ჰოსტინგ პროვაიდერები/Hosting Providers, ქართული & უცხოური |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
ჰოსტინგ პროვაიდერები/Hosting Providers, ქართული & უცხოური |
Apr 6 2007, 09:43 AM
პოსტი
#1
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
აქ ჩამოვწეროთ ჰოსტინგ პროვაიდერების მისამართები, მონაცემები და ა.შ. ოღონდ დავწეროთ ისეთები, რომლებიც რეალურად კარგ მომსახურებას გვთავაზობენ. თქვენც ჩამოწერეთ და მივამატებ სიას.
ქართული: 1) Serv.ge - Servers for you სერვერი: საქართველოში. ფასები 7 ლარიდან. ტრეფიკი, ბაზები და ა.შ. - ყველაფერი ულიმიტო. ანგარიშსწორების რამდენიმე გზა (ავტომატური გადახდები). უახლესი ტექნოლოგიები და პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე - საერთო ჯამში ეს ყველაფერი იძლევა სტაბილურობის, გამართულად მუშაობის და მდგრადობის გარანტიას. გადახდებისა (TBCPAY, OSMP, eMoney-ის მხარდაჭერა) და მომსახურებების გააქტიურების ავტომატიზირებული სისტემა - დეტალები. დღესდღეობით კომპინფოს ჰოსტინგით სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს. 2) ProService სერვერი: საქართველოში. ProService-ს მომსახურებიდან აღსანიშნავია, რომ იგი გვთავაზობს როგორ Unix, ასევე Windows ჰოსტინგს შეუზღუდავი ტრაფიკით. მინუსებიდან აღსანიშნავია მწირი შესაძლებლობები მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებით. A და B პაკეტებში 1 ბაზის შექმნის უფლება გვაქვს, C-ში 3-ის. 3) Host.ge სერვერი: საქართველოში. აქვს 4 პაკეტი, 4-ვე შეზღუდული რაოდეობის ტრაფიკით (სამწუხაროდ). 4) Hosting.ge სერვერი: საქართველოში & ამერიკაში. Hosting.ge-ს აქვს 2 სერვერი: ერთი საქარველოში, მეორე ამერიკაში. ტრაფიკი ცოტაა ქართულ სერვერზე. 5 და 20 GB გეგმების მიხედვით. მონაცემთა ბაზები 1-ლ პაკეტში 1 ცალია, მეორეში 5. რაც შეეხება ამერიკაში მდგომ სერვერს, ჩემი აზრით, მასზე არსებულ ჰოსტინგ გეგმებს გაუმართლებლად მაღალი ფასი აქვთ. 5) გნოლები სერვერი: უცხოეთში. აქვს საკმაოდ იაფი ჰოსტინგ გეგმები, გადახდა საქართველოს ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან. მინუსებში ითვლება ტრაფიკ გეგმები ანუ ყველა ჰოსტინგ გეგმას აქვს საკმაოდ მწირე ტრაფიკი. უცხოური: 1) Servage.net ფასი: 6.45$/თვეში სერვეიჯი გვთავაზობს 310 GB ვებ სივრცეს 3000 GB ტრაფიკით. + 1 დომენი საჩუქრად მთელი ცხოვრების განმავლობაში, N რაოდენობით E-Mail ექაუნთები, 1000 MySQL ბაზა და კიდევ უამრავი ფუქცია. დეტალებისთვის იხილეთ საიტი. P.S. ლინკში ჩაყოლებული მაქვს რეფერალური კუპონი. რეგისტრაციისას რეფერალურ ველში ეწერება free25gbs. თუ არ წერია, ჩაწერეთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ამით თქვენ მიიღებთ საჩუქრად დამატებით 25 GB-ს, ისევე როგორც მე. 2) Yahoo! Hosting Yahoo გვთავაზობს 3 ჰოსტინგ გეგმას, შესაბამისად ფასებიც განსხვავებულია. 1 დომენს Yahoo-ც გვჩუქნის + აქვს N რაოდენობის MySQL ბაზების მხარდაჭერა. თუმცა Yahoo არც იმდენ სივრცესა და ტრაფიკს გვაძლევს, რამდენსაც სერვეიჯი. დეტალები იხილეთ აქ: http://smallbusiness.yahoo.com/webhosting/compare.php 3) A2 Hosting ფასები 2.97$-დან. აბოსლუტურად ულიმიტო გეგმა სულ რაღაც 7.5$-ად შეგიძლიათ შეიძინოთ თვეში. გარდა ამისა, A2 Hosting-ი გვთავაზობს VPS ჰოსტინგს, რესელერ გეგმებსა და გამოყოფილ სერვერებსაც კი. /recommended უფასო: 1) ByetHost ერთ-ერთი საკმაოდ კარგი უფასო ჰოსტინგი. უფასო ჰოსტინგი საკმაოდ მიმზიდველი აქვს. + უფასოდ გაძლევთ დომენურ სახელებსაც (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ასევე აქვს ფასიანი მომსახურებაც. -------------------- I do it from behind...
|
|
|
Aug 20 2009, 04:02 PM
პოსტი
#2
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 60 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Tbilisi, GE წევრი №: 8.952 |
http://serv.ge
HP და IBM_ის სერვერები, დაკლასტერებული. მარტივი ენით რომ ავხსნათ, მუშაობენ პარალელურად და ერთერთის გამორთვის შემთხვევაშიც კი კლიენტების საიტებს პრობლემა არ ექმნება - დანარჩენი სერვერები იღებენ თავიანთ თავზე დატვირთვას. თითოეული სერვერი აღჭურვილია 2 ქსელის კარტით და ორი კვების ბლოკით. ამ ეტაპზე სერვ.ჯი ანხორციელებს ჰოსტინგს მხოლოდ Linux ოპერაციულ სისტემაზე , თუმცა დაგეგმილია უახლოეს მომავალში მომხმარებლებისათვის Windows ჰოსტინგის სერვისის მიწოდება. წვდომა სერვერებიდან უცხოურ რესურსებამდე - 1 GB (!!!) სიჩქარით. იგივე სიჩქარეა უმეტესობა ქართველ პროვაიდერებამდეც. არის გლობალურ ქსელამდე 2 "გასასვლელი", რაც უზრუნველყოფს არხის საიმედოობას - რომელიმე არხის გათიშვის შემთხვევაში მეორე არხი უპრობლემოდ მუშაობს და ატარებს ტრაფიკს. სერვ.ჯის გააჩნია საკუთარი AS და IP რეინჯი AS 49364 91.212.213.0/24 სერვერები და საერთოდ, "სერვ.ჯის" ინფრასტრუქტურა დაცულია ორი ფაირვოლით ლიცენზირებული Firewall #1 Checkpoint და Cisco ASA Firewall ფასები: ჰოსტინგის 4 პაკეტი Basic - ვებ სპეისი 1 GB ოდენობით. ფასი თვეში 7 ლარი. ტრაფიკი, ბაზები, მეილები და ა.შ. - შეუზღუდავი რაოდენობით. Premium - ვებ სპეისი 3 GB ოდენობით. ფასი თვეში 15 ლარი. ტრაფიკი, ბაზები, მეილები და ა.შ. - შეუზღუდავი რაოდენობით. Advanced - ვებ სპეისი 5 GB ოდენობით. ფასი თვეში 18 ლარი. ტრაფიკი, ბაზები, მეილები და ა.შ. - შეუზღუდავი რაოდენობით. Unlimited - შეუზღუდავი ვებ სპეისი. ამ მომენტისათვის გაგვაჩნია 25 TB-მდე ადგილი, რაც უახლოეს მომავალში ისევ გაიზრდება. ფასები ამ პაკეტზე - შეთანხმებით . იმ შემთხვევაში, თუ ხდება 1 წლის ან მეტის საფასურის წინასწადი გადახდა, მოქმედებს მნიშვნელოვანი ფასდაკლება. შესაძლებელია ვირტუალური სერვერების (VPS) და გამოყოფილი სერვერების (DS) იჯარით აღება. VPS სერვისი ფასების ნახვა შეგიძლიათ აქ დამატებით დავწერ რომ, ამ ფირმოს/სერვისის შექმნაში საკმაოზე მეტი სახსრებია ჩადებული და იმის ამბიციაც გვაქვს, პირველები ვიყოთ ფასებით და ხარისხით. საკონტაქტო ინფორმაცია info@serv.ge გაყიდვების დეპარტამენტი - sales@serv.ge ტექნიკური დეპარტამენტი - support@serv.ge ტელეფონი - 43 00 43 პატივისცემით, სერვ.ჯის ადმინისტრაცია Serv.Ge - Servers for you |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:57 PM |