![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 ![]() |
მგონი სატაურით და გამოკითხვით ყველაფერს მიხვდებოდით....
როგორც იცით, ერთ ერთმა ჩვენმა მოდერმა domen-მა დაგვტოვა გარკვეული დროით, შესაბამისად, ფორუმზე დაგვრჩა ერთადერთი მოქმედი მოდერი- Power_VANO, მართალია, ის ჯერჯერობით ყველაფერს მშვენივრად უძღვება, თუმცა, ყველანი ადამიანები ვართ: ერთ ადამიანს, შეიძლება ისე აეწყოს სიტუაცია, რომ ვერ მოახერხოს ყველაფრის გაკონტროლება... ამიტომ მიმაჩნია მას სჭირდება დამხმარე domen-ის დაბრუნებამდე ფორუმის (ყოველ შემთხვევაში ზოგ განყოფილბის) მართვის ამბავში, პირველ რიგში თვითონ ვანოს აზრია რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი და გადამწყვეტი, მაგრამ მგონი ჩვენი აზრის ცოდნა არც მისთვის იქნებოდა ცუდი მოკლედ, გთავაზობთ სავარაუდო მოდერობის კანდიდატურას: ჯერ, სანამ დავასახელებდე, მაინც ვიტყვი, ჩემი აზრით რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: 1. უნდა იყოს იმ საკითხებში ღრმად გარკვეული, რომელთა შესაბამის განყოფილებებსაც მოდერობ 2. უნდა იყოს ტაქტიანი და შეეძლოს გარკვეული და დასაბუთებული პასუხის გაცემა როგორც თავის მოქმედებებზე, ასევე სხვების შეკითხვებზე (ნუ ეს პირველშიც იგულისხმება) 3. უნდა ქონდეს საამისო ენთუზიაზმი და: 4. ერთ-ერთი მთავარი: უნდა ჰქონდეს იმის დრო, რომ სულ მცირე დღეში 15-20 წუთით მაინც შემოიხედოს ფორუმზე ყველაფერი ამის გათვალისწინებით, გთავაზობთ (სავარაუდო) კანდიდატად: otosaxel-ს მგონი, ყველა დამეთანხმებით, ზემოთჩამოთვლილ პირობებს სრულიად პასუხობს.... მოკლედ, მაინტერესებს ყველას აზრი ამ საკითხზე პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gi0_kiborg: Jan 11 2010, 01:03 PM -------------------- |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
მე ყველაზე ნაკლებად ვარ გათვითცნობიერებული ამ საქმეში, და რა მაინტერესებს, იცით? ეს ვაკანსია არჩევითი უნდა იყოს მაინცდამაინც? ასე ხომ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში საერთო დასკვნამდე ვერც კი მივიდეთ. მე მგონი, ჯობს, თუ დომენი და ვანო გადაწყვეტენ ამ საკითხს. davizo70 ნეპოტიზმი! განსაკუთრებით აქტუალური პოსტ-კომუნისტურ საქართველოში. დღევანდელი რეალობა: ერთისმხრივ, გასაგებია რომ ნებისმიერი დანიშნულებით სასურველია ადამიანი, რომლის შესაძლებლობებში მეტ-ნალებად დარწმუნებული იქნები და რომელსაც "ენდობი" (ამ სიტყვის უკვე ატროფირებული მნიშვნელობით), ამიტომ არ მიდის დამსაქმებელების აბსოლიტური უმრავლესობა შორს და კანდიდატებს მიკერძოებულად, შიდა გზებით პოულობენ; მეორესმხრივ, ეს სრულიად უსამართლოა და შესაფერის კანდიდატებს (მათ შორის მეც) ქარბორბალების დევნის ამარა გვტოვებენ - ფუჭი განცხადებებით ინტერნეტში გამრავლებულ საიტებსა თუ ყვითელ ფურცლებში! gearge მთავარზე რას იტყვი, ანუ შენს კანდიდატურაზე? plastic და ყველა ... რათქმაუნდა მეც მაქვს სურვილი მივიღო მონაწილეობა კომპინფოს განვითარებაში და არა ერთხელ გამიკეთებია კიდეც, ზოგჯერ საქმის საზიანოდაც კი! შესაძლოა ნაწილს ამბიციურად მიგაჩნივართ, თქვენში [არა დაუსაბუთებელად] დემაგოგი/მოლაყბის რეპუტაციაც მაქვს, მაგრამ არ უნდა ბადებდეს ეჭვს, რომ მიყვარს კომპინფო. "Ад вымощен добрыми намерениями", Johnson, 1775 წ. ამიტომ ვიკავებ თავს ჩემი კანდიდატურის წამოწევისგან. მიუხედავად იმისა, რომ დროის პრობლემა არ მაქვს და დიახ, სხვა პარამეტრებსაც შეიძლება ვაკმაყოფილებდე. უბრალოდ, იდეის დონეზე ... ადმინისტრაციამ გასცეს დავალება, რომილის შესრულება სავალდებულო იყოს ყველა კანდიდატისთვის და შედეგების მიხედვით, დაე ყველაზე შესაფერისმა გაიმარჯვოს. დავალება დაფუძნებული იყოს კრიტერიუმებზე, რომლებიც კარგად ჩამოაყალიბა დომენმა: (მოდერატორი) "არაა აუცილებელი ღრმად ერკვეოდეს რომელიმე ტექნიკურ საკითხში .. საჭიროა მხოლოდ იმ დონის ცოდნა, რომ გაარკვიოს, რომელ თემაში რაა ოფტოპიკი .. ენთუზიაზმი ნამდვილად რაც მეტი .. ძალიან საჭიროა აზრის გადმოცემის უნარი და ობიექტურობა (სიმკაცრის საჭირო დოზით). არ უნდა დაიშვას არცერთი გამონაკლისი დარღვევის გამოსწორება-დასჯისას სიზარმაცის ან ლოიალურობის გამო] .. მოდერობა ნამდვილად პრივილეგიაა, გარკვეულწილად ბერკეტიც თქვენი სასურველი კუთხით დაუშვათ ფორუმის განვითარება (უფრო თუ დავახურდავებთ, მოდერად არჩეულს ექნება საშუალება დაინახოს მომხმარებლების IP-ები, დამალული თემები და პოსტები და ა.შ.), მაგრამ ამან არ, მმ.. "შეგაცდინოთ", ძალიან გთხოვთ. პრივილეგიების უკან დგას ბევრად მეტი პასუხისმგებლობა და რუტინული, გარკვეული აზრით დაუფასებელი სამუშაოც .. მოდერის უფლებები ბეევრად ნაკლებია მის მოვალეობებზე, თუ სხვანაირად ხდება, მაშინ ის კარგი მოდერი არაა .. თუ ვინმეს აქვს მოდერობის სურვილი, გთხოვთ დააფუძნეთ ის თქვენს ენთუზიაზმსა და კომპინფოს სიყვარულზე და არა ახალი სათამაშოს გაჩენის თუ სხვებზე აღმატების სურვილზე" რა და როგორ? ჰეჰ ... არაფერი კონკრეტული მომდის თავში. მაგრამ, სამართლიანი შეჯიბრის გრძნობას შეჰმატებდა მთელ ამ პროცედურას. იქნებ თქვენ მოგაფიქრდათ ამის გამხორციელების რამე გზა? პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Jan 13 2010, 03:09 PM -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd July 2025 - 01:27 PM |