|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Dec 23 2009, 08:57 AM
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
სანამ კომპინფო გათიშული იყო, თვალის ექიმთან მომიწია რამდენიმე კონსულტაციის გავლა და ამეკრძალა კომპიუტერთან დღეში ერთ საათზე მეტი ხნით დაჯდომა. დაახლოებით რომ წარმოდგენა შეგექმნათ ჩემს მდგომარეობაზე, გეტყვით, რომ აქამდე დღეში 4-5 საათს მაინც ვატარებდი ეკრანის წინ :–)
ეს შეზღუდვა პირდაპირ მოქმედებს ჩემზე, როგორც კომპინფოს ჟურნალისტზე – ერთი საათი უბრალოდ ფიზიკურად არაა საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც კარგად გადავათვალიერო მსოფლიო კომპ. სიახლეების არხი, რომ არაფერი ვთქვათ ერთი მაინც ხარისხიანი სიახლის/განხილვის დაწერაზე, ფორუმის მოდერირებაზე, CompinfoPack–ზე და კიდევ ერთი–ორ პროექტზე, რომელთა განხორციელებაც იგეგმებოდა საიტის ჩართვისას. ამას დავამატოთ ისიც, რომ თითქმის ყოველდღიურად კომპიუტერისთვის გამოყოფილი დროის დიდი ნაწილი ჩემი სტუდენტური სამუშაოებისთვის მეხარჯება და თავისუფალი დრო თითქმის აღარ რჩება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვთვლი, რომ მოვალეობებს, რომლებსაც მაკისრებს ფორუმის ადმინისტრატორობა და საიტის რედაქტორობა, ვეღარ შევასრულებ და, შესაბამისად, ვტოვებ ჩემს პოსტებს ჯერჯერობით განუსაზღვრელი ვადით. თუმცა დავრჩები, როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი, რამდენადაც დრო ამის საშუალებას მომცემს. დიდი მადლობა ყველას ჩემი ადმინისტრირების პერიოდში ფორუმისა და საიტის განვითარებაში ხელშეწყობისთვის. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) P.S. CompinfoPack შეიძლება განვაახლო ხოლმე, თუ საშუალება მექნა. P.P.S. ვისაც რიჩარდის წასვლა არ გინახავთ, შეგიძლიათ აქ იხილოთ. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
|
![]() |
Dec 25 2009, 09:07 AM
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 |
domen
თვალებს უნდა მიხედო აუცილებლად, პირადი გამოცდილებიდან გეუბნები.... ექიმის რჩევას რომ არ დავუჯერე, დავდივარ ახლა სათვალლებით.... მოკლედ მიხედე თავს და მალე დაგვიბრუნდი ახალი შემართებით!!! -------------------- |
|
|
|
domen რიჩარდის კვალდაკვალ Dec 23 2009, 08:57 AM
Sh@ko ოჰო, ცუდია... იმედია,... Dec 23 2009, 09:03 AM
otosaxel domen
ციტატა(domen @ 23rd Decemb... Dec 23 2009, 05:54 PM
Giga1 domen
მალე გამოჯანმრთ... Dec 23 2009, 08:03 PM
domen დიდი მადლობა ყველა... Dec 24 2009, 02:38 PM
NetDevil domen
შემოდი ხოლმე და ... Dec 24 2009, 04:50 PM
Power_VANO მალე დამაწერინე WB დ... Dec 25 2009, 03:03 PM
gearge Sucks ...!
მაპატიეთ ბილ... Dec 25 2009, 09:16 PM
Forumeli იმედია მალე გამოჯა... Dec 27 2009, 01:14 PM
Bekward გამოჯანმრთელებას ... Dec 27 2009, 05:13 PM
domen NetDevil, plastic, gi0_kiborg, Power_VANO, gearge ... Dec 28 2009, 02:55 PM
Giena domen
ცუდია ვერც კი გ... Jan 7 2010, 05:43 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 12:27 PM |