მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> 2012, 21 დეკემბერი
gi0_kiborg
პოსტი Aug 6 2009, 06:12 PM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



გსმენიათ ეს თარიღი?
ასტრონომიულად (თუ ფილმებში სწორ ინფორმაციას გადმოცემენ) ადღეს (ზამთრის ბუნიობა) მზე "დაეფარება" ჩვენი გალაქტიკის ცენტრს, რომელიც სავარაუდოდ "შავ ხვრელს" წარმოადგენს, ასევე მოსალოდნელია მზის ატივობის მკვეთრი მატება
ასტროლოგიურად, რომლის მართალი გითხრათ არ მჯერავს, ყველაფერი ეს გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს დედამიწაზე, ასევე ამ დღეს ხდება ახალ ასტროლოგიურ ერაში: მერწყულის ერაში გადასვლა, ეს თარიღი მაიას ტომის ხალხს და ძველ ეგვიპტელებს მიაჩნდათ ქვეყნიერების დასასრულად,
ქრისტიანულ რელიგიაში სავარაუდოდ ასოცირდება "მეორედ მოსვლასთან"
ამ ყველაფრის წინაპირობას ხედავენ ხალხი, ვისაც ჯერა ამ თარიღის საბედისწერო მნიშვნელობის, მათი აზრით "აპოკალიპსის მხედრები" უკვე დედამიწაზე არიან:
განუკურნებელი დაავადებები, ბუნებრივი კატაკლიზმები, გარემოს და სასმელი წყლის დაბინძურება, ომი, შიმშილი....
თუმცა ჩემი აზრით განსაკუთრებული არაფერი ხდება, ომის, შიმშილის, გარემოს დაბინძურების მატება პირდაპირპროპორციულია ჰომო საპიენსის პოპულაციის რიცხვის,
"გლობალური დათბობა" და მისგან გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმები, თუნდაც გარემოს დაბინძურება ჩემი სუბიექტური აზრით სამეცნიერო სპეკულაციაა ზირითადად (რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ცუდია, მაგრამ ამ ყველაფერში დამნაშავე მარტო ადამიანი არაა)
რეალურად, დედამიწის ელიფსური ორბიტა, დროთა განმავლობაში პრეცესირებს და უახლოვდება, ან შორდება მზეს, ახლა "მიახლოების" პიკზე ვართ, რითაც გამოწვეულია "გლობალური დათბობა"

თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით როგორია??
რა ინფორმაცია გაქვთ (სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, ასტროლოგიური და ა.შ?)
P.S: თუ იქნებ ღირს ავიტანოთ მიშა????


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
gearge
პოსტი Aug 8 2009, 10:36 AM
პოსტი #2


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(gi0_kiborg @ 8th August 2009 - 10:46 AM) *
gearge
პოლიტიკაზე აქ არა...

ციტატა
იმისთვის რომ გლობალური მასშტაბს მოვლენებში მივიღოთ მონაწილეობა, ელემენტარულად პატივს უნდა გვცემდნენ, როგორც ერს! დღევანდელ სამყაროში, განსაკუთრებით ომის შემდეგ, ქართველები ცნობილი ვართ როგორც მხდალი ხალხი, ჰალსტუხის მჭამელი, მშიშარა პრეზიდენტით!

იპოვეთ ამ ციტატაში ერთი პოლიტიკური განცხადება ან სიტყვა მაინც და დაგეთანხმებით!

მეტიც, კარგად ჯდება გამოთქმული აზრების თანმიმდევრობაში (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

და თუ განათლების მდგომარეობაც პოლიტიკაა ... გაიხსენეთ შარშანდელი დისკუსიები კომპინფოზე!

Bekward
ეფემერული მისწრაფბები, იდეალები ... ქართული ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის კლასიკა ”ნატვრის ხე”.

ასევე არ იქნება უადგილო ცნობილი იგავარაკი შეგახსენოთ ყველას, წყალში გადავარდნილი ადამიანის შესახებ. ყველა ერს აქვს მსგავსი, მათ შორის ჩვენც სულხან-საბას გადმოცემული, მაგრამ კრილოვის ვერსია უფრო შესაფერისი იქნებოდა.

რაც შეეხება დედამიწის აღსასრულს, ეს პროცესი გადაუვალია და რამდენიმე ათეულ წელიწადში უკვე პირველ, აშკარა შედეგებს ვიხილავთ. ან მეტი რის ნახვა გვჭირდება, ჩრდილოეთ პოლუსზე ყინული თითქმის აღარ არის და გრინლანდიის მუდამ თეთრ მიდამოებზე ბიბინა ბალახი გამოჩნდა. მაშინ როცა ევროპის ერთი ნაწილი უნახავ სიცხეში იხრუკება, მეორე კი წყალდიდობებს მიაქვს. ადამიანის მიერ ბუნების მიმართ ინდუსტრიული და ტექნოლოგიური რევოლუციებით მიყენებული ზიანი, უკვე არაშექცევადია! "შევბოლეთ ჩვენი ატმოსფერო", როგორც ერთ კარგ ფილმში იყო ნათქვამი. და ეს ყველაფერი ერთი, მე-20 საუკუნის განმავლობაში მოვახერხეთ. ადამიანებს "კომფორტული" ცხოვრებისთვის დედამიწაზე არა უმეტეს 30 წელი დარჩათ, ქართველებს კიდევ ნალები, კავკასიის რეგიონის ნიშან-თვისებების გათვალისწინებით. ამის შემდეგ ნელ-ნელა გახურდება ბრძოლა ბუნებრივი რესურსებისთვის (წყლისთვის, ნოყიერი მიწისთვის ..) ...

ციტატა "პოლიტიკური" თემის ერთერთი ჩემი პოსტიდან (რომელიც ტრადიციულად "დაიკიდეთ"):
ციტატა(gearge @ 28th July 2009 - 09:40 PM) *
მსოფლიო მტკნარი წყლის დეფიციტს განიცდის. კოფი ანანის განცხადებით, წყალი [სასმელი] სულ მალე ნავთობს ჩაანაცვლებს და პოლიტიკის განმსაზღვრელი და ომების მიზეზიც შეიძლება გახდეს. რაჭა, უნიკალური მინერალური და ზოგადად მტკნარი წყლებით უმდიდრესი მხარეა. მისი ბუნებრივი რესურსების გაუაზრებელი ხელყოფა პერსპექტივაში, ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფაა!


ამიტომ გვჭირდება გონიერი ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ძვირფას რესურსებს როგორც კოზირებს გამოიყენებს ჩვენს (როგორც ერის) გადასარჩენად. წინააღმდეგ შემთხვევაში დაღუპულები ვართ! რაც მოგვცა ღმერთმა, ეს არის პირველ რიგში დალოცვილი წყლისა და ნოყიერი მიწის რესურსი. წყლი, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ დასატბორად და მიწა, რომელიც არ უნდა ვაქციოთ ტალახად, გენოციდული პროექტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ფაშისტური მმართველი ბანდის ინტერესებს ემსახურება და მათივე სიტყვებით, ქვეყანას მოგებას მხოლოდ 11 წელიწადში მოუტანს! ეს მატყარა ხელისუფლების აბსტრაქტული ციფრი, 11 წელი, რომელიც შესაძლოა არც კი გვქონდეს!

ფრჩხილისოდენა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება ვერ მოგიცილებიათ და გლობალური მასშტაბის "პროექტ ვენერაზე" ფიქრობთ?! მხოლოდ თავს ატყუებთ! თანასწორუფლებიანობას ამოფარებულმა კომუნიზმის 75-მა სისხლიანმა წელმა მაინც ვერ გვასწავლა რომ ეს შეუძლებელია, ფარსია? რომ ადამიანები ვერცერთ წყობაში ვერ იქნებიან თანაბრები, უარყოფითი თვისებებისგან თავისუფლები? ვერ ხედავთ რომ ჰოლივუდის ფილმებიდან აღებული, ეფიმერული "პროექტი ვენერა", მარქს-ენგელსის შიზოფრენიული იდეოლოგიის ლოგიკური გაგრძელებაა? სიზმარი, მხოლოდ სიზმარი ... კიდევ ერთხელ, "ნატვრის ხე"! ჯერ საკუთარ ქვეყანას მოუარეთ, დაახრჩო ნაცებმა . მხოლოდ შემდეგ გექნებათ უფლება მსოფლიო "თანამეგობრობის" დონის საკითხებში ჩაერიოთ!
ციტატა
მ.მ. ბოდიში და სულ ერთ ადგილზე მკიდია მსოფლიოს მხდალი ვგონივართ თუ მამაცები

ეს უბრალოდ ტრაგიკულია!


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- gi0_kiborg   2012   Aug 6 2009, 06:12 PM
- - Classical   ციტატაგსმენიათ ეს ...   Aug 6 2009, 06:41 PM
- - gearge   დოკ. ფილმი-გამოკვლ...   Aug 6 2009, 07:01 PM
- - NetDevil   მაიას ტომებმა და ძ...   Aug 6 2009, 07:25 PM
- - gi0_kiborg   მაგ ფილმს ვუყურე დ...   Aug 6 2009, 07:41 PM
- - Bekward   ოდესღაც მოვკვდები...   Aug 6 2009, 09:43 PM
- - Chacha   gi0_kiborg მე მაინდამაინ...   Aug 7 2009, 08:25 AM
- - gearge   ვხედავ, 2012 წლის ფანტ...   Aug 7 2009, 11:04 AM
- - gi0_kiborg   gearge გლობალურად ვაზ...   Aug 7 2009, 12:45 PM
- - gearge   gi0_kiborg ციტატაგლობალუ...   Aug 7 2009, 02:10 PM
- - Bekward   gearge ერთი თხოვნა მექ...   Aug 7 2009, 08:08 PM
|- - gi0_kiborg   ციტატა(Bekward @ Aug 7 2009, 11...   Aug 8 2009, 06:46 AM
- - gearge   ციტატა(gi0_kiborg @ 8th August 20...   Aug 8 2009, 10:36 AM
- - Bekward   gearge ციტატა(gearge @ 8th Augus...   Aug 9 2009, 07:06 AM
- - Classical   ცაში დაფრინავთ სუყ...   Aug 9 2009, 08:18 AM
- - Giena   Classical ციტატა(classical @ 9th...   Aug 9 2009, 10:50 AM
- - gearge   Bekward ციტატაციტატაჰა...   Aug 9 2009, 01:54 PM
- - Classical   ციტატა"ფრჩხილის...   Aug 9 2009, 02:25 PM
- - gearge   Classical ციტატათქვენ ა...   Aug 9 2009, 02:54 PM
- - Bekward   gearge უბრალოდ თემის ს...   Aug 9 2009, 03:17 PM
- - gearge   Bekward ციტატამეორე არ...   Aug 9 2009, 06:16 PM
- - gearge   კიდევ ერთი ფილმი 2012 ...   Aug 11 2009, 09:34 AM
- - Chacha   gearge შენ გამიბრაზდე...   Aug 11 2009, 02:41 PM
- - gearge   Chacha არ ვიცი, არ მიყუ...   Aug 11 2009, 05:39 PM
- - Chacha   gearge შენ გჯერა? მე პი...   Aug 11 2009, 06:09 PM
- - NetDevil   მე უყურე ნაწილს და ...   Aug 11 2009, 06:38 PM
- - Chacha   ეხლა ვუყურე პირველ...   Aug 11 2009, 07:22 PM
- - gearge   გუშინ ვუყურე ფილმი...   Aug 12 2009, 11:03 AM
- - Chacha   gearge ეხლა ვკითხულობ ...   Aug 15 2009, 07:37 PM
- - gearge   "ახალი აღთქმის" ...   Aug 15 2009, 10:28 PM
- - gi0_kiborg   gearge Knowing ძალიან ფანტა...   Aug 19 2009, 03:36 PM
- - Giena   რა დახოცეთ ერთმანე...   Aug 19 2009, 05:22 PM
- - Chacha   Giena ციტატა(Giena @ 19th August...   Aug 22 2009, 08:26 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th August 2025 - 06:33 AM