მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი
gearge
პოსტი Jul 11 2009, 02:16 PM
პოსტი #1


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



მინდა დავიწყო ღრმად პატივცემული პიროვნების, ექსპერტის ადამიანის უფლებათა განათლების დარგში (ჟენევა), სამართლისა და საზოგადოების ევროპული ასოციაციის წევრის (პარიზი) პროფესორ ბიძინა (გურჯი) სავანელის მიმართვით ქართველი ხალხისა და საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების დიპ. კორპუსის წარმომადგენლების მიმართ. მიმართვა შედგენილია ღია წერილის სახით, დაგზავნილია სრულიად დიპლომატიური კორპუსისათვის და გამოქვეყნებულია გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ბოლო ნომერში (№ 26 (771) 29 ივნ. - 5 ივლისი).

ტექსტი მოკლეა, დაწერილი მისაღებ ფორმაში, ლაკონურად, ამიტომ ნუ დაიზარებთ ბოლომდე წაკითხვას. პირადად ერთი სუნთქვით ჩავიკითხე. მომიტევეთ შეცდომები, ხელით გადმოვბეჭდე.

საგანგებო მიმართვა
საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის ქვეყნების
დიპლომატიური კორპუსის მეთაურებს

ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ხელისუფლებაში ძალით მოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა ქვეყანაში ტირანიული და მჩაგვრელი რეჟიმი დაამყარა, კერძოდ:

1.საქართველოში, ფაქტობრივად, აღდგენილია სიკვდილით დასჯა პოლიტიკური და სხვა მოტივებით, რისი ნიმუშიც გახლავთ: პრემიერ-მინისტრის მკვლელობა, აკადემიკოსის მკვლელობა, ახალგაზრდების მკვლელობათა მთელი სერია და სხვა მრავალი მკვლელობა, რაც დადასტურებულია საქართველოს ომბუდსმენის* დასკვნებით;

2.ევროპულ ენებზე ნაციონალურ პარტიად სახელგადაკეთებული ”მოქალაქეთა კავშირი” - ევროკავშირის მიერ დაგმობილი საომარი რიტორიკით დაწყებული და ცხინვალის რაიონში სამხედრო პროვოკაციით დამთავრებული - არის ომის პარტია, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის შენარჩუნებაზე გათვლილ დანაშაულებრივ ქმედებებს შეეწირა მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქართველი მეომრების სიცოცხლე და რის გამოც მივიღეთ იძულებით გადაადგილებულთა ახალი ტალღა, ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციაზე ხელმოწერის შედეგად დე იურედ ვკარგავთ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს და რასაც დაემატა მამისონის სტრატეგიული უღელტეხილი, რუსეთისთვის თვრამეტკილომეტრიანი ზოლის და სტრატეგიული მწვერვალების მოღალატური ჩაბარება;

3.
თვით საფრანგეთის საგარეო სამინისტრომ და ევროკავშირის ბევრმა მთავრობამ დაგმო 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილე ხალხის პარლამენტთან დარბევა, მშვიდობიანი მომიტინგე ხალხის დარბევა რიყეზე, ”ტელეიმედის” თანამშრომელთა და შენობის დარბევა, რის გამო სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რითაც მან ევენტუალურად აღიარა თავისი დანაშაულებრივი ბრალი ერთა თანამეგობრობისა და თავისი ხალხის წინაშე და რის გამოც სააკაშვილი აღარ არის საქართველოს დე იურე პრეზიდენტი;

4.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის პირველი მუხლის უხეში დარღვევით ხალხის დაუკითხავად უცხოელებზე გაიყიდა და იყიდება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები;

5.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით
ხალხი არ არის უზრუნველყოფილი შრომითი უფლებების დაცვით პროფკავშირებისა და სასამართლოსგან, ხოლო უმუშევარი ხალხი ბედის ანაბარა დარჩა და ტოვებს სამშობლოს;

6.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხს მრავალგზის წაერთვა უფლება, მონაწილეობა მიიღოს გაუყალბებელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში, რაც არაერთხელ დადასტურდა ეუთო-ს და სახალხო დამცველის დასკვნებით და რის გამო საქართველო პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება;

7.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხელისუფლებამ საქართველოს მთელი სატელევიზიო სივრცე თავის სრულ კონტროლს დაუქვემდებარა, ხოლო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” საზოგადოებას, ანუ ხალხს წაართვა; გრძელდება ტელე და სხვა მედიასაშუალებების ჯურნალისტების სისხლის სამართლებრივი დევნა, ცემა, აპარატურის მსხვრევა და წართმევა.

8.საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დარღვევით და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაგმობილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სააკაშვილმა მოახდინა საკანონმდებლო ხელისუფლების სრული უზურპაცია, რითაც ხალხს მოესპო საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, ხოლო საქართველო პერმანენტულ სახელმწიფოებრივ კრიზისში აღმოჩნდა;

9.მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების განვითარების პროცესი დაიბლოკა ხელისუფლების მხრიდან ამ დარგების პირდაპირი მართვის უფლების მისაკუთრებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტების ფასიან სწავლებაზე გადაყვანა, რითაც ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერ და კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს შესაძლებლობა მოესპოთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და თავისი უნიკალური წვლილი შეიტანონ თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ქვეყნის განვითარებაში;

10.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეში დარღვევით ადგილი აქვს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების, გადაუდებელი აუცილებლობის და სათანადო ანაზღაურების გარეშე ხალხის პირადი საკუთრების სასამართლოს გვერდის ავლით ძალადობრივ ჩამორთმევას და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ შესაბამისი ობიექტების ფარულ მითვისებას;

11.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება ხელს უშლის ეროვნული მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, დაკავებულია მონოპოლიური საქმიანობით, პრივილეგიურ მდგომარეობაში ამყოფებს უცხოურ ბიზნესს და მათთან კორუფციულ და პროტექციონისტულ პოლიტიკას ეწევს;

12.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით
ხელისუფლება არ ზრუნავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის; მაღალმთიანეთში, განსაკუთრებით კავკასიონის ქედის სამხრეთ რაიონებში მცხოვრებნი მიტოვებული არიან ბედია ანაბარად, სოფლის მეურნეობა კვდება და საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია.

ამრიგად, ხელისუფლების მხრიდან სახეზეა ტირანია და ჩაგვრა, რამაც, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში შეიძლება სახალხო აჯანყება** გამოიწვიოს, ხოლო მთლიანად კავკასიაში - სრული ქაოსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. [უცხოელ დიპლომატებს] მოგიწოდებთ, დაიცვათ ნეიტრალიტეტი საქართველოს ხალხსა და კვაზი-ხელისუფლებას შორის, ადეკვატურად შეაფასოთ საქართველოში და მის გარეთ მიმდინარე პროცესები, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნგრევის ხარჯზე დიქტატურის დამყარებისკენ სააკაშვილის და მისი გუნდის სწრაფვის თანამონაწილე არ გახდეთ.

2. გთხოვთ [უცხოელ დიპლომატებს], საქართველოში და კავკასიაში მშვიდობის, უშიშროების და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციების დონეზე მხარი დაუჭიროთ ჩვენს მოთხოვნას უშუალოდ გაერო-ს და ეუთო-ს მიერ ვადამდელი თავისუფალი და გაუყალბებელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

// პასუხი კითხვაზე ”ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები?”. ეს საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული (ანუ კანონმდებლობაში ჩადებული) გზა არის არასანდო არჩევნებით გამოწვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისის განსამუხტად!

ქართველ ხალხს ვაბრთხილებ: რუსეთი გააგრძელებს, ზოგიერთი მეზობელი კი დაიწყებს (თუ უკვე არ დაიწყო) საქართველოს ტერიტორიების მცოცავ დაპყრობას, ხოლო სააკაშვილი და მისი გუნდი რუსეთისგან დევნილობის მოტივით დატოვებენ საქართველოს, მოითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს უცხოეთში და დანაშაულებრივად მიტაცებულ რამდენიმე მილიარდს სამუდამოდ დაეპატრონებიან.

ქალბატონებო და ბატონებო, რიგოსანნო და არარიგოსანნო,
ერის არსებობა, როგორც არასდროს, დიდი საბრთხის წინაშეა! ამიტომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა სასწრაფოდ მოვიშოროთ
შინაური მტერი, გადავირჩინოთ თავი და გადავარჩინოთ სამშობლო!

ღრმა პატივისცემით,
პროფესორი ბიძინა სავანელი”

ინფორმაციისთვის: ბატონი ბიძინა არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას თუ ორგანიზაციას და არ წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას.

ეს მიმართვა ლოგიკური გაგრძელებაა 2009 წლის 15 მარტს რუსთაველის ძეგლთან საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ მიტინგზე** წარმოთქმული სიტყვისა:

ბიძინა სავანელი: რატომ უნდა წავიდეს სააკაშვილი?

რატომ და იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა:

  • მოკლა დედა-შვილი ირინა ენუქიძე და სანდრო გირგვლიანი
  • მოკლა ვაზაგაშვილი და რობაქიძე, ამოხოცა პატიმრები საკნებში და ახალგაზრდები კორტებთან
  • მოკლა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება
  • მოკლა ქართველი ერის საკუთრების უფლება მისთვის საარსებო და სტრატეგიულ ობიექტებზე
  • მოკლა ეროვნული წარმოება, საშუალო და მსხვილი ბიზნესი
  • მოკლა ქართული სოფელი და სოფლის მეურნეობა
  • მოკლა მოქალაქეთა პირადი საკუთრების უფლება
  • მოკლა ქართული მეცნიერება, ხელოვნება და განათლება
  • მოკლა აზრის გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი ტელესივრცე
  • მოკლა ხალხის უფლება გაუყალბებელ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე
  • მოკლა სხვა ერებთან და ეროვნებებთან მშვიდობიანი ქართველი ხალხის თანაარსებობის უფლება
  • მოკლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით წამოიწყო ომი და სასიკვდილოდ გასწირა ქართველი მეომრები

ამრიგად, სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა ქართველი ერის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თვითმყოფობა, რის გამოც ქართველი ერი უნდა განთავისუფლდეს სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლებისგან.

© გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"

ეს 12 პუნქტი მინდა გახდეს ჩონჩხი რომელზეც შევძლებთ გავრცობას. არ მინდა ჩვენი ხელისუფალის მსგავსად მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საუბარი, შემიძლია და მინდა მოგისმინოთ! ამიტომ გთხოვთ თქვენც (”კომპინფოელებმა”) მიიღოთ მონაწილეობა, თუგინდ ერთი რეპლიკით, შემოთავაზებით ან კომენტარით. ამ 12 პუნქტიდან რომლებს ეწინააღმდეგებით და/ან ეთანხმებით და რაც მთავარია, რატომ? ჩემი მხრიდან წინასწარ ვაცხადებ რომ ბატონ ბიძინას ყველა პუნქტში ვითანხმები და აუცილებლად გავცემ პასუხს კითხვას ”რატომ?”, საუბრი განმავლობაში. თემა ღიაა, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას!

როგორც კენედიმ თქვა: ”არ იკითხოთ რა შეუძლია ქვეყანას გააკეთოს თქვენთვის - იკითხეთ რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ ქვეყნისთვის”! მე მაქვს კონკრეტული პასუხი, მაგრამ თქმასაც თავისი დრო აქვს. რა არის ჩემი საბოლოო მიზანი? მინდა ყველა(!) თქვენგანში გაიღვიძოს ილია ჭავჭავაძემ!

ილიას უკვდავი ”ელეგია”, თქმული 1859 წელს, ზუსტად საუკუნე-ნახევრის წინ და დღემდე აქტუალური:

მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართველის ძილშია კვნესა ისმოდა!

ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.


P.S. აუცილებელია დაიწეროს გუშინ გამოცხადებულ ახალ, მძლავრ არაპოლიტიკურ(!) ორგანიზაციაზე სახელწოდებით ”დაიცავი საქართველო”, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის საპატიო თავმჯდომარეობით. მანამ კი, თქვენს რეაქციას ველოდები!

*საზოგადო დამცველის აპარატი. ომბუდსმენი (საზოგადო დამცველი): სოზარ სუბარი.
**დიახ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, ხალხს აქვს აჯანყების უფლება ხელისუფლების მხრიდან ტირანიისა და ჩაგვრის შემთხვევაში!
***ინიციატორთა გადაწყვეტილებით 15 მარტს აქცია იყო ზეპოლიტიკური, მასში არ ფიგურირებდა პოლიტიკური პარტიები და არ იყო გამოყენებული პოლიტიკური სიმბოლიკა. შეკრების ინიციატორი იყო 22 იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის ზაქარია ქუცნაშვილის ”კანონი ხალხისათვის”, თანასწორობის ინსტიტუტი, ქართული აკადემია, მოძრაობა 7 ნოემბერი - ჯაბა ჯიშკარიანი, ჟურნალისტები მამუკა ღლონტი (ტელეკომპანია ”მაესტრო”) და ალეკო ელისაშვილი (ტელეკომპანია ”კავკასია”), აქაციას ასევე შემოუერთდა,,გურამ შარაძის საზოგადოებაც’’. შეკრების სლოგანი იყო: ,,მიშა, წადი - მომავალო გაფრთხილდი!”. აქციის რამდენიმე სურათი:

(IMG:http://img102.imageshack.us/img102/5180/a902145db6d3.th.jpg) | (IMG:http://img268.imageshack.us/img268/5594/c78660f5d008.th.jpg) | (IMG:http://img30.imageshack.us/img30/2558/37ffa042a691.th.jpg)
წყარო: forum.ge


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
gearge
პოსტი Jul 14 2009, 10:43 PM
პოსტი #2


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



Bekward
ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 12:47 PM) *
ღობეს ანგრევდნენ იმიტომ, რომ უნდა ამოეძროთ და ახლით შეეცვალათ ხო? ღობეს მანამდე ანგრევდა ის ხალხი, სანამ უცნობი გადაძვრებოდა. კარგად მახსოვს ის კადრები. რაც შეეხება ზოგადად იმ ხალხის რეაქციას, უცნობი იდგა და აღვივებდა ხალხის სისხლში დანთებულ ცეცხლს უაზრო მოწდებებით და შეძახილებით, დაპატიმრებული ადამიანის ასე უპრაკუნოდ გათავისუფლება არცერთი ცივილიზებული ქვეყნის კანონმდებლობაში არ ჯდება, ის კი ცდილობდა ხალხი წაექეზებინა, შეჭრილიყვნენ და "შეიძლება უკანონოდ" (თავს ვერ დავდებ მაგაზე) დაპატიმრებულებთან ერთად სხვების გამოშვებაც გამოეწვია, ციხეში კი მარტო შემთხვევით დაპატიმრებულები არ ზიან, როგორც მოგეხსენება, მაშინ უცნობი საცემი კი არა დასაჭერი იყო მე თუ მკითხავ, თანაც ცოტა ხნით კი არა, ხანგრძლივი "სროკით".

აუცილებელია ჩავერთო და გითხრა, დეზინფორმირებული ხარ!

ამის თქმის სრული უფლება მაქვს რადგან ვიყავი 5 მაისს ნიკა ავალიანის "ცემის" თვითმხილველი და 6 მაისის, გიორგობა დღის მსვლელობისა და აქციის უშუიალო მონაწილე. ჩამოვყვები მოვლენებს ქრონოლოგიურად.

5 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია დაიწყო დანიშნულებისამებრ, დილის 9 საათზე. აქციის შინაარსი იყო სირცხვილის ცოცხალი კორიდორების შექმნა "პირველი არხის" შენობაში შემავალი და გამომავალი თანამშრომლებისთვის, მაგრამ არა პიკეტირება ან მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა! გასაგები მიზეზებით ასეთ სიტუაციებში თანამშრომელთა უმრავლესობა შენობის გვერდითა შესასვლელს არჩევს. გადავწყვიტე რაც შეიძლება მეტი მათგანისთვის მომეწყო თბილი დახვედრა, ამიტომ გავეშურე პირდაპირ მარცხენა შესასვლელისკენ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) . გვერდითა შესაძვრომი ტელევიზიის შენობის მარცხნივ, პატარა ეზოს შიგნით არის. ეზო დაცულია რკინის ღობით, რომელიც ცოტათი გაღებული იყო რათა თანამშრომლები შესულიყვნენ. ეზოში სქელი პოლიციური კორდონი იდგა, ვერ გეტყვით რისთვის. აქციის ორგანიზატორებს ამ შესასვლელთან ცარილელი საკანი ჰქონდათ მიდგმული და ამ ფორმით შემავალთ და გამომავალთ არა მარტო მრავლისმთქმელი ტაშისა და სტვენის გავლა უწევდათ, არამედ სიმბოლური საკნისაც. ყველაფერი სიმბოლურია ჩვენს ცხოვრებაში.

ინციდენტის დროს სულ 20-25 ადამიანი ვიქნებოდით, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი და მარინა მუსხელიშვილი (აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის შვილიშვილი). წვიმიანი დღე იყო, უფრო სწორედ ციდან წვიმა კი არა, ტალახი წვრილი წვეთები მოდიოდა, ამიტომ ბევრს დაეზარა დილით მოსვლა. აქციამ დაგეგმილად ჩაიარა და დასასრულს უახლოვდება როცა შენობიდან სწრაფი ნაბიჯით გამომავალი ავალიანი გამოჩნდა. მან უმალ მიიპყრო ყურადღება. ის შემოვარდა საკანში, რაღაცა ჩაიბუტბუთა, შეიგინა, დაავლო ხელი საკანს და ამოაყირავა, რის გამო ერთი ქალი დაშავდა. ამის შემდეგ ავალიანი სიტყვიერ შელაპარაკებაში შევიდა იქ მდგომ სამი ახალგაზრდასთან, რაც სწრაფად ფიზიკურში გადაიზარდა. ავალიანი გაიქცა და ახალგაზრდები დაედევნენ, წამოეგნენ პროვოკაციას, მიუხედავად უფროსების გაბრთხილებისა. დანარჩენი ნაციონალურმა არხებმაც სიამოვნებით გაჩვენათ.

6-ში, დღე, თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია „9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის“ სამი წევრის, მათ შორის ერთი არასრულწლოვნის, სასტიკი ცემისა და დაპატიმრების შესახეებ. ეს ახალგაზრდები იყვნენ მელორ ვაჩნაძის, რევაზ რევაზიშვილისა და გიორგი ონიანი. მათ ბრალი სდებდნენ ნიკა ავალიანის ცემაში. დანიშნულ დროს მოვედით აქციაზე (მაშინ მგონი 5-ზე იწყებოდა). ყველა დაძაბული ვიყავით რაღაცის (უფრო ცუდის) მოლოდინში. აქციის დაწყებიდან ცოტა ხანში გია შემოგვიერთდა. პირდაპირ "საკანი #5"-დან წამოსული "უცნობი" ამოვიდა სცენაზე და მოგვმართა:

”გუშინ დაიჭირეს პატარა ბიჭები, ჩვენი ძმები და ჩვენ თუ ამამათ ეხლა ვაპატიებთ და იმათ არ დავიხსნით, ყველა ერთად, ასე გაგრძელდება სამუდამოდ! და ყველამ იცოდეს, ჩვენ მოვდივართ ეხლა დიღომში, იმ ბიჭების დასახსნელად!” ..

ოპოზიციის იქ მყოფი ლიდერები და გია წინ გაგვიძღვენ და დავიძარით პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ. წავედით სანაპიროთი. გზა გრძელი იყო, მთლიანობაში ალბათ ათი კილომეტრი მაინც, მაგრამ ყველა ერთმანეთს ვამხნევებდით საქართველოს სკანდირებდითა და სხვადასხვა მოწოდებებით. გიჟები არა?! არა!

რომ იცოდეთ რამდენი ხნოვანი ბატონი და ქალბატონი მოგვყვებოდა, რამდენიმე 80 წლამდეც კი. შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ არ ჩამოგვრჩენოდნენ და მსვლელობაც შიგადაშიგ ჩერდებოდა რომ უკან მყოფები დაგვწეოდნენ. ეს ხალხიც პირადი ინტერესებისთვის მოგვყვებოდა? ეგ "გამოპრუწებული" მოხუცები რამ გააგიჟა, არა?! ეჰ ... საერთოდ, ამ წელს აქციებზე აბსოლიტური უმრავლესობა 40 წელს გადაცილებული პირები დგანან და რაც ახალგაზრდები იყვნენ, ციხეებში შეგვიყარეს! რა მწარეა რომ იცოდეთ, როდესაც გამოვდივარ სახლიდან აქციაზე წამოსასვლელად და ვხედავ ეზოს დახუნძლულს დიდ-პატარით, თინეიჯერებითა და ზრდასრულებად წოდებულებით. "აბირჟავებენ" და განიხილავენ "სამკვდრო-სასიცოცხლო" საკითხებს, აქციაზე წამოსასვლელად როგორ მოიცლიან?! (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ყოველდღიურ აქციებზე ჩემი კორპუსიდან მარტო ჩემი ოჯახი და რაიონიდან კიდევ ერთი ადამიანი დავდივართ!

Bekward შენ ერთგან ახსენე რომ ლევან ბერძენიშვილი შენთვის ნოლია, რადგან ბოკერიას რომელიღაც გადაცემაში, რაღაცა უთხრა. გუბაზმა [სანიკიძემ] "ამ" ხალხს რამდენჯერმე "ნახირი" უწოდა, ესეც გაითვალისწინე!

ვუბრუნდები თემას. კოლონა საკმაოდ გრძელი იყო, მე სადღაც შუაში აღმოვჩნდი. სამმართველოსთან ნაკადმა მოუხვია და ვიწრო გვერდითა ჩასასვლელის გსწვრივ კიდევ უფრო გაიწელა. ოპოზიციის წარმომადგენლებს შენობის შესასვლელთან პატარა სცენა წინასწარ ჰქონდათ ორგანიზებული და მე რომ მივაღწიე გია გაჩეჩილაძეს უკვე წაკითხული ჰქონდადაკავებული გიორგი ონიანის წერილი (ის ფურცელი რომელიც ხელში ეჭირა). როგორც შემდეგ წავიკითხე, წერილში ონიანი ამბობდა, რომ პოლიციელებმა სასტიკად აწამეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. ამის გაგონებამ ხალხში დიდი აღელვება გამოიწვია, ნერვები დაიჭიმა. გიამ მოუწოდა ბიჭები გამოეშვათ, რის შემდეგ გადაწყვიტა გადასულიყო სამმართველოში, თვითონ, ერთპიროვნულად! "ბასრი" ფურცლით (ონიანის წერილით) შეიარაღებული გადავიდა ღობეზე და შენობისკენ გაემართა როცა შემოესია რამდენიმე ასეული სპეცრაზმელი, უსასტიკესად სცემეს და უგონო მდგომარეობაში, კუდუსუნით შეათრიეს შენობაში! სპეცრაზმელები განლაგდნენ საკმაოდ გრძელი ღობის გასწვრივ. იმან რომ ღობის იქით იდგნენ, არ შეუშალათ ხელი ნამდვილი სისხლისღვრა მოეწყოთ. მაშინ როცა მარცხენა მხარეს (სამმართველოს შენობას მოშორებულად) მდგომ სპეცრაზმელთა ჯგუფების მხრიდან თითქმის არანაირ ფიზიკურ აგრესიას არ ყოფილა, მარჯვენა მხარეს (უშუალოდ შენობის წინ, შესასვლელთან) სადაც პოლიციის მაღალჩინოსნების კონცენტრაცია იყო, პირდაპირი სადამსჯელო ოპერაცია მიეწყო.

სპეცრაზმელები რეზინისა და პლასტიკურ ტყვიებს ხალხს მიზანმიმართულად თავის არეში, თვალებში ესროდნენ. განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერებს უმიზნებდნენ. ისროდნენ როგორც ჩვენს პირდაპირ მდგარი ფორმიანები, ასევე უკან შენობის სართულებიდან. გამოყენებული იყო ხელკეტები და მომიტინგეების ხელებიდან გამოგლეჯილი დროშებიც კი! ისროლეს რამდენიმე გაზის შაშხანაც, რომელთა ბოლი საბედნიეროდ ქარმა სხვა მიმართულებით წაიღო. სამმართველოს ეზოში განლაგებული სპეცრაზმელები ქვებსა და აგურის ნამტვრევებსაც გვესროდნენ. ასფალტი მოფენილი იყო ამ ნამტვრევებით. ეს იმის ფონზე რომ გიას მეტი არავინ გადასულა ეზოში!

ქვევით დავდე ვიდეო, რომელშიც ჩანს მოვლენების ზოგადი ქრონოლოგია. ბევრი მომენტი რათქმაუნდა გამორჩა კამერას. მაგალითად: როგორ მოუწოდა გიამ არ გაჰყოლოდნენენ. მიუხედავად ამისა, ვიდეოში ჩანს როგორ ცდილობდა რამდენიმე ადამიანი მასთან ერთად გადასვლას. ეს წმინდა ემოციური გადაწყვეტილება იყო და იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა, რომ არა გარშემო მყოფთა გონიერება, რომლებმაც დროზე გააჩერეს! რაც შეეხება ღობეზე ახტომას, დიახ რამდენიმე (შვიდამდე ადამიანი) ახტა ღობეზე და დაიწყეს მისი დარწევა. ეს გიას გადასვლის პარალელურად მოხდა. აქედან ნაწილი პროვოკატორები იყვნენ, მეორე ნაწილი კი უბრალოდ დინებას გაჰყვა (რაც არ ხსნის მათ პასუხისმგებლობას, რათქმაუნდა!). ეს ყველაფერი ჩემ წინ ხდებოდა და რადგან ვხვდებოდი ზედმეტი სისხვლისღვრის მიზეზი გახდებოდა, მოჭარბებული ადრენალინის მორევში, ერთი ჩემი ხელით ჩამოვგლიჯე. დანარჩენებიც ძალიან მალე, ნებით თუ უნებლიეთ ჩამოცილდნენ მესერს. ჩვენი მხრიდან მეტი ინციდენტი არ ყოფილა! დააკვირდით ვიდეოს, იქ ჩანს ეს მომენტიც. ასევე ჩანს როგორ ჩადგნენ ქალები ცოცხალ კედლად მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის. როგორ გამოვხატავთ ჩვენს მშვდობიანობას აწეული ხელებით და თეთრი ყელსაბმებით. ამის საპასუხოდ როგორ ურტყავნდენ სპეცრაზმელები ხელკეტებსა და გამოგლეჯილ დროშებს აქციის მონაწილეებს. ხალხს ძალით ათრევდნენ სამმართველოს ეზოში, სცემდნენ და უკანა გამოსასვლელიდან აგდებდნენ. იყო მომენტები როცა ჩვენ "საქართველოს" ვსკანდირებდით ყელის ჩახლეჩვამდე, რასაც ისინი გუნდური "მიშა-მიშათი" პასუხობდნენ და ფარებზე უბრაგუნებდნენ. აი ვის ემსახურებიან რეალურად, ვისი ლოიალურები არიან! საკმარისი იყო ლიდერებს ამოეღოთ ხმა, რაიმეს მოწოდების მცდელობა ჰქონოდათ ამ აღელვებული და აფორიაქებული ხალხსთვის, იწყებოდა ფარებზე ბრახუნის ახალი ტალღა, რითაც გამიზნულად ახშობდნენ ლიდერების სიტყვებს! ისინი მოგვიწოდებდნენ მშვიდომისა და სიწყნარისკენ, ესენი კი ცდილობდნენ ხალხში გაურკვევლობა და დეზორგანიზებულობა გამოეწვიათ.

ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. სასტიკად იყვნენ ნაცემი გია და ლევანი. გია მაისაშვილს სამი მეტრიდან ესროლეს პლასტიკური ტყვია, პირდაპირ შუბლში, ოფტიკურ სამიზნიანი თოფიდან. შალვა ოგბაიძეს თავი გაუტყდა. დაშავებულები იყვნენ ზვიად ძიძიგური, დავით გამყრელიძე, ბურჯანაძის დაცვის 6-ივე წევრი, და კიდევ ათეული ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. პირადად არაფერი მომხვედრია, გადავრჩი.

მიტინგის გამართვა კანონით აიკრძალება?

გიორგი გაჩეჩილაძე - 6 მაისის ქრონოლოგია




(IMG:http://img119.imageshack.us/img119/951/50772124.jpg)
-
(IMG:http://img106.imageshack.us/img106/9182/34122075.jpg)
-
(IMG:http://img269.imageshack.us/img269/3979/78473105.jpg)
-
(IMG:http://img102.imageshack.us/img102/6696/50584030.jpg)
-
(IMG:http://img262.imageshack.us/img262/605/99553735.jpg)
-
(IMG:http://img119.imageshack.us/img119/6323/49049400.jpg)
-
(IMG:http://img199.imageshack.us/img199/7409/72461499.jpg)
-
(IMG:http://img188.imageshack.us/img188/2517/72616898.jpg)
-
(IMG:http://img263.imageshack.us/img263/921/82461085.jpg)
-
(IMG:http://img269.imageshack.us/img269/4148/17454886.jpg)
-
(IMG:http://img106.imageshack.us/img106/6757/14984768.jpg)
-
(IMG:http://img102.imageshack.us/img102/2658/85529430.jpg)
-
(IMG:http://img188.imageshack.us/img188/2079/14004961.jpg)
-
(IMG:http://img119.imageshack.us/img119/9244/48944399.jpg)

წყარო: ალბომი "9 აპრილი 2009 და შემდგომ" (myspace.com photos)


ხვალამდე!


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- gearge   დღევანდელი პოლიტიკა   Jul 11 2009, 02:16 PM
- - Bekward   მე მხოლოდ ერთს რამ...   Jul 11 2009, 03:48 PM
- - Giena   Bekward თუ მოხდა "სასწ...   Jul 11 2009, 04:10 PM
- - otosaxel   Giena არ გეწყონოს და პ...   Jul 11 2009, 04:36 PM
- - Giena   otosaxel მაგაში გეთანხმ...   Jul 11 2009, 04:41 PM
- - otosaxel   Giena ციტატა(Giena @ 11th July 2...   Jul 11 2009, 04:50 PM
- - domen   plastic ვაღიარებ, დამეზ...   Jul 11 2009, 04:58 PM
- - otosaxel   domen ციტატა(domen @ 11th July 2...   Jul 11 2009, 05:04 PM
- - Giena   plastic მოდი ერთ რამეზე...   Jul 11 2009, 05:07 PM
- - otosaxel   Giena ციტატა(Giena @ 11th July 2...   Jul 11 2009, 05:08 PM
- - Giena   otosaxel ციტატა(otosaxel @ 11th ...   Jul 11 2009, 05:10 PM
- - otosaxel   Giena ციტატა(Giena @ 11th July 2...   Jul 11 2009, 05:13 PM
- - Giena   otosaxel მე იდეალურ სახ...   Jul 11 2009, 05:20 PM
- - domen   Giena ისე, საინტერესო...   Jul 11 2009, 05:24 PM
- - otosaxel   domen ციტატა(domen @ 11th July 2...   Jul 11 2009, 05:28 PM
- - Giena   domen ყოველშემთხვევა...   Jul 11 2009, 05:29 PM
- - otosaxel   Giena ციტატა(Giena @ 11th July 2...   Jul 11 2009, 05:32 PM
- - Giena   otosaxel ციტატა(otosaxel @ 11th ...   Jul 11 2009, 05:35 PM
- - otosaxel   Giena ციტატა(Giena @ 11th July 2...   Jul 11 2009, 05:42 PM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 11th July 2...   Jul 11 2009, 05:58 PM
- - Giena   plastic ციტატა(plastic @ 11th Ju...   Jul 11 2009, 06:02 PM
- - gearge   Bekward სხვათაშორის შე...   Jul 11 2009, 06:13 PM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 11th Ju...   Jul 11 2009, 06:30 PM
- - otosaxel   Giena ციტატა(Giena @ 11th July 2...   Jul 11 2009, 06:34 PM
- - Bekward   gearge ციტატა(gearge @ 11th July...   Jul 11 2009, 06:36 PM
- - Giena   otosaxel ციტატა(otosaxel @ 11th ...   Jul 11 2009, 06:40 PM
- - otosaxel   Bekward ციტატა(beka_sh @ 11th Ju...   Jul 11 2009, 06:43 PM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 11th July 2...   Jul 11 2009, 06:44 PM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 11th Ju...   Jul 11 2009, 06:47 PM
- - otosaxel   Giena ციტატა(Giena @ 11th July 2...   Jul 11 2009, 06:49 PM
- - Giena   ციტატა(beka_sh @ 11th July 2009 ...   Jul 11 2009, 06:50 PM
- - domen   gearge ციტატა(gearge @ 11th July...   Jul 11 2009, 06:50 PM
- - Giena   otosaxel ციტატა(otosaxel @ 11th ...   Jul 11 2009, 06:51 PM
- - Power_VANO   ციტატაამ თემას კით...   Jul 11 2009, 06:53 PM
- - Bekward   რო დაასახელებს გვი...   Jul 11 2009, 06:55 PM
- - gearge   თემის დახურვასთან ...   Jul 11 2009, 06:55 PM
- - otosaxel   კაროჩე მოკლედ: არა...   Jul 11 2009, 06:56 PM
- - Giena   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   Jul 11 2009, 06:57 PM
- - Bekward   ხალხო ფორუმს მიხედ...   Jul 11 2009, 06:58 PM
- - otosaxel   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   Jul 11 2009, 06:59 PM
- - gearge   მამამ დავპოსტავ კი...   Jul 11 2009, 07:02 PM
- - domen   gearge ციტატა9.მეცნიერ...   Jul 11 2009, 07:05 PM
- - gearge   domen სხვა საკითხებზე...   Jul 11 2009, 07:07 PM
- - otosaxel   gearge ციტატა(gearge @ 11th July...   Jul 11 2009, 07:09 PM
- - domen   gearge არასწორად გესმ...   Jul 11 2009, 07:13 PM
- - Giena   plastic და შენ შეგიძლია...   Jul 12 2009, 05:29 AM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 12th July 2...   Jul 12 2009, 08:23 AM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 12th Ju...   Jul 12 2009, 12:20 PM
- - gearge   otosaxel ციტატა(otosaxel @ 11th ...   Jul 12 2009, 07:31 PM
- - Remage   gearge ყოველთვის საინ...   Jul 12 2009, 07:37 PM
|- - gearge   Remage მადლობა, გავითვ...   Jul 12 2009, 08:07 PM
- - Bekward   gearge ციტატა(gearge @ 12th July...   Jul 12 2009, 08:08 PM
- - Chacha   gearge მართლა საინტერ...   Jul 12 2009, 08:10 PM
- - Power_VANO   აგერ ზემოთ დაწერა ...   Jul 12 2009, 08:22 PM
- - Chacha   კიდევ ერთი თუ მართ...   Jul 12 2009, 08:26 PM
- - Giena   Chacha ციტატა(Chacha @ 12th July...   Jul 12 2009, 08:41 PM
- - domen   gearge ბოდიშს გიხდი, ახ...   Jul 12 2009, 08:45 PM
- - Bekward   Chacha ციტატა(Chacha @ 13th July...   Jul 12 2009, 08:45 PM
- - Giena   ციტატა(Chacha @ 12th July 2009 ...   Jul 12 2009, 08:50 PM
- - Power_VANO   Bekward ციტატა(beka_sh @ 12th Ju...   Jul 12 2009, 08:50 PM
- - Bekward   ციტატაძალიან მაინ...   Jul 12 2009, 09:01 PM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 12th Ju...   Jul 12 2009, 09:10 PM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 13th July 2...   Jul 12 2009, 09:12 PM
- - gearge   Bekward Chacha მაპატიეთ მა...   Jul 12 2009, 09:14 PM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 13th July 2...   Jul 12 2009, 09:19 PM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 13th Ju...   Jul 12 2009, 09:30 PM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 13th July 2...   Jul 12 2009, 09:48 PM
- - CHABA   რაღაც მაგრა არ მომ...   Jul 12 2009, 09:55 PM
- - Power_VANO   ციტატამე რასაც ვუყ...   Jul 13 2009, 05:02 AM
- - Bekward   CHABA ციტატა(CHABA @ 13th July 2...   Jul 13 2009, 06:07 AM
- - gearge   CHABA ჰმმ ... დიდ ნაწილშ...   Jul 13 2009, 08:19 AM
- - Chacha   Giena ციტატა(Giena @ 12th July 2...   Jul 13 2009, 08:22 AM
- - Sh@ko   აქ ვიყავი, ვცდილობ...   Jul 13 2009, 08:38 AM
- - Bekward   Sh@ko ციტატა(Sh@ko @ 13th July 2...   Jul 13 2009, 08:52 AM
- - Chacha   ციტატა(Sh@ko @ 13th July 2009 ...   Jul 13 2009, 09:32 AM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 13th Ju...   Jul 13 2009, 09:33 AM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 13th July 2...   Jul 13 2009, 09:50 AM
- - Chacha   ციტატა(Giena @ 13th July 2009 ...   Jul 13 2009, 09:58 AM
- - gearge   domen ციტატა(domen @ 13th July 20...   Jul 13 2009, 10:25 AM
- - Power_VANO   Chacha ციტატა(Chacha @ 13th July...   Jul 13 2009, 10:36 AM
- - Giena   ციტატა(beka_sh @ 13th July 2009 ...   Jul 13 2009, 10:39 AM
- - Sh@ko   gearge, შენც სწორი ხარ, ...   Jul 13 2009, 10:46 AM
- - Giena   Chacha ციტატა(Chacha @ 13th July...   Jul 13 2009, 11:53 AM
- - Chacha   Giena ეხლა მეჩქარება ...   Jul 13 2009, 12:20 PM
- - CHABA   მე Chacha არ ვარ gearge გი...   Jul 13 2009, 02:39 PM
- - Giena   Chacha განათლების რეფ...   Jul 13 2009, 03:47 PM
- - Bekward   gearge ციტატა(gearge @ 13th July...   Jul 13 2009, 08:28 PM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 13th Ju...   Jul 13 2009, 08:37 PM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 14th July 2...   Jul 14 2009, 06:36 AM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 14th Ju...   Jul 14 2009, 08:16 AM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 14th July 2...   Jul 14 2009, 08:47 AM
- - Sh@ko   ციტატაღობეს ანგრე...   Jul 14 2009, 09:06 AM
- - Bekward   Sh@ko ციტატა(Sh@ko @ 14th July 2...   Jul 14 2009, 09:08 AM
- - Sh@ko   გავმხიარულდეთ! ვ...   Jul 14 2009, 09:19 AM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 14th Ju...   Jul 14 2009, 02:53 PM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 14th July 2...   Jul 14 2009, 03:05 PM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 14th Ju...   Jul 14 2009, 03:15 PM
- - gearge   Bekward ციტატა(beka_sh @ 14th Ju...   Jul 14 2009, 10:43 PM
- - gearge   Bekward ციტატა(beka_sh @ 14th Ju...   Jul 14 2009, 11:23 PM
- - Bekward   gearge ციტატა(gearge @ 15th July...   Jul 15 2009, 09:29 AM
4 გვერდი V   1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2024 - 03:23 PM