gearge ციტატა(gearge @ 25th September 2009 - 02:50 PM)

უკეთესად შემეძლო დამეწერა
არ არის ცუდი ნაწერი, კი არა კარგი ნაწერია:
ციტატა(gearge @ Sep 25 2009, 11:43 AM)

პროაქტიული დაცვა და ევრისტიკული ანალიზი არ არის ერთი და იგივე. ევრისტიკული ანალიზატორი პრინციპში განვითარებული [წინ წასული] სკანერია რომელიც ფაილებს ისევ და ისევ ანტივირუსულ ბაზებზე დაყრდნობით აანალიზებს, მაგრამ ცოტა უფრო ღრმად "იქექება" და ბოროტმოქმედ კოდში მცირე გადახრებს მეტნაკლები ეეფექტურიბით აფიქსირებს, რასაც სკანერები ისედაც უნდა აკეთებდნენ და განსხვავებული წარმატებით აკეთებენ კიდეც! უკვე დიდი ხანია ევრისტიკული ანალიზატორები თითქმის ყველა პოლულარული ანტივირუსული ძრავების ნაწილი არიან და მათი ცალკე განხილვა მხოლოდ მწარმოებლების მარკეტინგული ხრიკებია! მაგალითად NOD32 მე-3 რეინკარნაციამდე ცნობილი იყო ინდუსტრიაში საუკეთესო ევრისტიკული ანალიზატორით (ევრისტიკული კომპონენტით, უფრო ზუსტი რომ ვიყოთ). როგორც გესმით ცნობილი ბოროტმოქმედი კოდისგან მცირე გადახრის დაფიქსირება საკმარისი არ არის ეფექტირი ანტივირუსული დაცვისთვის (თუ საერთოდ არსებობს ასეთი ფენომენი), თანამედროვე რეალობაში პოპულარულია ერთი და იგივე [ციფრულ] ველოსიპედს თავიდან გამოგონება, კრიმინალები ფუთავენ მათ სხვადასხვა კონტეინერებში, ადებენ დაშიფრულ ბოქლომებს, ზოგჯერ შიგთავსის სახეუცვლელად ან მინიმალური (კოსმეტიკური) რემონტით და ანტივირუსები ვერ ცნობენ (ევრისტიკის მიუხედავად)! ასევე მომრავლდა პოლიმორფული ვირუსები, რომლებიც ყოველ სისტემაზე მოხვედრასთან ერთად უნიკალუად იცვლიან სახეს. საჭირო გახდა დაცვის ახალი მიდგომა რომელიც სისტემასთან ერთად თვით ანტივირუსულ პროგრამებსა და მათ სხვადასვა დაცვის ელემენტებს (მაგალითად ფაიერვოლის, სხვადასხვა ფილტრების და ა.შ.) დაიცავდნენ გათიშვისგან და რაც მთავარია, ამის გასაკეთებლად არ იქნებოდნენ დამოკიდებული რეგულარულ განახლებებზე. აქ გვევლინება ე.წ. "0-ოვანი დღის", იგივე პროაქტიული დაცვა (ირონიულია რომ დამკვიდრდა მაინც და მაინც კასპერსკის ლაბორატორიის სახელწოდება ამ ტექნოლოგიისთვის). პროაქტიული მცველები, როგორც სახელწოდებიდან დაასკვნიდით, აკვირდებიან პროცესების აქტიურობას, ითვლიან რა მათ მიერ შესრულებული ქმდებებების შედეგებს ასკვნიან უაღრესად რთული ჩაყოლებული ლოგიკით (ალგორითმებით, თუ გსურთ) მათ საზიანობა/არა საზიანობას. თვით პროგრამები სირთულიდან გამომდინარე იშვიათად განახლდებიან, მაგრამ მათთვის შიგა და შიგ გამოდის განახლებები უსაბრთხო პროგრამების "თითის ანაბეჭდებითა" და პატარ-პატარა შესწორებებით, ეს ეხმარება მათ ნაკლებად შეგაწუხონ ტყუუილი განგაშებით - დიდი პრობლემა ნებისმიერი ანტივირუსული სისტემისთვის! გვყავს რამდენიმე პოლულარული მოთამაშე ამ მინდორზე, მათ შორის PCTools (Syberhawk-ის შესყიდვით) და AVG (Sana Security-სთან შერწყმით). PCTools ThreatFire უკვე საკმაო ხანია მისაწვდომია უფასო გამოყენებისთვის, გაუსინჯეთ გემო და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.
უბედურად მიწერია ...