![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 35 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 191 ![]() |
რამოდენიმე თვეა უშედეგოდ ვცდილობ გავერკვე რომელი პრინტერი მჭირდება და სად ვიყიდო. იქნებ თქვენ იცოდეთ რამე:
პეიჯმეიკერში ვამზადებ 200მგ.ბ მოცულობის ფაილს და დისტილირებულ პდფ-ს ვაგზავნი დასაბეჭდად სხვასთან. ახლა გადავწყვიტე რომ თუ ფულიც მეყოფა, კარგი იქნება მე თვითონ დავბეჭდოთქო. ვიკითხე და ვინც მიბეჭდავს, იმან მითხრა 3000 დოლარი ღირს და ვერ იყიდიო(IMG:style_emoticons/default/smile.gif) რა თქმა უნდა არ დავიჯერე, მაგრამ რათ გინდა, ვერც ერთ მაღაზიაში ვერ მეუბნებიან კონკრეტულად რა მჭირდება, ამბობენ - ჩვენ არ შემოგვაქვს ის რაც თქვენ გინდათო. სასურველია 1/3 ფორმატის იყოს და კალკა დაბეჭდოს 300-600 დპი-ზე. როგორც მე მესმის, პოსკრიპტის მხარდაჭერაც უნდა ქონდეს. იქნებ მითხრად კონკრეტულად რა დასახელების პრინტერი ვეზებო; სად ვეზებო და რა ფასად; ღირს თუ არა ნახმარის ყიდვა(IMG:style_emoticons/default/smile.gif) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
მოკლედ მგონი ჩემს მეტი არავინ წერს ამ კითხვაზე აპსუხს :-)
კაროჩე A5-ის იდეები და A3-ის დალაგება ახალი არაა, რამდენი წელია მაგას ვაკეტებ, მაგრამ მე გირჩევდი შემდეგს. 1. დააფურთხე შენს სტამბას, კი მესმის A3 მაგარია, მაგრამ ძვირი ღირს ეგეთი პრინტერები. სტამბისთვის კი დიდი პრობლემა არაა თუ A4-ებზე მიუტან დაბუკლეტებულ პუბლიკაციას, როგრორმე ახლა გაინძრნენ და ერთ გვერდს მეორე ამორტიალებული დაუმიზნონ. დღემდე დიდი რედაქციების 60% A4-ზე ზის, აგერ ტელეპროგრამების გაზეთებს დააკვირდი შუაში ყველა გაზეთი გაჭრილია და ისეა დაბეჭდილი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , გინდაც ცნობილი "სარკე: აიღე - დოლო თვეების ამბავი არ ვიცი და ერთი წლის წინ რომ ისევ A4-ზე იჯდნენ ვიცი. ასე რომ არ მესმის სახლის მომხმარებელი არტომ უნდა აყვეს სტამბის ცხვირაპრეხილ მოთხოვნას და რატომ უნდა იყოდოს ისეთი პრინტერი რომელიც ბევრ ორგანიზაციას არ აქვს. თუ ისინი მაგაში არ ხარჯავენ ფულს შენ რა ბევრი გაქვს??? 2. გირჩევ რაიმე ახალი PS პრინტერი ნახო A4 ფორმატზე. საუკეთესო არჩევანი ადრე იყო HP 1200, მაგის კარტრიჯები უპრობლემოდ იტენებოდა და ფხვნილიც იშოვება, მაგრამ ეს HP 1300-ების კარტრიჯები დაცულია (ნუ დიდი არაფერია ტყდება, ქაღალდს შეაცურებს კონტაქტებში და ვსიო) მაგრამ პარაშოკი კონკრეტულად მაგ პრინტერისთვის არ არსებობს, იმიტომ რომ მარტო კარტრიჯებად იყიდება. კაროჩე აგას განსხვავებული აგხურების და მუშაობის გრაფიკი აქვს რის გამოც სხვა ფხვნილები შედარებით მკრთალ ანაბეჭდს იძლევიან. იგივეა 1018 და 1028 თუ რაღაც მაგდაგვარი რომ არის, თან მაგათ 20-22 ათასი აქვთ გამომუშავების ლიმიტი (თვეში მაქსიმუმ 2000), მერე ქინძდებიან. 3. ნუ გადაყვები ქსელურ პრინტერებს ფასი მოშნად იზრდება სარგებელი კი დიდი არ არის, მითუმეტეს თუ სახლში მუშაობ, ასევე შეეშვი 2000-ის სერიას, არ ვიცი რატომ ღირს ეგ სერია ასეთი ქაჯური ფასი, პრინტერები 700-800 დოლარს უტყაპუნებენ. კაროჩე ოპტიმალური არის 1000-იანის სერია (იდეაშI პრინტერების ფასი 400$-ს არ სცდება, ისიც გატრაკებული ვერსიის შემთხვევაში), მთავარია PS-ის მხარდაჭერა ჰქონდეს. 4. რაც შეეხება 300 Dpi-ს, ნუ უჯერებ მაგათ, დამიჯერე ტექსტის ბეჭდვისას მაგას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. თუ არ ტქმა უნდა 150 Dpi-ზე არ ბეჭდავ, ხოლო სურათის ბეჭდვისას იღებ საშინელ ზერნოს. ანუ დაპიქსელებულია სურათები როგორც ძველ "კომუნისტის" გაზეთში. სხვათაშორის ეგ მოსწონდათ Quarc-ის მე-3 და მე-4 ვერსიაში ისიც კი არ იცოდნენ რომ პროგრამას კონფიგურირება უნდა და მერე სურათებს 300 Dpi-ზე არ დაბეჭდავდა :-). 5. 300 Dpi სურათებზე ახლავე გეტყვი რისთვისაა საჭირო, მაგ დროს ხდება სურათის გრადაციის დიდი წერტილების ფორმირება. მაგალითად რომ შეადარო იგივე ანაბეჭQდი 600 წერტილიანს შედარებით სუფთად გამოიყურება, ხოლო 1200-ზე კი პრიალა და გლადკია, მაგრამ სტამბაში თუ აპარატურას დასხივება ფორმაზე 600 მეტად არ შეუძლია, მაშინ მაღალი გარჩევადობით დაბეჭდილ წერტილებს სტამბის სტანოკი ვერ აღიქვასვ და იმის მაგივრად რომ ანაბეჭდი მიიღოს რეზინის ბარაბანი გამოსახულებაზე დასრიალებს, შედეგად გადღაბნილი გამოსახულება მიიღება. კაროჩე სტამბა იყენებს ძველისძველ სტანოკებს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მიაყენე კედელტან და დახვრიტე, ნ სხვა სტამბა ნახე, დრეს თბილის ერთი დიდი სტამბაა :-) ასე რმ ალტერნატივის ნახვა არ გაგიჭირდება. 6. ბოლო ბოლო თუ ძალიან გინდა ეგეთი დიდწერტილოვანი დაბეჭდვა შეგიძლია პრინტერის PPD ფაილი გამოიყენო, ანუ პრინტერის დრაივერს კომპლექტში მოყვება PPD ფაილი, ეგ არის პრინტერის კონგიგურირების ფაილი. შენ თუ PM-ს იყენებ, მაშინ ეგ ფაილი უნდა ჩააგდო მისამართზე: C:\Program Files\Adobe\PageMaker 7.0\RSRC\UKENGLSH\PPD4 ან C:\Program Files\Adobe\PageMaker 7.0\RSRC\USENGLSH\PPD4 კაროჩე გააჩნია როგორ დააყენე PM-ი, რა თქმა უნდა ქართული ასოებისთვსი ჯობია International English-ი ამოირჩიო ინსტალაციის დროს, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მაგას ყურადღებას არ აქცევს, აინსტალირებს რაც არის ჩართული, ანუ US English და მერე ქართული ასოების გადატანაზე პრობლემა აქვთ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) კაროჩე ამ ფაილის გადაწერის შემდეგ, PRINT მენიუში პრინტერის დასახელების შემდეგ გაქვს ჩამოსაშლელი მენიუ PPD, მანდ აირჩიე შენი პრინტერის შესაბამისი PPD ფაილი. დაჟე 8000-ის სერიის დროს მაქსიმუმ LPI იქნება 85-105 ეგ უზრუნველყოფს კაკრას 600 წერტილით მუქ ბეჭდვას, მაგრამ 300 Dpi-ის პონტში დიდი წერტილების გამოსახულების ფორმირებას. იდეაში ეგ არის ჩანელის დახრის კუთხე, ნუ თუ არ იცი მაგის ახსნას აღარ დავიწყებ თორემ ხვალამდე ვერ მოვრჩები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) კაროჩე ხომ გაგიგია მუარს და სეტკას რომ ეძახიან, აი მაგი არეგულირებს მაგას, თუ FreQuency 150-ის მაშინ იღებ სერიოზულ ნაბეჭდს, მაგალითად მაგთის ან ჯეოსელის ბუკლეტების დონეს, მაგრამ თუ ახვედი 200 LPI-ზე, მაშინ მიიღებ უცხოური ჟურნალებისნაირ პრიალა გამოსახულებას, მაგრამ ეგ ფერდაშლის სტანოკებზეა ეგეთი მნიშვნელობები, იასნია გარჩევადობაც მაგ დროს მაღალი უნდა იყოს ამორჩეული და არა საცოდავი 600 და 1200 DPI, პრინტერებზე მაქსიმუმი რაც მინახია ეგ არის LPI 105, მაგაზე მეტი არ მინახია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) პირიქით თუ პრინტერზე ფერად გამოსახულებას ბაბეჭდინებ ხოლმე USE PPD-ს ვათიშინებ ხოლმე და პროგრამულად ვაწერინებ 150 LPI-ს რომ შედარებით ნორმალური გამოსახულება იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაშi კალკაზე PPD-თი და 85 ან 105 LPI-ით მიიღებ ვებერთელა სეტკით დაბეჭდილ გამოსახულებას. გამპარვია და ვიცი რა საშინელებაც არის :-). მარა შენს სტამბას იმენნო ვიცი რომ მოეწონება :-). ოღონდ დამიჯერე მაგის გამოყენება მხოლდო შავთეთრზე ღირს, ფერადზე არ მიქარო ანაბეჭდზე ხალხი რწყევას დაიწყებს :-) ახლა ხელთ არაფერი არ მაქვს თორემ დაგისკანერებდი და გაჩვენებდი. მოკლედ იმედია ეს ინფო საკმარისია. P.S. ჰო მართლა თუ ვენებს იჭრი და ძალიან გინდა, ვიცი რომ ერთი ყიდიდა HP 5000-ს და თუ გინდა გაგიგებ ყიდის კიდევ უ არა, მარა ვიცი რომ 1000 პრეზიდენტზე მეტი ეღირება. იდეაში ნახმარია, მაგრამ 500 გევრდამდეა მგონი ამობეჭდილი. რედაქციას ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ ის რედაქცია დაიხურა 3 ნომრის გამოშვების მერე და ახლა ტიპს სახლში უდევს და დასტირის :-) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 05:29 AM |