![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 ![]() |
მგონი სატაურით და გამოკითხვით ყველაფერს მიხვდებოდით....
როგორც იცით, ერთ ერთმა ჩვენმა მოდერმა domen-მა დაგვტოვა გარკვეული დროით, შესაბამისად, ფორუმზე დაგვრჩა ერთადერთი მოქმედი მოდერი- Power_VANO, მართალია, ის ჯერჯერობით ყველაფერს მშვენივრად უძღვება, თუმცა, ყველანი ადამიანები ვართ: ერთ ადამიანს, შეიძლება ისე აეწყოს სიტუაცია, რომ ვერ მოახერხოს ყველაფრის გაკონტროლება... ამიტომ მიმაჩნია მას სჭირდება დამხმარე domen-ის დაბრუნებამდე ფორუმის (ყოველ შემთხვევაში ზოგ განყოფილბის) მართვის ამბავში, პირველ რიგში თვითონ ვანოს აზრია რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი და გადამწყვეტი, მაგრამ მგონი ჩვენი აზრის ცოდნა არც მისთვის იქნებოდა ცუდი მოკლედ, გთავაზობთ სავარაუდო მოდერობის კანდიდატურას: ჯერ, სანამ დავასახელებდე, მაინც ვიტყვი, ჩემი აზრით რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: 1. უნდა იყოს იმ საკითხებში ღრმად გარკვეული, რომელთა შესაბამის განყოფილებებსაც მოდერობ 2. უნდა იყოს ტაქტიანი და შეეძლოს გარკვეული და დასაბუთებული პასუხის გაცემა როგორც თავის მოქმედებებზე, ასევე სხვების შეკითხვებზე (ნუ ეს პირველშიც იგულისხმება) 3. უნდა ქონდეს საამისო ენთუზიაზმი და: 4. ერთ-ერთი მთავარი: უნდა ჰქონდეს იმის დრო, რომ სულ მცირე დღეში 15-20 წუთით მაინც შემოიხედოს ფორუმზე ყველაფერი ამის გათვალისწინებით, გთავაზობთ (სავარაუდო) კანდიდატად: otosaxel-ს მგონი, ყველა დამეთანხმებით, ზემოთჩამოთვლილ პირობებს სრულიად პასუხობს.... მოკლედ, მაინტერესებს ყველას აზრი ამ საკითხზე პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gi0_kiborg: Jan 11 2010, 01:03 PM -------------------- |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
როგორც გახსოვთ, domen-მა თქვა:
პირველ რიგში, მხარს ვუჭერ ჩემს შემცვლელს და მხოლოდ გლობალ მოდერის პოსტზე, ფორუმს ამ მომენტში მეტი არ სჭირდება. ამას მიზეზი აქვს, ფორუმის წარსულიდან. მახსოვს (პირადად 2006 წლის შუა თვეებიდან დაწყებული) ამ ფორუმს მოდერირების განშტოებული სისტემა ჰქონდა - ყოველ განყოფილებას თავისი ორი მოდერატორი (6-7 განყოფილებას - მგონი "გართობის" განყოფილება მაშინ ჯერ არ გვქონდა - 8-10 ადამიანი ემსახურებოდა) + გლობალ მოდერატორები ("მრგვალი მაგიდის" რაინდები ja_ja და RIPPER_RUNA, როგორც მახსოვს:-). 2008 წელის იანვარში მოხდა აუცილებელი რეორგანიზაცია, გამოწვეული განყოფილებების მოდერატორების დიდი ნაწილის პასიურობა/გაქრობით და გლობალ მოდერატორ(ებ)ის მხრიდან ტრადიციული დროის უქონლობით. ჩაფიქრებული როგორც უბრალოდ ახალი მოდერატორების არჩევნები, დისკუსიით მივედით დასკვნამდე რომ უფრო გონივრული იქნებოდა არჩეულიყო გლობალ მოდერატორ(ებ)ი, ცალკეული განყოფილებების მოდერიება კი გაუქმებულიყო - რაც, სიმართლე გითხრათ, უფრო მარტივიც იყო, რადგან კონკრეტული პირების დასახელება ისევე გვიჭირდა, როგორც ეხლა. ამას მოჰყვა გასაგები პროტესტი გიგა-სგან, სოფტ განყოფილების მოდერატორისგან, რის შემდეგ ის სულ უფრო ნალკებად მონაწილეობდა კომპინფოს ცხოვრებაში და უკვე წელიწადი იქნება აღარაფერი დაუწერია (IMG:style_emoticons/default/sad.gif) რაც სამწუხაროა და ნამდვილად არ ვისურებდი ასეთი ოდესენე განმეორებულიყო! შემდეგ წარვუდგინეთ თხოვნა ja_ja-ს, რომ domen და Power_VANO ასევე საიტის ადმინისტრაციაში მიღებულიყვნენ, ისევ ჯა_ჯა-ს მხრიდან დროის უქონლობის გამო. გასულმა ორმა წელმა აჩვენა, რომ ტაქტიკა სწორი იყო: ორი ენთუზიასტი მოდერი უფრო მარტივად და შეთანხმებულად მართავდა ფორუმს, სანამ დატვირთვა არ გადააჭარბებდა მათ შესაძლებლობებს. დატვირთვა 2008 წლიდან არ გაზრდილა და სამწუხაროდ საგრძნობლად შემცირდა. ეს განპირობებულია მრავალი მიზეზით, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ფორუმის მოდერირებასთან - რის მიმართ პრეტენზია მგონი არავის გვქონია! საიტს სჭირდება ახალი სისხლი - სიახლეები, სტატიები - განსაკუთრებით მარტო დარჩენილი ვანოს გათვალისწინებით! იანვარი ცხელი თვეა ჩვენი ფორუმისთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მ.მ. (ოფტოპიკი): ჩემი პირველი პოლიტ მინიშნება/სლოგან/მოწოდება აღმოვაჩინე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) domen & Power_VANO
დაე თქვენი ძალები მხოლოდ ნათელი მხარის გასახარებლად იყოს გამოყენებული, თორემ .. 5 იანვარი პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Jan 14 2010, 06:13 PM -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd July 2025 - 12:08 PM |