![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
მაშ ასე ვიწყებ ნელნელა:
თავიდან საავტორო უფლებები, ძირითადად აქ რასაც დავდებ გაკეთებულია ორი ახალგაზრდას მიერ რომელბიც მოღვაწეობენ ყველასათვის ცნობილ თბილისის ფორუმზე, ესენი არიან: Power_VANO და Rocko თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ თვითონ თბილისის ფორუმის ადმინისტარტორის TIM-ის წამოწყების გარეშე ბევრი რამ ხელმიუწვდომელი იქნებოდა. სწორედ მან დაიწყო პირველი IPB-ფორუმის გამოყენება, გაქართულება და სკრიპტების დაწერა, ეს ადმინი რომ არა ბევრი რამ ალბათ დღეისათვის შეუძლებელი იქნებოდა. მგონი არავინ გამომრჩა. მოკლედ პირველად IPB-ფორუმზე ჯერ კიდევ ვერსია 1.3-დან დაწყებული წვალობდა TIM-ი, შემდეგ ახალ ვერსიებთან დამატებით ხალხი შეუერთდა ამ საქმეს და საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწიეს, ბევრი ქართული ფორუმი სწორედ მათი წყალობით მუშაობს, სხვათაშორის გარკვეული იდეები ამ ფორუმზეც გამოყენებულია, მაგალითად ქართული ენის ფაილები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) . იმის გამო რომ ჩვენი საიტი ეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ახალი ფორუმის გახსნის დღიდან ბევრმა PM-ში სხვადასხვა ტექნიკური კითხვა დამისვა ამ ფორუმის ბირთვთან დაკავშირებით, გასაგები ხდება რომ ჩვენთან ეს თემა ადრე თუ გვიან აქტუალური იქნება. არანაირად არ ვეცილებით თბილისის ფორუმს შესაძლებლობებში და უფლებებში, პრაქტიკყულად პირველი ნაწილი რასაც აქ დავდებ სწორედ ამ ფორუმიდანაა აღებული, შემდგომში ცალკე პუნქტად ლურჯი სთაურებით დავსვავ კონკრეტულად ჩემს მიერ გაკეთებულ მოდიფიკაციებს, ჭითელი სათაურებიანი მოდიფიკაციები ეკუთვნით ზემოთხსენებულ ხალხს. უბრალოდ აქაც დავდებთ იგივე ინფორმაციას, მართალია ცოტათი მოდიფიცირებულს, მაგრამ ძირითადში იგივეს. მაშ ასე დავიწყეთ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
UTF-8 კოდირების მოწესრიგება
ამ ვერსიაში, ისევე როგორც 2.1.4-ში და 2.1.5-ში შემოტანილია გვერდის კოდირების ცვლადი. ამიერიდან, აღარ არის საჭირო ტვინის ჭყლეტა იმისათვის, რომ მთელი ფორუმი utf-8-ზე გადაიყვანო, ადრე HTML კოდში სტილებში იყო საჭირო კოდირების არჩევა საჭირო, დრეს ეს ერთი პარამეტრის შეცვლით ხდება. შევდივართ აქ: ACP -> TOOLS & SETTINGS -> General Configuration -> Document character set და ჩაწერეთ კოდირება utf-8 (იხილეთ მიმაგრებული სურათი) (IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image001.gif) გარდა ამისა მისათითებელია რომ MySQL ბაზიდან სკრიპტმა ტექსტები სწორად გამოიტანოს. თუ ქვემოთ აღწერილ მეთოდს არ გამოიყენებთ, ნაწილი ტექსტი გამოჩნდება შუაში კუბიკების ჩანართებით, ხოლო ახალი აკრეფილი პოსტები ბაზას გადაეცემა კითხვის ნიშნების სახით. ამიტომ ვიქცევით შემდეგნაირად: გავხსნათ რომელიმე HTML რედაქტორში ( გაჭირვების ჟამს შეიძლება ისარგებლოთ notepad-ით, მაგრამ არ გირჩევთ, ხაზებს ვერ მიაგნებთ) ფაილი ROOT_DIR/index.php და ვიპოვნოთ მასში ეს კოდი (ხაზი 83): პროგრამული კოდი $ipsclass->init_db_connection(); ხოლო მის შემდეგ კი ჩავამატოთ ეს: პროგრამული კოდი mysql_query("SET CHARACTER SET utf8"); აგრეთვე, გავხსნათ ფაილი ROOT_DIR/admin.php, ვპოულობთ ამას: პროგრამული კოდი $ipsclass->init_db_connection(); და მის შემდეგ ვამატებთ ამას: პროგრამული კოდი mysql_query("SET CHARACTER SET utf8"); მორჩა, ევრისინგ ვილ ბი ოკი ნაუ * ვიცი რომ ბევრი ახალბედა დაიბნევა სახელით ROOT_DIR ამიტომ აქ გიხსნით და შემდგომში იგულისხმება რომ ასე აღინიშნება თქვენი ფორუმის ძირეული საქაღალდე, ანუ ის დირექტორია სადაც ფორუმის ფაილებია მოთავსებული. მოკელდ საწყისი დირექტორია. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd July 2025 - 05:01 AM |