![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 830 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.656 ![]() |
მოკლედ ძალიან მაინტერესებს რა განსხვავებაა ამ სისტემებს შორის. ერთადერთი რაც ვიცი, არის, რომ 64 ბიტიანი სისტემა უფრო მეტ ოპერატიულს აღიქვამს
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 ![]() |
Chacha
64 ბიტიანი სისტემით შეგიძლია იმუშაო უფრო დიდ რიცხვებთან, ვიდრე 32 ბიტიანით, ასევე 64 ბიტიან OS შეუძლია აღიქვას და გამოიყენოს 4გბ და მეტი RAM (თეორიულად ძალიან დიდი რიცხვია ზეპირად არ მახსოვს, მოკლედ, ოპერატიულის რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის) მაგრამ: აქვს გაზრდილი მოთხოვნები რესურსებისადმი (2გბ მინიმუმ უნდა გქონდეს RAM), უნდა გქონდეს პროცესორი, რომელსაც აქვს 64 ბიტის მხრდაჭერა (დღესდღეობით ყველა თანამედროვე პროცესორს აქვს უკვე) ასევე 32 ბიტიანი პროგრამები არ მუშაობს 64 ბიტიან გარემოში ხშირ შემთხვევაში, პროგრამების უმეტესობა კი 32 ბიტიანია ასევე 64 ბიტიანმა პროგრამამ თუ გინდა მეტი წარმადობა მოგცეს ვიდრე 32-იანმა, უნდა იყოს კოდი დაწერილი 64 ბიტის სპეციფიკით, და არა უბრალოდ დაკომპილირებული 64 ბიტიან კომპილატორში, ეს კი შედარეით რთულია, რის გამოც უმეტესობა უბრალოდ ამ მეორე მეთოდს იყენებს ჯერჯერობით.. მოკლედ, 64 ბიტიანი სისტემის დაყენება ღირს: 1) თუკი ატარებ რთულ სამეცნიერო გამოთვლებს (ბირთვული ფიზიკა, კვანტური ქიმია...)სადაც იყენებ ძალიან დიდ რიცხვებს...2)გაქვს სარენდერო სადგური 4 და მეტი გბ ოპერატიული მეხსიერებით ალბათ მომავალში თანდათან ყველა პროგრამა "ნამდვილ" 64 ბიტზე გადაეწყობა, თუმცა დღესდღეობით ეს მხოლოდ სარეკლამო ტრიუკია, 32ბიტიანი OS 4გბ ოპერატიულით მშვენივრად ართმევს თავს სახლის პირობებს (და არა მარტო) -------------------- |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 09:36 PM |