![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 346 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 4 ![]() |
ამა წლის 29 სექტემბერს, სასამართლომ გამოაქვეყნა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებისთვის "ცრუ" ინფორმაციის მიწოდებისთვის იძებნება კომპინფოს სახელოვანი ადმინი ჯა_ჯა, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
ხუმრობა იქით იყოს ხეზე 3 კაკუნის თანხლებით და ეხლა რაშია საქმე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მოკლედ ყოველთვის "მაფიქრებდა" ჩემი ყოფილი ინტერნეტ პროვაიდერის "სანეტის" გლობალური სიჩქარეები და დაყენებიდან 3 თვის თავზე უკვე სხვაგან გადასვლას ვლამობდი, მაგრამ თვე თვეს მისდევდა და მე კი კვლავ სანეტის აბონენტად ვრჩებოდი . . . , ეს კი გამოწვეული იყო იმით, რომ სასურველი ალტერნატივა არ მქონდა შერჩეული ( კავკაზუსი ადრე მქონდა და კმაყოფილი არ ვიყავი, ჯორჯია ონლაინზე კი ბევრი "ქება დიდება" გამიგია ) და ამ დროს ( 1 თვის წინ ) ჟურნალ კომპინფოში ქვეყნდება სტატია, რომ "ახალშობილი" კომპანია service.net - ი გვთავაზობს ADSL2+ ინტერნეტ მომსახურებას . . . მოწოდებული ინფორმაცია გლობალური სიჩქარეების შესახებ საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება . . . კარგი ესეც გავიარეთ . . . მაგრამ თურმე მთვარი წინ არის ! კომპინფოს ბოლო ნომერში კი გამოქვეყნდა სტატია რომ ზემოთხსენებულ ADSL სერვისთან ერთად კომპანია უფასოდ იძლევა 20GB ვებ სივრცეს ლოკალზე !!! ( ეს რათქმაუნდა ჩემთვის როგორც "ჰოსტინგ მაგნატისთვის" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ძალზედ დამაფიქრებელი აღმოჩნდა ) ეს იყო და ჩემმა "ლოკალურმა პარტნიორებმა" მომენტალური ბუნტი ამიტეხეს - შენ რო "აჯდები" შენ სერვერს, აგერ კაცი 20GB - ს გვაძლევს და გადავიდეთო, თან წინა სტატიაც შემახსენეს ! მოკლედ სხვა გზა არ დამიტოვეს გარდა იმისა რომ მივსულიყავი "service.net.ge" - ს ოფისში და დეტალები გამერკვია . . . მივადექით ყველაზე საინტერესო ეტაპს . . . ციტატა კომპინფოდან: პროგრამული კოდი ადრე კომპანია service - ს ქონდა ამდაგვარი მომსახურება, მოკლედ ეს იყო FTP სივრცე + ტიტველი HTML გვერდების მხარდაჭერა, რაღაც ინტერნეტ საწყობი. რა თქმა უნდა ბევრმა მას გამოყენების სფერო მოუძებნა, ამგრამ ამ მომსახურებას კიდევ ერთი დიდი მინუსი ქონდა საქართველოს საზღვრებს გარეთ ამ FTP - ზე განტავსებულ ფაილებს ვერავინ ქაჩავდა. ამჯერად კომპანიამ გაითვალისწინა ყველა დაგროვილი პრობლემა და თქვა " თუ კარგ საქმეს ვაკეთებთ, ბარემ მარილიც მოვაყაროთო" შედეგად ვიღებთ მთლიანად მუშა სერვერს PHP/MySQL მხარდაჭერით და გარდა ამისა ძველებური FTP სერვერისგან განსხვავებით, უცხოეთის მომხმარებლებსაც შეეძლებათ თქვენგან ფაილების გადაწერა ესეც ფინიში ანუ ჯა_ჯა - ზე ძებნის გამოცხადების მიზეზი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) სამწუხაროდ ზემოთხსენებული ინფორმაცია, კერძოდ, ის რომ უცხოელებსაც შეეძლებათ ზემოთხსენებული FTP - დან ფაილების გადმოწერა არ შეეფერება სიმართლეს (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ანუ ეს FTP - ც იმუშავებს მხოლოდ ლოკალზე . . . , აღნიშნული ინფორმაცია მომაწოდა კომპანია service - ის გენერალურმა მენეჯერმა . . . რაც შეეხება ADSL2+ ის სიჩქარეს, ამაზე ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით, რადგან 1-2 საათია რაც მომხმარებელი გავხდი . . . |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 346 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 4 ![]() |
ja_ja
ციტატა ნუ გაახურე ეგრე გითხრეს??? სტატია კარგად ვერ წაგიკითხიაო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ციტატა გამომიყენეს რა! მემგონი ეგრეა და მაგ საქციელიდან კეთდება დასკვნა რომ უნამუსოები არიან (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მოკლედ ჩემო "ტკბილო და მურაბა ხალხო" მე უკვე მესამე დღეა (შაბათიდან) ამ კომპანიის აბონენტი ვარ და მინდა ჩემი მოსაზრება დავწერო, როგორც კონკრეტულად DSL - ის სიჩქარეებზე, ასევე support - ზეც ანუ კომპანიის მხრიდან კლიენტებთან ურთიერთობაზე . . . 20GB ჰოსტინგი რომ ზღაპარი აღმოჩნდა ზემოტაც დავწერე, ეხლა რაც შეეხება სიჩქარეებს: ლოკალი მუშაობს მშვენივრად და წუნს ვერ დაუდებ ( მაგრამ რათ გინდა? ლოკალზე ყველა პროვაიდერს მარალი სიჩქარეები აქვს ), აი რაც შეეხება გლობალს . . . ოოოო აქ საქმე ცუდადაა, თან ძალიან ცუდად ! მოკლედ პირველ დღეს (შაბათს) ვქაჩავდი 12-14 KB - ით გლობალიდან და თითქოს არაუშავდა მაგრამ მეორე დღეს (კვირას) დილიდან დაიწყო გარდაცვალების მძიმე წუთები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , სიჩქარე არ ცილდებოდა 0.5 - 2 KB - ს და იყო ხშირი წყვეტები, ამ დროს კი ოფისში არავინ იყო ("ისვენებდნენ"), ნუ სხვა რა გზა მქონდა, დაველოდე დღევანდე დღეს რომ დამერეკა და გამერკვია რა ხდებოდა . . . დილას 10-11 საათისთვის ჩავრთე კომპიუტერი და ისევ კატასტროფა ! სიჩქარე არის 0.8 KB გლობალიდან !!! ჩემი აზრით ეს უკვე ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს . . . ამ დროს ვრეკავ მაგათ ოფისში და მპასუხობენ რომ ჩვენგან პრობლემა არ არისო, მაგრამ მაინც გადავცემთ ადმინისტრატორსო . . . სამწუხაროდ ამ ინფორმაციის ადმინისტრატორზე გადაცემა შუადღის 2 საათამდე ვერ მოახერხეს . . . ამ დროს სიჩქარე ოდნავ იმატებს და ხდება 1.5 KB . . . როგორღაც ჩემი გაუთავებელი რეკვების ფონზე ( დაახლოებით 15 ჯერ დავრეკე დილიდან შუადღის 4 საათამდე ) 4-5 საათისთვის სიჩქარე აღწევს 15KB - ს , მაგრამ ეს "სიამოვნება" გაგრძელდა მხოლოდ 1-2 საათს . . . ამის მერე ისევ დავარდა 1.5 - 2.0 KB - მდე !!! უკვე 7 საათია დაწყებული და ტელეფონზე არავინ პასუხობს . . . სადღაც 8 დან 9 საათამდე სიჩქარე ისევ იმატებს და უკვე 20 KB - ით ვქაჩავ, მაგრამ ეს სიამოვნებაც გრძელდება მხოლოდ 1 საათს და ამის მერე სიჩქარე . . . გარდაიცვალა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) თქვენი ჭირიც წაუღია . . . აგერ განსვენებულის ფოტოსურათიც: (IMG:http://images.ge/uploads/0a1f461be6.gif) მოკლედ ჩემი დასკვნა არის, რომ საქმე გვაქვს დამწყებ და არაკვალიფიციურ ფირმასთან, რომლის ინტერნეტ მომსახურებაც სტაბილურობისგან ძალიან შორსაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ უსინდისობაზე რაც ჯა_ჯა - ს გაუკეთეს . . . ასე რომ ჩემ შეცდომას ნურავინ გაიმეორებთ და ამ კომპანიასთან საქმეს ნუ დაიჭრთ - ეს იქნება ჩემი მეგობრული რჩევა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან თქვენ ისეთ განწყობაზე დადგებით როგორზეც მე ვარ ეხლა . . . P.S. მე კი 1 თვის შემდეგ ისევ ახალი პროვაიდერის საძებნელად "გავეშურები" . . . |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th August 2025 - 02:14 AM |