![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 225 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 2.885 ![]() |
იმდენი რამე მაინტერესებს რომ რავიცი..
1.რას ნიშნავს windows 7 ის ბილდები?..აი ასე რო აწერია Build(7100) 2.რას ნიშნავს windows 7 ის RC ები? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
fasha
ცოტას გავავრცობ და უფრო ზოგადად განვიხილავ ბილდების და RC-ს ამბებს: // გაითვალისწინე: აქ მოყვანილი ინფორმაცია ეყრდნობა ჩემს პირად გამოცდილებას და შეიძლება სწორი არ იყოს. ყველა პროგრამა გადის განვითარების რაღაც ეტაპებს და მისი კოდი ძალიან ბევრჯერ იძენს სრულ ბინარულ სახეს, ანუ კომპილირდება (გადადის) ჩვეულებრივ .exe ფაილად. ამ ბინარულ ფაილებს ეძახიან ბილდებს (ქართულად იქნება როგორც "ნაშენი", ალბათ). ბილდები პირველ რიგში საჭიროა იმისთვის, რომ ან მომხმარებელს აჩვენო პროდუქტის განვითარების ეტაპები, ან თვითონ ავტორმა თუ ავტორთა ჯგუფმა ნახოს და შეაფასოს პროგრამის საბოლოო სახე. ანუ ბილდი ნიშნავს კომპილირებულ საწყის კოდს (source code), როდის და როგორ ეგ სხვა საკითხია. მუშაობის პროცესში პროგრამის გაბილდვა ბევრჯერაა საჭირო და ეს ბილდები რომ ერთმანეთში არ აირიოს, მოსახერხებელია მათი გადანომრვა, ანუ ვერსიების მინიჭება. მაგალითად: 1.0.0, 5.2.582, 9.12, 11.0 და ა.შ. კარგი, გასაგებია, რომ გადასანომრავად რამდენიმე რიცხვი და მათ შორის წერტილებია საჭირო, ახლა გავიგოთ, რას ნიშნავს თითოეული რიცხვის ცვლილება:
ეს წესები საყოველთაო არაა, ყველას თავისი აქვს და ძალიან ხშირად არღვევენ კიდეც, მაგრამ მძიმე დარღვევები იშვიათად შეგხვდება. ანუ, როცა +1 ვერსია გამოდის პროგრამის, შანსი არაა, რომ მხოლოდ შეცდომების გასწორებები იყოს და როცა 0.01 ვერსიით იმატებს პროგრამა, რამე ახალს შესაძლებლობას არ უნდა ელოდო. რაც შეეხება ალფა-ბეტა-გამა-RC ბილდებს: პროგრამის მთავარ ვერსიებს შორის არსებობს შუალედური ბილდები, რომლებიც ორ ნაწილად იყოფა: შიდა (Internal Builds), რომლებსაც მხოლოდ ავტორები ხედავენ და აფასებენ და საჯარო (Public Builds), რომლებიც თავისუფლადაა მისაწვდომი ინტერნეტში, ნებისმიერს შეუძლია მისი ჩამოტვირთვა, შეფასება დ აამ შეფასების ავტორისათვის მიწოდება. ვერსიათაშორისი ბილდებისთვის, როგორც ვთქვით, მხოლოდ მესამე რიცხვი იცვლება, ასე რომ, შეიძლება წააწყდე, მაგალითად, 4.0.1524, 4.0.1525, 4.0.1527 და 4.0.1534 ბილდებს. ამათი გარჩევა ფუნქციონალობის მიხედვით შეუძლებელია (ანუ ამ რიცხვების მიხედვით ვერ გაარჩევ, რომელ ვერსიას რა დატვირთვა აქვს), ამიტომ საჯარო ბილდებს გადანომრვის თავისი, ანბანური წესი აქვთ. ესენია:
ვერსიის გადანომრვა ანბანური წესის მოშველიებით შემდეგი იქნება: 4.0.1524 გადავა ბილდში 4.0a1 (ანუ 4.0 ალფა 1), 4.0.1525 – ბილდში 4.0a2 (4.0 ალფა 2), 4.0.1527 – ბილდში 4.0b1 და 4.0.1534 – ბილდში 4.0RC (ანუ 4.0 გამოშვების კანდიდატი). ამ გადანომრვით უკვე ნათელია, რომ ბილდი 4.0.1524 პირველი საჩვენებელი ვერსია იყო და ბევრი შეცდომა ჰქონდა, 4.0.1525 – მეორე საჩვენებელი ვერსია და შედარებით ნაკლები, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ბევრი შეცდომა შეიმჩნეოდა, 4.0.1527–ს უკვე დიდი შეცდომები აღარ ჰქონდა, 4.0.1534 კი თითქმის დასრულებული პროდუქტი იყო. საერთო ჯამში ეს იყო ბილდების და გადანომრვის საფუძვლები, ბოდიში არეული ნაწერისთვის. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st August 2025 - 11:09 PM |