![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 35 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 191 ![]() |
რამოდენიმე თვეა უშედეგოდ ვცდილობ გავერკვე რომელი პრინტერი მჭირდება და სად ვიყიდო. იქნებ თქვენ იცოდეთ რამე:
პეიჯმეიკერში ვამზადებ 200მგ.ბ მოცულობის ფაილს და დისტილირებულ პდფ-ს ვაგზავნი დასაბეჭდად სხვასთან. ახლა გადავწყვიტე რომ თუ ფულიც მეყოფა, კარგი იქნება მე თვითონ დავბეჭდოთქო. ვიკითხე და ვინც მიბეჭდავს, იმან მითხრა 3000 დოლარი ღირს და ვერ იყიდიო(IMG:style_emoticons/default/smile.gif) რა თქმა უნდა არ დავიჯერე, მაგრამ რათ გინდა, ვერც ერთ მაღაზიაში ვერ მეუბნებიან კონკრეტულად რა მჭირდება, ამბობენ - ჩვენ არ შემოგვაქვს ის რაც თქვენ გინდათო. სასურველია 1/3 ფორმატის იყოს და კალკა დაბეჭდოს 300-600 დპი-ზე. როგორც მე მესმის, პოსკრიპტის მხარდაჭერაც უნდა ქონდეს. იქნებ მითხრად კონკრეტულად რა დასახელების პრინტერი ვეზებო; სად ვეზებო და რა ფასად; ღირს თუ არა ნახმარის ყიდვა(IMG:style_emoticons/default/smile.gif) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
jurnali
კაცოუ თუ მაგ საქმეში ხარ ნუ გადამრიე რავა გუშინდელი დამწყებივით საუბრობ????? რას ჰქვია 1/3 ფორმატი?? თუ არ დაგვცინი ალბათ იცი რომ პრინტერების უდიდესი ნაწილი გამოდის ქაღალდების შემდეგი სტანდარტებით A3 და A4, შენ რომელზე ბეჭდავ???? ახალ სტანდარტებს აწესებ თუ საერთოდ არ იცი რაზე ბეჭდავ?? პუუბლიკაციებს რა ზომაზე ამზადებ, ახლა არ თქვა A5 თორემ გავაფრენ! მერეადა 3000$ ფერადი პრინტერები აღარ ღირს შენ თუ საბეჭდი ცეხი გინდა გახსნა მაშIნ დომინანტი ან რომაიორი იყიდე პრინტერებშI კი ყველაზე ძვირ შემთხვვეაშიც კი 150 ან 2000 არ ასცდები. ახლა ამ შესავლის მერე გამცნობ რომ გარჩევადობა 300 Dpi დღეს რარიტეტია და თუ შენ რაიმე 1900 წელს გამოშვებულ პრინტერს არ იყიდი მაშინ მინიმუმ 600 Dpi გარჩევადობის პრინტერი შეგხვდება. განსხვავება არის პრინტერებში შემდეგი, სახლის (ასევთქვათ ბიუჯეტური) და საოფისე (შედარებით პროფესიონალური). განსხვავება ფურცლების ამობეჭდვის მაქსიმუმზეა, ასე მაგალიტად HP 1010 ან HP 1020 რომ აიღო სახლისთვის მშვენიერია, მაგრამ მაქსიმუმ დაანგარიშებულია ცხოვრების მანძილზე 15-20 ათასი ფურცლის დაბეჭდვაზე, იასნია დიდმაშტაბიანი საქმეებისთვის არ გამოგადგება, მაშIნ იხედები ისეთი პრინტერებისკენ როგორიცაა HP 5000, ან HP 8000 (კაროჩე ახლა ყველა მოდელს ხომ ვერ ჩამოვთვლი ეძებე 5 ან 8 ათასის მოდიფიკაციებში). შემდეგი აუცილებელი პირობა, რას ბეჭდავ სურათებს თუ ტექსტს, თუ ტექსტ ბეჭდავ 600 Dpi-ზე მეტიანი პრინტერი პროსტა არ გჭირდება, ერთადერთი თუ კალკაზე ამზადებ დასაბეჭდად დაგჭირდება სარკულად ამოტრიალება, მაგი ფუნქცია რომ გქონდეს, სასურველია PS ენის მხარდაჭერა ჰქონდეს, პრინტერს, მაგ შემთხვევაში ერთ პრიჩკას ჩართავ და პრინტერი თვითონ ბეჭდავს სარკულ ანარეკლში. შედმეგი აუცილებელი პირობაა კარტრიჯის მოხმარება. ბიუჯეტურები ბეჭდავენ 1 კარტრიჯზე 1500-200 ფარცელს, პირველ კარტრიჯზე რომელიც მოყვება საერთოდ 50%-ს ბეჭდავენ, ეგ სპეციალურადაა გაკეთებული რომ ჩქარა იყიდო ახალი კარტრიჯი და შენგან ფული ამოიღონ. სასურველია პრინტერის კარტრიჯი დატენვას ექვემდებარებოდეს, უფრო იაფად გამოხვალ, მაგრამ თუ კონკრეტული მოდელის პარაშოკი არ იშოვება სხვა მიახლოებული ფხვნილის ჩაყრა უარეს ანაბეჭდს მოგცემს ამ შემთხვევაში დატენილი კარტრიჯი გამოგადგება კორექტურის ამოსაბეჭდად. ნახმარის ყიდვა ღირს, მაგრამ უნდა ნახო რამდენი ფურცელია ამობეჭდილი და რა დღეშია მექანიკა და როლიკები, ასევე ფეჩი და პლიონკა ხომ არ არის დაზიანებული, ჩემს თვალწინ გაიყიდა პრინტერი რომელსაც ყველა რეზინის და პლასტმასის კბილანები დაზიანებული ჰქონდა, 2-ჯერ პლიონკა იყო გამოცვლილი და 245 ათასი ფურცელი ჰქონდა ამობეჭდილი, მაგისთანის ყიდვას ჯობია მტკვარში გადახტე. მაგრამ არის შემთხვევების როდესაც ერთერთი ახლობელი ყიდიდა 2 თვის ნახმარ პეინტერს რომელზეც სულ 500 ფურცელი იყო ამობეჭდილი და პრინტერი ვეჩნა ცელოფანში იყო გახვეული. მტვერიც კი არ ედო. ასე რომ გააჩნია სიტუაციას, შეიძლება სრული ქაქი იყოს და შეიძლება რაიმე გაჭირვების გამო იყიდებოდეს. გარჩევადობა 1200 დაივიწყე, შენ ცხოვრებაში არ დაბეჭდავ მაგ გარჩევადობით, ის სტამბები რომლებიც კალკიდან ამობეჭდილებს იყენებენ 1200 წერტილიან კალკაზე ნადღაბნს ბეჭდავენ, რადგან ფორმაზე ამოწვისას ანაბეჭდში ნამეტანი წვრილი წერტილებია, ასე რომ ისევ 600 მოგიწევს ბეჭდვა, 1200 და 2400 თუ გინდა ეგრევე ფირებზე ფიქრობ, ან პირდაპირ კომპიდან სტანოკზე ბეჭდვას (თბილისში ეგეთიც არის, მაგრამ ფირების გამოუყენებლობა სგაიაფებას არ ნიშნავს!!!). კაროჩე რა ახლა შენ თქვი რომ არიქა რაცხა მინმდა და მითხარით რამეო და ამასობაშI არც ზუსტ მონაცემებს იძLევი და არც არაფერი, პირიქით რაღაც 1/3-ზე ლაპარაკობ. პირველ ჯერზე ეს ინფოც გეყოფა, თუ რაიმეს დაკონკრეტება გინდა იდეა ჩამოაყალიბე და ადამიანურად თქვი თუ ტექნიკურ ტერმინებში არ ერკვევი, სულაც არაა საჭირო რაღაც ახალი გამოიგონო და ისე შეეცადო ახსნას!!! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 05:29 AM |