![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
მაინტერესებს რა მსგავსება-განსხვავებაა ამ ორ ტექნოლოგიას შორის.
P.S. მგონი გამოკითხვაც არ აწყენდა ამ თემას, მაგრამ ჯერ აქტივობას შევხედოთ. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
domen
კაროჩე ტექნოლოგიაზე რა გითხრა, არის ასეთი პონტი, ვინჩესტერი არის დისკი CD-ს გავს, არის დრაივში ერთი ფირფიტა ან ორი და მეტი, რაც მეტი ფირფიტაა მით უფრო რთულდება თავაკების სინქრონიზაცია და საჭიროებს ძლიერ და ძვირიან კონტროლეს, ამიტომ სამომხმარებლო კომპებში ხშირია 1 ფირფიტიანი ვინჩესტერები. მუშაობა ჩაწერა და წაკითხვა ხდება კონცენტრული წრეებიდან რომლების დაყოფილია სექტორებად და იწერება ინფორმაცია მაგნიტური ალღის მეშვეობით, ჯამში დღევანდელ ვინჩოებში მაგნიტური ფონი უფრო არის ვიდრე კონკრეტული მაგნიტური ვსპლესკები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) . კაროჩე ყველაფერი მექანიკაზეა და გარკვეული შეზღუდვები არსებობს სიჩქარეებზე, ნუ კოსმოსურ და ორბიტალურ სიჩქარეებს ვერ მიაღწევ, თავაკს რაც არ უნდა მათრახი ურტყა შესაძლებელზე უფრო ჩქარა ვერ ამუშაოვებ. არსებობს დაზიანებული სექტორების სტანდარტი, ანუ წრეზე ერთი ან ორი სექტორი ცუდად იწერს, ამ შემთხვევაში დისკზე რეზერვურად რამდენმე მეგაბაიტი არის ეგრეთწოდებულ სამომსახურეო სექტორებში, როდესაც დისკი ნახულობს დაბრედილ სექტორს, მას მონიშნავს ბანძად და რეზერვული ასლიდან იღებს თავისუფალი სექტორის ნომერს, ანუ როდესაც წრეზე მიადგება დაბრედილს იმის მაგივრად რომ ამ დაბრედილიდან ამოიკითხოს მის მაგივრად ჩამატებულ სექტორს მიმართავს, რომელიც შიდა წრეზეა განთავსებული, იასნია ამ დროს თავაკი გადახტება მუშა წრიდან შიდა კონცენტრულ წრეზე იმ სექტორთან რომელიც ავადმყოფის მაგივრად ინახავს ინფოს. კონკრეტულად არცერთი მწარმოებელი არ ადასტურებს რამდენი მეგაბაიტი აქვთ მათ ვინჩოებს რეზერვულად. ზოგიერთი ოცნებებში გაიჭრა და ამტკიცებენ რომ რეზერვული ასლი დისკზე იმდენივეა რაც თვითონ დისკს მოცულობა აქვს, ანუ რეალში ორმაგი მოცულობა გაქვს, მაგრამ მხოლოდ ერთს ხედავ, მეორე კი ცუდი სექროერბის რეზერვირებისთვის არისო. რავიცი რა გითხრა აბა. კაროჩე ასე თუ ისე რეზერვული სექტორების გამო თავაკი წინ და უკან დარბის ამის გამო სიჩქარის მაჩვენებელზე იღებენ ეგრეთწოდებულ ოსცელოგრაფის ვსპლესკებს, ანუ კაკრას თავაკი უპატრონოდ დარბის, როდესაც დისკზე ბევრი ეგეთი გადამისამართებული სექტორია წარმოიდგინე რას დარბის თავაკი :-) ნუ იასნია დისკის წარმადობა ეცემა მაგეთ პერიოდში (დროა დისკი ახლაზე გამოცვალოთ). როდესაც რეზერვული ნაწილი ამოწურულია და ავტომატური ჩანაცვლება შეუძლებელია ხდება ბედ სექტორების ხილულ ნაწილში მონიშვნა, აი სწორედ მაშინ იწყებს მომხმარებელი ბედ სექტორების დანახვას, თუმცა ბედ სექტორები უნდა დაიყოს ორ ნაწილად, პროგრამულ შეცდომად და აპარატურულ პრობლემად, პროგრამული შეცდომა იმკურნება Low Level ფორმატირებისას ან დისკის განულებისას. მაგ დროს სათითაო სექტორი მოწმდება და თუ შეცდომით ქჰონდა განაჩენი ის გამოსწორდება, ხოლო თუ ფიზიკური შეცდომაა ან დაზიანება, იმას აღარაფერი ეშველება. არსებობს სხვათაშორის არასწორე კონტროლერის პროგრამირებაც, მაგალითად ადრე სჭირდა WD-ს და SAMSUNG-ის დისკებს, კონტროლერი რაღაც მომენტში აფრენდა და დისკზე პროსტა სემიჩკასავით იბნეოდა ბედ სექტორები, უბრალოდ ეგრეთწოდებული დეჟურნი პროგრამის გადაწერის მერე ყველაფერი სჭირდებოდა. მარა ცოტა ხანში ისევ ურევდა და ასე შემდეგ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) კაი იმედია HDD-ზე მოვრჩი, ამაზე მეტად ახლა ნუღა მაწვალებ, მაშინ უნდა დაგიბარო აუდიტორიაში და საათობით ყველა პრეცენდენტი უნდა მოგიყვანო :-) რაც შეეხება ფლეშკებს, ესენი მუშაობენ ტრანზისტორების ხარჯზე, ანუ არსებობს ტრანზისტორი რომელსაც იოლი წარმოდგენისთვის ჩათვალე აქვს პატარა პირი. ეს პირი ვეჩნა დახურულია, მაგრამ გარკვეული ბრძანების მიღების შემთხვევაში იხსნება და შიგნით იკეტება მუხტი, ახლა წარმოიდგინე დიდი ციხე რომელსაც ზემოდან მინის სახურავი აქვს და სათითაო კლეტკა ჩანს, ზემოდან გადახედავ დაინახავ რომელ გალიაში ზის მუხტი და რომელში არ ზის, მიიღება 0 და 1. ანუ სტანდარტული ორობითი რიცხვი. იმისათვის რომ ამ ტრანზისტორებთან ჩქარი წვდომა გქონდეს, მოგონებულია ეგრეთწორებული არტერიები, ანუ ერთი ბილიკი წარმოიდგინე და მარჯვნიდან და მარცხნიდან აქვს ეს გალიები შემორტყმული მთელს სიგრძეზე, ამ ბილიკით გადაიცემა მთავარი ბრძნება, ანუ მუხტები და რომელში ჩაიკეტოს და რომლიდან გამონთავისუფლდეს. ნუ საკონტროლოდ ყელა გალიას კიდევ ერთი კონტაქტი მეორე მხრიდანაც მიყვება (ნუ ნომერაცია და ადგილი რომ განიზასღვროს), გამარტივებისთვის მას დამიწება დავარქვათ. მოკლედ ჩამოივლის ახრანნიკი დააჭერს ტრანზისტორს ფეხს, ის სიმწრით პირს გააღებს და ან ჩასტენიან პირში მუხტს ან გამოუშვებენ. იმის გამო რომ ზემოთხსენებულ ბილიკებზეა ყველაფერი აგებული ფლეშკის განულება ლამის მომენტალურად შეიძლება, ანუ მთავარ არხზე ერთი ბრძანება და მარჯვენა და მარცხენა გალიებიც ერთდროულად პირს დააღებენ, თუ რომელიმეს მუხტი ჰქონდა მაშინვე გაუშვებს. მოკლედ იმის გამო რომ ასე ვთქვათ არტერეიბზე აგებული ტექნოლოგია ერთდროულად საკმაოდ დიდ მასივს გადაეცემა ინფო. ვინჩო ასეთ პონტს ვერ აკეთებს იქ თავაკმა სათითაო სექტორს უნდა დაუაროს. მაგრამ არის აქ პლიუსებიც და მინუსებიც. პლიუსი სისწრაფეა, მინუსი კი დაზიანება. მართალია ფლეშკა მექანიკურ დაზიანებებს უპრობლემოდ უძლებს ვინჩოსგან განსხვავებით, მაგრამ თუ დაზიანდა არტერია ჩათვალე ყველა ჩამოკიდებული ტრანზისტორი თუნდაც მთელი იყო ინფოს და ბრძანებებს ვეღარ იღებენ, ასე რომ თუ ზიანდება ფლეშკა, იკარგება არა ერთი სექტორი, არამედ მეთელი ბლოკები, ანუ ის ნაწილი რა მოცულობასაც აკონტროლებდა ერთ-ერთი არტერია. ასეთი რამ იშვიათია, მაგრამ მოძველებულ ფელშკებზე არაერთხელ მინახია, მაგალითად 92 მეგაბაიტიანი ფლეშკა, რომ გასკდე ბუნებაში ეგეთი არ არსებობს, უბრალოდ თავის დროზე 128-იანი იყო, მარა მოუწია დრომ და ნაწილი ტრანზისტორები დასასვენებლად წავიდნენ :-) ორივე მოწყობილობას, ანუ ვინჩოსაც და ფლეშსაც აქვს ცუდი თვისება, ინფოს დროთა განმავლობაში კარგავენ. ვინჩესტერზე მაგნიტური მუხტი სუსტდება და ბოლოს თავაკი ვეღარ კითხულობს, სად ნოლია და სად ერთი, ყველაფერი ერთ ფონად გამოიყურება, ასევეა ფლეშშიც, რაც არ უნდა გერმეტიულად ჩაკეტო ტრანზისტორი, ნელნელა მუხტი იკარგება. ასე რომ მუდმივი არცერთი არა რის, მართალია ეს ინფოს დაკარგვა ერთ და ორ წელიწადში არ ხდება, მაგრამ ვინჩებისთვის მგონი ასეთი ჩაწერილ და მიგდებული ინფოს ხანგრძლივობა განესაზღვრება 7-11 წლით. გააჩნია მოდელს და მწარმოებელს, ფლეშკებში კი არის 3-5 წელი. ასე რომ ჩაიწერეთ და მომავალ თაობებს დაუტოვწეთ არ გამოგადგებათ ჯობია ეგეთი მამაპაპური ინფო ნორმალურ ოპტიკურ მოწყობილობებზე ჩაიწეროთ და შეინახოთ, ანუ საყვარელი CD\DVD დისკებიიიიიი. მარა მათ შენახვა მოვლასაც ცოდნა უნდა თორემ 3-4 წელიწადში არანორმალურ პირობებში CD-DD დისკიები უფრო ფუჭდება ვიდრე იგივე ფლეშ და HDD დისკები. მოკლედ მართალია უხეში მონახაზებია მაგრამ იმედია ამ მომენტისთვის საკმარისია!!! ვსიო მე ამ თემაში პროსტა შემოვიჭყიტები ამხელა პასუხებს აქ აღარ დავწერ!! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd August 2025 - 01:16 PM |