![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() Computer Addict ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 771 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 5.653 ![]() |
ყველაზე შესაფერის განყოფილებად ეს მივიჩნიე და თუ არასწორი ვარ ნუ დამსჯით (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif)
ხოდა ისა რაქვია რა განსხვავებაა ამ მონიტორი კაბელებს შორის ? რითი ჯობია თეთრი ლუჯს ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 181 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: რუსთავი წევრი №: 8.503 ![]() |
(IMG:style_emoticons/default/smile.gif)
რაის "წითელი და შავი" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ოკ ჩემგან თქვენ ნაგლეჯი სტატიიდან (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ლურჯი - პირველყოფილი ანალოგური D-Sub ინტერფეისი ასევე ცნობილია როგორც VGA ან DB-15F (IMG:http://www.ixbt.com/video3/images/guide/dsub2.jpg) 15 კონტაქტიანი შესაერთებელი (და კაბელიც შესაბამისად) განკუთვნილია ანალოგური სიგნალის გადასაცემად და სურათის გადაცემის ხარისხზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები როგორიც არის RAMDAC-ის (Random Access Memory Digital-to-Analog Converter) და ანალოგური ჯაჭვების ხარისხი. ამიტომ სხვადასხვა ვიდეო კარტების ჩვენება განსხვადებოდა ხარისხით. თანამედროვე ვიდეოებზე ნებისმიერ გარჩევადობაზე მკვეთრი გამოსახულება მიიღება მაშინ როცა ძველ ვიდეოებზე გაზრდილ გარჩევადობაზე ხარისხი მნიშვნელოვნად კლებულობდა. LCD მონიტორების გამოსვლამდე მონიტორის კაბელის ერთადერთი სტანდარტი იყო. CRT მონიტორებზე (კუზიანი მონიტორები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) მაიკროსფოტის სათამაშო კონსოლებზე ტელევიზორებშიც აქტიურად გამოიყენება ეს შეერთება მარა LCD მონიტორებზე რეკომენდებულია ციფრული (და არა ანალოგური) კაბელის გამოყენება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსია ციფრული კავშირისა არის DVI (ორი ვარიანტი არსებობს DVI-I და DVI-D) (IMG:http://www.ixbt.com/video3/images/guide/dvi1.jpg) ვიდეო კარტა სამი გამოსავალით (მარცხნივ D-Sub , შუაში S-Video და მარჯვნივ DVI) S-Video - ანალოგური ინტერფეისი ვიდეო გამოსახულების გადაცემა ხდება ორი ნაკადით ლუმინესცენტრულით (ნათება) და ფერით (IMG:http://www.ixbt.com/video3/images/guide/dvi2.jpg) DVI სამი ტიპის არსებობს DVI-D - ციფრული გამოსახულების კარგი ხარისხით გამოიყენება თანამედროვე LCD მონიტორებში, DVI-A - ანალოგური, გამოიყენება ძველ LCD მონიტორებში და CRT მონიტორებში, შედარებით ბანძი ხარისხით (ხარიხით გავს D-Sub-ს) და DVI-I - წინა ორის კომბინაცია გადამყვანია ფაქტიურად და ასე გამოიყურება (IMG:http://www.ixbt.com/video3/images/guide/dvi2dsub.jpg) ციფრული ინფორმაციის გადასაცემად გამოიყენება ერთ კანალიანი DVI Single-Link ან ორ კანალიანი Dual-Link - რომლის გამტარობაც ორჯერ მეტია. HDMI - ბოლო დროს გავრცელებული High Definition Multimedia Interface საკმაოდ მაღალი ხარისხის ინტერფეისი. ამ ინტერფეისით ერთდროულად გადაიცემა ვიდეოც და ხმაც (აქამდ ხმა არ იყო). გამოიყენება ტელევიზიასა და კინოში და ასევე ამ ბოლო დროს კომპიუტერებშიც. (IMG:http://www.ixbt.com/video3/images/guide/hdmi1.jpg) (IMG:http://www.ixbt.com/video3/images/guide/hdmi2.jpg) ვიდეო კარტა ორი გამოსავალით მარცხნივ HDMI მარჯვნივ DVI-I. ეს ინტერფეისი ყველა ვიდეო კარტაზე არ არის და თუ კაბელი გვაქვს HDMI არსებობს გადამყვანი (IMG:http://www.ixbt.com/video3/images/guide/dvi2hdmi.jpg) Single-Link DVI შეუძლია ინფორმაციის გადაცემა 1920 х 1080 პიქსელი გარჩევადობით, 60 GHz სიხშირით და 8 ბიტი ფერის კომპონენტზე. Dual-Link DVI - 2560 х 1600 პიქსელი გარჩევადობით, 60 GHz სიხშირეზე HDMI - თითქმის იგივე შეზღუდვები აქვს 1.3 ვერსია გარჩევადობა 2560 х 1600 პიქსელი, 8 ბიტიანი ფერით, 60 GHz სიხშირეზე (პლუს ხმა) უფრო დაბალ გარჩევადობაზე შეუძლია ფერების 16 ბიტიან რეჟიმში გადაცემა. კიდევ უფრო ახალი ინტერფეისია DisplayPort (IMG:http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/94/DisplayPort-rid.jpg/250px-DisplayPort-rid.jpg) რომლის გარჩევადობა სულ მცირედით ჯობია HDMI-ს (ძალიან გავს HDMI-საც და USB-საც მარა არ აგერიოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) მაქსიმალური გარჩევადობა 2560 х 2048 პიქსელი 60 GHz სიხშირეზე 8 ბიტიანი ფერი 2560 х 1600 პიქსელზე 10 ბიტიანი ფერი და 1080p-ზე (HD TV სტანდარტია - 1920x1080 პიქსელები) 12-ბიტიანი ფერი -------------------- |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 01:24 PM |