქცია იყო ზეპოლიტიკური, მასში არ ფიგურირებდა პოლიტიკური პარტიები და არ იყო გამოყენებული პოლიტიკური სიმბოლიკა. შეკრების ინიციატორი იყო 22 იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის ზაქარია ქუცნაშვილის ”კანონი ხალხისათვის”, თანასწორობის ინსტიტუტი, ქართული აკადემია, მოძრაობა 7 ნოემბერი - ჯაბა ჯიშკარიანი, ჟურნალისტები მამუკა ღლონტი (ტელეკომპანია ”მაესტრო”) და ალეკო ელისაშვილი (ტელეკომპანია ”კავკასია”), აქაციას ასევე შემოუერთდა,,გურამ შარაძის საზოგადოებაც’’. შეკრების სლოგანი იყო: ,,მიშა, წადი - მომავალო გაფრთხილდი!”. აქციის რამდენიმე სურათი: (IMG:http://img102.imageshack.us/img102/5180/a902145db6d3.th.jpg) | (IMG:http://img268.imageshack.us/img268/5594/c78660f5d008.th.jpg) | (IMG:http://img30.imageshack.us/img30/2558/37ffa042a691.th.jpg) წყარო: forum.ge -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
Jul 12 2009, 07:31 PM
პოსტი
#2
|
|
ინფო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 |
otosaxel
არ გეწყონოს და პოლიტიკა და გაუსვრელობა? პოლიტიკა იმის პოლიტიკაა რომ სიბინძურეა wink.gif მოკლედ ჩემი აზრია რომ ხელისუფლებას არავითარი (ნუ მცირე) მნიშვნელობა აქვს და არის იმის გამოხატულება როგორც აზროვნებს ხალხი. მოკლედ ქვეყანას, რომ ეშველოს უნდა ეშველოს ხალხის აზროვნებას! პოლიტიკა არის სოციალური იდეების გაერთიანება და მათით განპირობებული მიზანმიმართული ქმედებები, დაკავშირებული სიცოცხლისთვის აუცილებელი კავშირების დამყარებასთან ქვეყნებს, ნაციებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის. პოლიტიკა ბინძურია მხოლოდ ბინძური პოლიტიკოსების ხელში! პოლიტიკას აწარმოებენ ადამიანები, ისეთები როგორც შენ და მე. ისევე როგორც ყველა ადამიანი ვერ იქნება ბინძური, ასევე ყველა პოლიტიკოსიც. როგორც გიენას ხელმოწერაშია: "ყოველი კაცი, ქვეყანაზე არის ის განძი, რომელსაც უნდა აღმოჩენა და დაფასება!" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) უბრალოდ, განზოგადების უფლება არ გვაქვს! მოკლედ დემოკრატიაა ის რაც უშლის განვითარებას!!!! გვინდა მონარქი რომ დაახჩოს, ორმოში ჩააგდოს ყველა დამნაშავე. ხოლო როცა პსიქოლოგიას ეშველება მერე შეიძლება ისევ არჩევაზე და დემოკრატიაზე ლაპრაკი smile.gif შენ რასაც გვთავაზობ არის ტოტალიტარული მმართველობის ფორმა, როდესაც ხდება ადამიანის პირადი და საზოგადო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტის რეგულირება. აუცილებლად გირჩევდი გაეცნო George Orwell-ის, მე-20 საუკუნი საუკეთესო ინგლისური კულტურის ქრონოლოგის, წიგნს: 1984 http://www.online-literature.com/orwell/1984/ ეს ორიგინალი, საჭიროების შემთხვევაში დარწქმუნებული ვარ ადაფტაციასაც ადვილად მიაგნებ. მასშია არის აღწერილი შენთვის საინტერესო სცენარი, ე.წ. "დიდი ძმა" რომელმაც უნდა შეგვცვალოს/გამოგვზარდოს! დიდი სიამოვნება გელოდება და ვიცი, მისი წაკითხვის შემდეგ ნამდვილად შეგეცვლება აზრი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუ დაგაინტერესა, შემდეგი ნაბიჟი Fahrenheit 451 იქნებოდა, ასევე ფანტასტიკური ნოველა, მსგავს თემაზე. სხვათაშორის დღევანდელ რეჟიმს მხოლოდ ერთი ნაბიჯითღა აკლია ტოტალიტარიზმამდე. ეხლა არ აღიარებულ ავტორიტარულ წყობაში ვართ. ავტორიტარული წყობისას დიდი ყურადღება ეთმობა ხელისუფლების ძალაუფლებას სახელმწიფოში. ეს არის პოლიტიკური სისტემა კონტროლირებული არ არჩეული მმართველების მიერ, მაგრამ რომლის დროს დაშვებულია გარკვეული ინდივიდუალური თავისუფლება. ხომ არ გეცნობათ? მოდით მიგანიშნებთ: ძალაუფლება კონცენტრირებული მმართველ "ელიტაზე", პოლიციური რეჟიმი, გალაყლბებული არჩევნებით მოსული, ერთპარტიული ხელისუფლება და შეზღუდული სიტყვის თავისუფლება! საინტერესოა რა რეაქცია გექნება თუ სააკაშვილი მოგვევლინება ამ "დიდი ძმის" სახით, თუგინდ "ვანიჩკა" ან ჩრდილოვანი ადეიშვილი? "ხალხის აზროვნების" შეცვლა, უფროსწორედ იმ აბსტრაქტული წარმოდგენის შეცვლა, რასაც ჩვენ საზოგადო აზროვნებას ვუწოდებთ, ნებისმიერი ძალით შეუძლებელია! რომ შეუძლებელია, კომუნიზმის 70 წლიანმა რეჟიმმა დაამტკიცა! მიუხედავად სტალინის უსასტიკესი რეპრესიებისა ყველა განსხვავებულად მოაზროვნის მიმართ, ამოწყვეტილი ან გადასახლებული ელიტისა, ვერ მოკლა სურვილი თავისუფლებისა, დემოკრატიისა! უკუღმართმა და მოღალატე პოლიტიკოსებმა, ფსევდო დემოკრატებმა გააუფასურეს "ხალხის მმართველობას" იდეა! დიქტატურა ... ხომ არ დაგავიწყდა რას უშვებოდნენ თითქმის მთელი წინა საუკუნისგანმავლობაში ჩვენს გამოჩენილ, გენიალურ მწერლებს, კომპოზიტორებს და სხვა საზოგადო მოღვაწეებს? --------------- plastic გუშინ, ქვეყანას დედას უიმასშვებოდნენ და ქუჩაში ხალხს კლავდნენ. რომელი ოპოზიციის ლიდერთაგანი "უიმასშვებოდა" ქუჩაში ხალხს? მიპასუხე თუ პასუხისმგებელი ხარ შენს სიტყვებზე! ქუჩაში ხალხის მკვლელობის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი ჩემს პირველსავე პოსტში წერია და ასეულობით ახალგაზრდა მეომარი მიწაში დევს! დღევანდელი გაუნათლებლობის დონე, მაძლევს იმის დაშვების უფლებას, რომ ზუსტადაც ეს გაუნათლებლობა და გაუთვითცნობიერებლობა ხდება, ათასობით ადამიანის მოვლენების არაშესაბამისი აღქმა და სიტუაციის მცდარი ხედვის მთავარი მიზეზი და როგორია მოვლენების "შესაბამისი" აღქმის შენი რეცეფტი? ხომ მხოლოდ საკუთარ პოზიციას აფიქსირებ, მიპასუხე! მაგალითად, ის, რომ ძალიან ბევრს, დემოკრატიის მნიშვნელობაც კი არ ესმის, მაგრამ ქუჩაში დგას და ყვირის, რო დემოკრატია უნდა. მარტივი მიზეზის გამო: არ იცის, რა უნდა. რო გამოელაპარაკო, ვერ ჩამოგიყალიბებენ საკუთარ აზრს ისე, რო ამ აზრისგან დასკვნა შენ მაინც გააკეთო - რა უნდა მას. მე ვიდექი ამ ოპოზიციის მიერ დანიშნულ ყველა აქციაზე დაწყებული 2007 წლის დასასრულიდან! დავდივარ 9 აპრილიდან დაწყებული აქციების აბსოლიტურ უმრავლესობაზე და მივალ იმ დროს როდესაცვ დანიშნავენ, იქ სადაც საჭირო იქნება და იქამდე სანამ ჩემ თანამოძმეებთან ერთად მივაღწევ მიშას დანაშაულებრივი ბანდის ხელისუფლებიდან ჩამოცილებასა და გასამართლებას სამართლიან სასამართლოზე! მე დამისვი ეგ კითხვები, მე შემეკითხე დემოკრატიის მნიშვნელობა! ერთხელ თუ მოსულხარ აქციაზე და რომელიმეს გამოლაპარაკებიხარ? ეჭვი მეპარება! დიახ, ვიცი რა მინდა, დემოკრატია მინდა და მისთვის ვდგავარ, მინდა ჩემი გადასაწყვეტიც იყოს ქვეყნის მომავალი, თუგინდ გაუყელბებელ არჩევნებზე! ხვალ (ზეგ, მაზეგ ..) მოდი, 7-დან 8 საათამდე პარლამენტის წინ, აქცია სიცხის გამო მხოლოდ ერთი საათი გრძელდება, ბევრი დრო არ წაგერთმევა, მოდი და დამისვი ეგ კითხვები! გრეჩიხური გაგების დემოკრატიას გავარტყი როგორია "გრეჩიხისტული გაგების დემოკრატია"? მიპასუხე, რაში გამოიხატება "გრეჩიხისტული გაგების დემოკრატია" და რა გესმის მასში? ------------ domen რადგან ზემოთ დაწერილს +1 მიუწერე, ანუ დაეთრანხმე ტექსტს თითქმის მთლიანად, დართული გამონაკლისის მიუხედავად, იგივე კითხვები, იგივე ფორმულირებით შენც გეხება: რომელი ოპოზიციის ლიდერთაგანი "უიმასშვებოდა" ქუჩაში ხალხს და როგორია "გრეჩიხისტული გაგების დემოკრატია"? მცირე შესწორებით: მე არც ერთს ვემხრობი, არც მეორეს და ვარ ასე, მოღალატესავით :-) - ვანოს შოუდან განაგონი ერთ-ერთი მართლა ხუმრობათაგანი. ერთხელ მგონი რეზო ესაძემ მოყვა საკნი #5-ის ეთერში (მეხსიერებითა ვწერ ამიტომ მომიტევეთ უზუსტობები) დანტეს ჰქონია ერთ ნაწარმოებში მომენტი როდესაც მგზავრი ჯოჯოხეტში მოხვდება და ხედავს განცალკევებით ხალხის დიდ ჯგუფს, ისინი ცალკე ეწამებოდნენ და ჰკითხა მგზავრმა სატანას რატომ იყვნენ ისინი ცაკლე, ლუციფერმა კი უპასუხა: ცხოვრებაში ისინი ყოველთცვის ცაკლე იყვნენ, მოვლენების განზე იდგნენო და სიკვდილში გამორჩეული ადგილი აქვთო. სამწუხაროდ, მიუხედავად მცდელობებისა ზუსტი ციტატა ვერ ვიპოვე. ზოგადად კი დამაინტერესა დანტეს ფიგურამ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მაგრამ შორს წასვლა არ გვჭირდება, გადავშალოთ ბიბლია გამოცხადების 3:15,16 არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტავი ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ასე ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან ეხლა ვეძებდი გუგლით ზუსტ, თანამედროვე ქართულ თარგმანს ამ ციტატისა და ძალიან საინტერესო თემას მივაგენი ფორუმ.გე-ზე სათაურით "ნელ-თბილები, ანუ ნეიტრალური პოლიტიკური პოზიცია". დათარიღებული 2006 წლის 5 ნოემბრით, ავტორი არის ბპგ, იგივე BPG (BPG-InfoTech), ანუ ბატონი ბესარიონ გუგუშვილი 1991-1992 წლებში საქართველოს პრემიერ მინისტრი. აქ მიწერია ცოტა მეტი. რადგან პატივს ვცემ ამ პიროვნებას, მინდა ყურადღებით ჩავიკითხო ეს თემა და ალბათ იგივეს გირჩევდი შენც დომენ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მშვენიერი ნაშრომია, უბრალოდ მშვენიერი! ბრავო! ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ყველაფერს რაზეც ჯერ არ გამომითქვავს რეაქცია, დიდი სიამოვნებით გამოვეხმაურები მოგვიანებით! მადლობთ. P.S. სირცხვილი (არა)ქართულ ფორუმს?! (IMG:style_emoticons/default/sad.gif) -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 09:52 PM |