IPB 2.1.6-2.1.7 ფორუმი (თავიდან ბოლომდე), ჩამოქაჩვა, ინსტალირება, გაქართულება და სხვა |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
IPB 2.1.6-2.1.7 ფორუმი (თავიდან ბოლომდე), ჩამოქაჩვა, ინსტალირება, გაქართულება და სხვა |
May 29 2006, 09:30 PM
პოსტი
#1
|
|
Administrator ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 |
მაშ ასე ვიწყებ ნელნელა:
თავიდან საავტორო უფლებები, ძირითადად აქ რასაც დავდებ გაკეთებულია ორი ახალგაზრდას მიერ რომელბიც მოღვაწეობენ ყველასათვის ცნობილ თბილისის ფორუმზე, ესენი არიან: Power_VANO და Rocko თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ თვითონ თბილისის ფორუმის ადმინისტარტორის TIM-ის წამოწყების გარეშე ბევრი რამ ხელმიუწვდომელი იქნებოდა. სწორედ მან დაიწყო პირველი IPB-ფორუმის გამოყენება, გაქართულება და სკრიპტების დაწერა, ეს ადმინი რომ არა ბევრი რამ ალბათ დღეისათვის შეუძლებელი იქნებოდა. მგონი არავინ გამომრჩა. მოკლედ პირველად IPB-ფორუმზე ჯერ კიდევ ვერსია 1.3-დან დაწყებული წვალობდა TIM-ი, შემდეგ ახალ ვერსიებთან დამატებით ხალხი შეუერთდა ამ საქმეს და საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწიეს, ბევრი ქართული ფორუმი სწორედ მათი წყალობით მუშაობს, სხვათაშორის გარკვეული იდეები ამ ფორუმზეც გამოყენებულია, მაგალითად ქართული ენის ფაილები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) . იმის გამო რომ ჩვენი საიტი ეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ახალი ფორუმის გახსნის დღიდან ბევრმა PM-ში სხვადასხვა ტექნიკური კითხვა დამისვა ამ ფორუმის ბირთვთან დაკავშირებით, გასაგები ხდება რომ ჩვენთან ეს თემა ადრე თუ გვიან აქტუალური იქნება. არანაირად არ ვეცილებით თბილისის ფორუმს შესაძლებლობებში და უფლებებში, პრაქტიკყულად პირველი ნაწილი რასაც აქ დავდებ სწორედ ამ ფორუმიდანაა აღებული, შემდგომში ცალკე პუნქტად ლურჯი სთაურებით დავსვავ კონკრეტულად ჩემს მიერ გაკეთებულ მოდიფიკაციებს, ჭითელი სათაურებიანი მოდიფიკაციები ეკუთვნით ზემოთხსენებულ ხალხს. უბრალოდ აქაც დავდებთ იგივე ინფორმაციას, მართალია ცოტათი მოდიფიცირებულს, მაგრამ ძირითადში იგივეს. მაშ ასე დავიწყეთ. |
|
|
May 30 2006, 06:44 AM
პოსტი
#2
|
|
Administrator ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 |
Quick Reply Box-ის ავტომატური გახსნა
ეხლა კი მივხედოთ პირველად კონფიგურირებას. პრაქტიკულად თბილისის ფორუმმა საქართველოში მიგვაჩვია იმას რომ სწრაფი პასუხის ფანჯარა ღია უნდა იყოს, ვერაფერს იტყვი მოსახერხებელია, ამასობაში ბევრ სხვა ქვეყანაში ამ ფანჯარას წესით არ ხსნიან. ამ ფორუმშიც სწორედ ეს ფანჯარაა ძირს. თუმცა ცოტა მოდიფიცირებულია, ამაზე ცოტა მოგვიანებით. მოკელდ ჩავასწოროთ კოდი ისე, რომ ეს ყუთი ავტომატურად იხსნებოდეს, მიუხედავად იმისა, თუ რას მიუთითებს მომხმარებელი თავის კაბინეტში. ამისათვის, პირველ რიგში, შესაბამის განყოფილებაში უნდა იყოს ჩართული სწრაფი პასუხის მხარდაჭერა. ახალი განყოფილების შექმნისას, სწრაფი პასუხის მხარდაჭერა ავტომატურად ირთვება ხოლმე, მაგრამ მაინც გადაამოწმეთ: ACP -> MANAGEMENT -> განყოფილების მენიუ* -> Settings... -> Enable Quick Reply - ეს პარამეტრი დააყენეთ Yes-ზე. ამის შემდეგ ვხსნით ფაილს ROOT_DIR/sources/action_public/topics.php, ვპოულობთ მასში ამ კოდს: პროგრამული კოდი $sqr = $this->ipsclass->my_getcookie("open_qr"); და ვცვლით ამით: პროგრამული კოდი $sqr = 1; ამის შემდეგ ყველა განყოფილებაში, რომელშიც ეს ფუნქცია ჩართულია, ეს ყუთი მომხმარებელს ავტომატურად გახსნილი დახვდება. _______________________ * ამიერიდან, სადაც კი იქნება მოხსენიებული ტერმინი განყოფილების ან სკინის მენიუ, ჩათვალეთ, რომ იგულისხმება კონტექსტური მენიუ, რომელიც გამოდის განყოფილების ან სკინის სახელის გასწვრივ არსებული ღილაკის დაჭერისას (იხილეთ მიმაგრებული სურათი). (IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image004.png) ესეც მოვრჩით გადავედით შემდეგ მოდიფიკაციაზე |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:45 PM |