![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
მოკლედ, Spotify ვებ-სერვისია თავისი დესკტოპ კლიენტით, იძლევა საშუალებას, ნებისმიერ დროს მოუსმინო ნებისმიერი მომღერალის ნებისმიერ ალბომს ან სიმღერას ძალიან კარგი ხარისხით, თითქმის დაყოვნების გარეშე! ჩემი ინტერნეტის პირობებშიც თითქმის არ შეიმჩნევა ხარვეზები, როცა Last.FM იგივე პირობებში 3-4-ჯერ მაინც წყვეტს დაკვრას საშუალოდ 3-5 წამიანი შუალედებით.
მოკლედ სერვისის შესახებ: დაარსდა შვედეთში 2006 წელს, ჰყავს მილიონზე მეტი მომხმარებელი, თავს ირჩენს ფასიანი გამოწერებით (9.99€ თვეში) და ხმოვანი რეკლამებით (უფასო ვარიანტისთვის). უფასოდ ვრცელდება მხოლოდ დიდ ბრიტანეთში და მისაწვდომია მთელ მსოფლიოში, როგორც ფასიანი სერვისი. თუ Last.FM-ს შევადარებთ, Spotify ჩამორჩება ყველანაირად - სადღაც 25-ჯერ ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, მუსიკის რეკომენდაციის ბევრად ნაკლები შესაძლებლობა აქვს, არანაირი სოციალური ფუნქციები არ გააჩნია და ალბათ (ეს ვერ დავაზუსტე, ინფორმაცია არაა) ნაკლები კონტენტიც აქვს (თუმცა მე ჯერ არაფერი მომისაკლისებია). ერთადერთი პლიუსი, რაც ჩემთვის პირადად გადამწყვეტია, ისაა, რომ Spotify შეიძლება მოიხმაროთ აბსოლუტურად უფასოდ, ოღონდ "რამდენიმე" სიმღერის მოსმენის შემდეგ ხმოვანი რეკლამის მოსმენა მოგიწევთ (ეს რამდენიმე სიმღერა რამდენია, ვერ დავადგინე, აგერ მე-7 სიმღერას ვუსმენ გადაბმულად და ჯერ არაფერია). ერთ თავსატეხი ისაა, რომ საქართველოდან უფასო რეგისტრაციას არ მიიღებს, მაგრამ აქვს ძალიან სასიამოვნო "უყურადღებობა": მთავარია, რეგისტრაცია განხორციელდეს ბრიტანული IP-თი, ამ ანგარიშს შემდეგ უპრობლემოდ გამოიყენებთ ნებისმიერი ადგილიდან. ასე რომ, უნდა დარეგისტრირდეთ ბრიტანული პროქსით (გაითვალისწინეთ, პაროლი და სხვა ინფორმაციაც პროქსის გავლით გადის, ამიტომ ნუ დაადებთ პაროლს, რომელიც სხვაგანაც გაქვთ და სასურველია, არ ჩაწეროთ ნამდვილი მონაცემები). მოკლედ, ვრეგისტრირდებით შემდეგნაირად: 1. შევდივართ ამ პროქსიზე, ჩამოვდივართ გვერდის ბოლოში, ტექსტურ ველში ვწერთ "www.spotify.com" და ვაჭერთ ღილაკს Go. 2. გამოსულ გვერდზე ვაჭერთ Free-ს, ვეთანხმებით პროქსის შეტყობინებას (თუ გამოვიდა) და ვავსებთ რეგისტრაციას. ერთი საყურადღებო მომენტი: Postal Code-ში ვწერთ "EC4A1AA" (ლონდონის ერთ-ერთი უბნის საფოსტო კოდია). ბოლოს ჩამოწერილი ჩეკბოქსებიდან მხოლოდ პირველზე დათანხმებაა აუცილებელი. 3. როცა რეგისტრაცია დამთავრდება, პროქსის გარეშე შედით ამ მისამართზე და დაქაჩეთ დესკტოპ კლიენტი, ჩაწერეთ თქვენი მონაცემები და მზად ხართ დასაწყებად. ინტერფეისი ძალიან მარტივია, მგონი დამატებითი ახსნა-განმარტება საჭირო არ უნდა იყოს. ინსტრუქციები ამოვიწერე იუტუბის ამ ვიდეოდან, უბრალოდ აქ გაწელილად და ძალიან არასასიამოვნო ხმითაა ჩაწერილი: დაწვრილებით და გადაღეჭილად პლეერის მოხმარების ინსტრუქციები შეგიძლიათ ნახოთ აქ: P.S. როგორც იქნა, "შინი" ვიპოვე, სრულად. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() კიბერ ბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 471 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 32 ![]() |
3 აგვისტოს დავარეგისტრირე ჩემი ექაუნთი და დღეს დამიწერა 14 დღე გავიდაო (IMG:style_emoticons/default/mad.gif)
ivacy-ით კიდე ვერ უკავშირდები სერვერს, ცადეთ ვინმემ? -------------------- I was born intelligent but education ruined me
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 07:00 PM |