![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
ციტატა ”ელიტ ელექტრონიქსმა” ქსელი დაკეტა. ”ელიტ ელექტრონიქსმა” დღეს მაღაზიათა ქსელი დახურა. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ელიტ ელექტრონიქსი სასამართლო დავებს ფინანსური პოლიციის მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ 7 მლნ ლარზე 2007 წლიდან აწარმოებს, პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით, საბანკო ანგარიშებს 2009 წლის 10 აგვისტოს დაედო ინკასო. კომპანია ამ პერიოდში მაინც განაგრძობდა ნაღდი ანგარიშსწორებით მუშაობას. 21 აგვისტოს ფულის ამოღების მიზნით სავაჭრო ობიექტებზე შევიდა საგადასახადო ინსპექცია. რის გამოც, კომპანია ვეღარ აგრძელებს ფუნქციონირებას და ხურავს ”ელიტელისა” და ”ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელს. http://elitelectronics.ge/ http://elitel.ge/ (IMG:style_emoticons/default/blink.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 830 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.656 ![]() |
gearge
არაფერი გასაკვირი! უკვე დიდი ხანია სასამართლო ბრძოლა მიდიოდა ელიტ ელექტრონიქსსა და ხელისუფლებას შორის. როგორ ფიქრობთ, ასეთ ჭიდილში ვინ რჩება ყოველთვის გამარჯვებული?! ყოველთვის! მორიგი კომპანია დახრჩობილი სააკაშვილი/მერაბიშვილი/ახალაია და სხვა "ხალხის რჩეული" პოლიტიკური "მოღვაწეების" კლანებისთვის არ გადახდილი ან არა საკმარისად გადახდილი ხარკის გამო! დღევანდელი ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია ნებისმიერი ზომის ბიზნესი წარმოება კანონიერ ქურდებად წარმოდგენილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის რეგულარული ფულადი გადარიცხვების გარეშე! დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, მანამ კი კარგად დამყარებული ტრადიციისამებრ ძალიან ბევრ ტყუილს, თან დიდი დოზებით გაჭმევენ ნაციონალური არხებიდან! შეგერგოთ, ვინც დაიჯერებთ. ხელისუფლების პირად ინტერესებს მორიგი კომპანია შეეწირა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელექტრონიკის გადამყიდველი კომპანიის 3 ათასზე მეტმა თანამშრომელმა სამუშაო დაკარგა! და თუ გგონიათ შემდეგი არ ვიქნებით მე, თქვენ ან ნებისმიერ ჩვენ გარშემო (მიუხედავად მმართველ კლანებთან ნათესაური ან სხვა კავშირებისა, სხვათაშორის!), დაეკითხეთ რომელიმეს ამ 3-ზე მეტ ადამიანთაგან, ან იგივე "ბიზნესის ხელშეწყობის" გეგმით განადგურებული ბევრი სხვა კომპანიის თამშრომლებს, მათაც ასე ეგონათ! არ შეიძლება ცხოვრების თითოეული დეტალის პოლიტიკასთან დაკავშირება, ეგ მხოლოდ შენი აზრია, რისი წარმომშვებიმმიზეზი ხელისუფლებისადმი სიძულვილია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th August 2025 - 10:52 PM |