მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ახალი განათლების რეფორმა, 10-11 გამოცდა...
Giga1
პოსტი Jan 14 2010, 11:27 AM
პოსტი #1


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



არ ვიცი რამდენი თქვენთანაგისთვისაა ცნობილი რასაც ახლა გეტყვით,მაგრამ გუშინ ჩემი ყურით მოვისმინე Rustavi 2-ზე,კურიერში,რომ დამტკიცდა საბოლოოდ ეს ახალი საატესტატო გამოცდები.მომავალი წლიდან მე-12 კლასის დამთავრების შემდეგ ყველა ჩააბარებს 10-11 საგანში გამოცდასო.ვინც ვერ ჩააბარებს დარჩება უატესტატოდ... მე პირადად მე-11 კლასში ვარ და მომავალ წელს მიწევს ამ გამოცდების ჩაბარება.
თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ,ან რა აზრის ხართ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Power_VANO
პოსტი Jan 14 2010, 07:25 PM
პოსტი #2


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Giga1
ციტატა(gigalobjanidze @ 14th January 2010 - 10:01 PM) *
შენ ეგრე იმიტომ ხომ არ ლაპარაკობ რომ მე-12 კლასისაგან შორს ხარ?

შეიძლება, ოღონდ იმიტომ, რომ ახლა უფრო მეტად ვაფასებ ცოდნას და სწავლას. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) იმ მიზეზით არა, რომ მე არ შემეხება და ა.შ. აი სულ უბრალოდ რომ დაფიქრდე, ჩემი სპეციალობა ყოველწლიურად 60-80 საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს უშვებს. ლოგიკურია რომ კითხვა მიჩნდება: რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ზომის ქვეყანას ამდენი ამ პროფესიის ადამიანი?! თან მარტო თსუ-დან.
"თანამედროვე მოდის" მიხედვით, საერთაშორისო ურთიერთობები, იურიდიული და ა.შ. უკვე ლამის ყველა უნი-ში ისწავლება. მოკლედ, არანორმალური მოვლენაა რა ეს. იმ თსუ-ს გამოშვებული 80 სუ-ს სპეციალისტიდან რეალურად მაგ მიმართულებით ჰა-ჰა 10-მა იმუშავოს, მეტმა ხო ვერა. იმათ სხვა რამით უნდა იშოვნონ ფული და არჩინონ ოჯახი.

ჰოდა ეს რეფორმა სკოლაში დროს წაიღებს, მაგრამ უფრო მეტი დრო დასჭირდება უნივერსიტეტებში ამ ცუდი სისტემის შეცვლას, სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უფრო ძნელად განხორციელებადია უნი-ში რეფორმები.
შესაბამისად, სკოლა თუ რამენაირად იმას უზრუნველყოფს, რომ უნივერსიტეტების მარაზმში ბავშვს მეტი საბაზისო განათლება მისცეს, მეტი არჩევანის საშუალება მისცეს, მაგაზე კარგი რა იქნება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

აი ჰკითხე ვისაც გინდა, შენს მეგობრებს, ნაცნობებს, შენი ასაკისებს. სად აბარებენ? 80%-ს ხო იურიდიული, ეკონომიური და საერთაშორისო ურთიერთობები უნდა?
გავა კიდევ ცოტა დრო და დაგროვდება ამ სპეციალობების ხალხის დიდი მასა, ვინც საჭირო არ იქნება არაფერში, უბრალოდ იმიტომ, რომ ადგილები არ იქნება მათთვის სამუშაოდ.

მეორეს მხრივ, საჭირო იქნება ტექნიკური განათლების მქონე პერსონალი, რომლებიც არ იარსებებენ ახალგაზრდების სახით. იმიტომ რომ ყველას ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალობები უნდა. რა თქმა უნდა, არის ახალგაზრდობა, რომელიც ტექნიკურ საგნებზე აბარებს, მაგრამ იმათი უმეტესობაც უბრალოდ ან არასაკმარისი ქულების გამოა იქ მოხვედრილი, ან უბრალოდ უნდა რომ რაღაცის დიპლომი აიღოს. ანუ რეალურად განათლება არ გამოაქვთ იმათ იქიდან.

მერე გამოდის რომ ტექნიკური განათლება მხოლოდ ასაკოვან ხალხს აქვს, როცა ეს ასაკოვანი ხალხი აღარ იქნება, მერე ტექნიკური განათლების ხალხის კრიზისი იქნება და მაშინ მიხვდება მთელი ეს ახალგაზრდობა, რომ იურიდიულს და საერთაშორისოს არ უნდა გაჰკიდებოდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) უბრალოდ, მერე ბევრისთვის ძალიან გვიანი იქნება.

მოკლედ, აი ჩააბარებ უნივერსიტეტში და 2-3 წლის სწავლის მერე მიხვდები, რომ რეალურად ესეა სიტუაცია. ჰუმანიტარულ მეცნიერებებს მიაქვთ ყველაფერი და ტექნიკური რჩება განზე, რაც ძალიან ცუდია.


ციტატა(gigalobjanidze @ 14th January 2010 - 10:01 PM) *
და მინდა გკითხო,ანუ მიშამ თქვა რომ ადვილი იქნება ეს გამოცდებიო ?

არა, ეგ არ უთქვამს. თქვა რომ მინიმალური ზღვრები იქნება ატესტატის ასაღებად, უნიში ჩასაბარებლად და ა.შ.
ანუ მაგალითად, თუ მარტო ატესტატი უნდა ბავშვს და უნიში ჩაბარება არ უნდა, იმისთვის გამოცდებში აუცილებელი მინიმუმი ქულებისა უფრო დაბალი იქნება.
+ სხვადასხვა უნივერსიტეტს სხვადასხვა მინიმალური ქულების ზღვარი ექნებაო. ანუ ვთქვათ თსუ-მ შეიძლება 50 ქულა მოითხოვოს მინიმალურად, GPI-იმ 40 და ა.შ.

აი ესეც მიშას გამოსვლა, შეგიძლია ნახო შენითაც, ზუსტად მაგ რეფორმებზე ლაპარაკობს: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ru...01-2010%2018:22
გვერდით თემაში დადო ეს ლინკი გიენამ.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- Giga1   ახალი განათლების რეფორმა   Jan 14 2010, 11:27 AM
- - Giga1   plastic ციტატა(plastic @ 14th Ja...   Jan 14 2010, 12:06 PM
- - Giena   Giga1 ჯერ ყველაფერი ა...   Jan 14 2010, 12:26 PM
- - Giga1   Giena არ ვიცი ყველა ამ...   Jan 14 2010, 12:38 PM
- - Power_VANO   ისე, ზოგადად, ვეთან...   Jan 14 2010, 12:38 PM
- - Giga1   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   Jan 14 2010, 12:51 PM
- - Giena   Power_VANO მეც გეთანხმებ...   Jan 14 2010, 01:12 PM
- - Power_VANO   Giena მიშას გამოსვლას...   Jan 14 2010, 06:56 PM
- - Giga1   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   Jan 14 2010, 07:01 PM
- - Power_VANO   Giga1 ციტატა(gigalobjanidze @ 14...   Jan 14 2010, 07:25 PM
- - Giga1   Power_VANO რასაც ლაპარაკ...   Jan 14 2010, 07:55 PM
- - Power_VANO   Giga1 ციტატა(gigalobjanidze @ 14...   Jan 14 2010, 08:35 PM
- - Giga1   Power_VANO გაიხარე მივხვ...   Jan 14 2010, 08:59 PM
- - gearge   Power_VANO, პირველ რიგში, ...   Jan 14 2010, 10:33 PM
- - Giga1   gearge ციტატა(gearge @ 14th Janu...   Jan 15 2010, 09:41 AM
- - Giena   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   Jan 15 2010, 09:54 AM
- - Giga1   Giena შენ საბოლოო ჯამ...   Jan 15 2010, 10:21 AM
- - Sh@ko   ძნელია ასე ხელაღებ...   Jan 15 2010, 11:25 AM
- - gearge   პატრიოტიზმი არ შეი...   Jan 15 2010, 01:22 PM
- - Giena   Giga1 ციტატა(gigalobjanidze @ 15...   Jan 15 2010, 05:58 PM
- - Giga1   Giena ციტატა(Giena @ 15th Januar...   Jan 15 2010, 06:26 PM
- - Giga1   plastic ციტატა(plastic @ 15th Ja...   Jan 15 2010, 08:06 PM
- - Giena   plastic გურიაში იყო ჩას...   Jan 15 2010, 08:53 PM
- - gearge   ციტატა(plastic @ 15th January 201...   Jan 16 2010, 12:40 AM
- - Giga1   რა ვქნათ ვეგუები მ...   Jan 20 2010, 07:50 PM
- - Power_VANO   ბერძენიშვილის გამ...   Jan 21 2010, 05:27 AM
- - Giga1   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Jan 21 2010, 10:19 AM
- - otosaxel   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Jan 21 2010, 01:21 PM
- - Giena   otosaxel ოხ, მოვიდა აინშ...   Jan 21 2010, 01:38 PM
- - gearge   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Jan 21 2010, 02:44 PM
- - Giena   Power_VANO http://www.myvideo.ge/?act=dvr&cha...   Jan 21 2010, 03:06 PM
- - gearge   ციტატა(Giena @ 21st January 2010 ...   Jan 21 2010, 04:53 PM
- - Power_VANO   ხვალ დავჯდები და ვ...   Jan 21 2010, 08:04 PM
- - Giga1   plastic ციტატა(plastic @ 22nd Ja...   Jan 22 2010, 02:24 PM
- - Power_VANO   ვეწვალე გუშინ, ვეწ...   Jan 23 2010, 03:59 PM
- - Giga1   6 გამოცდა ყოფილა სკ...   Jan 29 2010, 07:17 AM
- - Chacha   Giga1 ციტატა(gigalobjanidze @ 29...   Jan 29 2010, 09:56 AM
- - Giga1   Chacha ეგრე არ არის? მე ...   Jan 29 2010, 10:09 AM
- - Chacha   არა, 10 გამოცდა და მე...   Jan 29 2010, 01:17 PM
- - Giga1   Chacha ფუ ამათი! მე სხ...   Jan 29 2010, 01:20 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2024 - 05:21 AM