მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> სად წავიდა საქაღალდე?, ანუ მე, განყოფილება, ვინჩო და ილარიონი
domen
პოსტი Sep 21 2009, 03:01 PM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



// უბრალოდ საინფორმაციო თემა "ნახე და დაივიწყე" სტილში

ესე იგი, რამოდენიმე ხნის წინ ჩემი HDD-ებიდან ერთ-ერთმა (უგარანტიომ, სამწუხაროდ) უცნაურად მოქცევა დაიწყო. ვინდის ჩატვირთვისას ამ ვინჩოზე მოთავსებული განყოფილებებიდან (partition) ერთ-ერთი ხანდახან "იყინებოდა" და ჩანდა, როგორც RAW ფორმატის, რომლის გახსნაც შეუძლებელია. რაც ყველაზე უცნაურია, ორ წუთში (ან მაქსიმუმ გადატვირთვის შემდეგ) ყველაფერი სწორდებოდა და განყოფილებაშიც ჩვეულებრივად შევდიოდი.

(IMG:http://img198.imageshack.us/img198/5576/computeray.jpg)

ხსენებულ განყოფილებაში არაფერი მნიშვნელოვანი არ ინახებოდა (მხოლოდ ფილმები და CP-ს სარეზერვო ასლები) და თავისუფალი დროც ბევრი არ მქონდა, ასე რომ, დიდად არ მიწვალია, ბედს მივანდე ამბავი.

არ გამიმართლა და ერთხელაც განყოფილება RAW სტატუსიდან არ გამოვიდა, chkdsk კი შემდეგს აჩვენებდა:

(IMG:http://img22.imageshack.us/img22/5909/chkdskz.jpg)

სტანდარტული სიტუაცია, როცა რაღაცამ MFT დააზიანა. ფაილების აღდგენის შანსი არის, მაგრამ MFT-სი (თუ სადმე ასლი არ გაქვთ შენახული) - არანაირი. ფაილების აღდგენას კი (თუ საერთოდ აღდგა, გააჩნია ფრაგმენტაციის დონეს) რამდენიმე დღე დასჭირდება, თუ განყოფილების ზომა ასე 20 გბ-ს სცილდება.

მშვიდად გადავაფორმატე განყოფილება და იმის მერე მისგან პრობლემა აღარ შემხვედრია. მაგრამ პრობლემები სხვაგან დაიწყო.

დაიწყო იმით, რომ ერთ დღეს არასისტემურ განყოფილებაში "უსაფრთხოდ" მოყუჩებული მთელი www საქაღალდე (ანუ ინსტალირებული სკრიპტების და მათი ბაზების საცავი), ასე 40 000-მდე ფაილი უბრალოდ გაქრა. ისე უკვალოდ, რომ ზედაპირული სკანირებით ვერც ვერაფერი ვიპოვე. ჯანდაბას ეგეც, მაინც არაფერში ვიყენებდი და VertritoServ-ის სხვა სერვერით შეცვლა მინდოდა, ასე რომ, ეგ საცავი (vertrigo-ზე იყო მორგებული) არაფერში გამომადგებოდა, მაინც თავიდან მომიწევდა ყველაფრის ინსტალირება. მთავარი ის იყო, რომ "სადღაც რაღაცაში" პრობლემაა და მთელი ჩემი და ოჯახის სხვა წევრების ინფორმაცია შეიძლება დაკარგულიყო.

აქ "გადამჭრელი" ზომები მივიღე - დავარეზერვე ყველაფერი, რაც საჭირო და საინტერესო იყო და დაველოდე მოვლენების განვითარებას.

განვითარებამაც არ დააყოვნა და სამი დღის შემდეგ 6 განყოფილებიდან 4 იგივე დღეში ჩავარდა, როგორშიც პირველი. იქამდე კი რამდენჯერმე გაიმეორეს პირველის "გაყინვები". ინტერესის გულისთვის ვცადე აღდგენა - საშინელებაა. მთელი დღის სკანირებამ ერთი 30 გბ-იანი განყოფილების მხოლოდ 25% დაფარა. ფრაგმენტირებული სურათები ლაქებით აღდგა, ფრაგმენტირებული ვიდეოებიდან კი მხოლოდ პირველი რამდენიმე წამი დაბრუნდა. ასე რომ, დროული დარეზერვება კარგი იდეა იყო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ამასობაში დავძებნე და ვნახე, რომ ცალკეული საქაღალდის გაქრობა MFT-ს დაზიანების ნიშანია, ანუ რაღაც ვერაა წესრიგში. ფაქტია - გაფრთხილებიდან რამდენიმე დღეში მთელი MFT დაზიანდა.

მიზეზები ახლაც არ ვიცი. ყოველი შემთხვევისთვის ვცვლი ვინჩოს, მაინცდამაინც ძვირიც არ გამოდის. ანტივირუსი რამდენჯერმე გადავატარე, სხვადასხვა სისტემიდან (Live არ მიცდია). მოკლედ, ინფიცირების შანსი მინიმალურია.

ერთი ეჭვი მაქვს - ეს ამბები დაიწყო Win7 RTM-ის დაყენების მერე (Build 7077-იდან გადმოვედი), იქნებ თვითონ RTM ვერ ეკონტაქტება სწორად ძველი სისტემების დაფორმატებულ განყოფილებებს? ისიც მაფიქრებს, რომ პირველი პრობლემატური განყოფილება (RTM-ის ძალებით) გადაფორმატების მერე წყნარადაა.

მორალი: თუ აქ აღწერილი სიმპტომები გაუჩნდა თქვენს რომელიმე განყოფილებას, სასწრაფოდ დაარეზერვეთ მისი შიგთავსი და კარგი იქნება, იმავე ვინჩოზე მოთავსებულ სხვა განყოფილებების შიგთავსსაც თუ მიაყოლებთ.

გმადლობთ ყურადღებისთვის :-)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Power_VANO
პოსტი Sep 24 2009, 01:30 PM
პოსტი #2


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ეტყობა სიკვდილი მოუახლოვდა მაგ HDD-ს, დომენ, თორემ მეც მაქვს Win 7 RTM და უპრობლემოდ მუშაობს XP-ს და ვისტას დროს დაფორმატებულ პარტიშენებთანაც (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ისე, MHDD ხომ გახსოვს? მაგით თეორიულად მკვდარი 2 HDD გამიცოცხლებია პრაქტიკაზე. ჩახსენი ეგ ჰიტაჩი, მიაფორმატე, მიაშალე ყველა პარტიშენი და გადაატარე MHDD (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 08:43 PM