![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
მოგესალმებით!
არ ვიცი რა ვთქვა ან როგორ ვთქვა, არც ის ვიცი რატომ ვამბობ, რადგან დარწმუნებული ვარ ვინც უყურა იმას რაც იმედზე ხდებოდა იგივე მდგომარეობაშია როგორშიც მე... მე ერთი რამ ვიცია ახლა, იმ ჟურნალისტებს ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა და გააკეთა, უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები, ასევე იმედს თავად უნდა ჩამოერთვას მაუწყებლობის ლიცენზია, მის უფროსს (გიორგი არველაძეს) უნდა ჩამოერთვას საქართველოში ცხოვრების უფლებაც კი, გარდა სხვა უფლებებისა და/თუ ლიცენზიებისა! დღეს რაც გადავიტანე, აგვისტოში არ გადამიტანია, როცა ვიცოდი, რომ ნამდვილად ხდებოდა ყველაფერი! ამ ფარსის შედეგად გარდაიცვალა ერთი ქალბატონი, სამი სასწრაფო მანქანა დგას ეხლაც ჩემს ეზოში და ცდილობენ ორი მეზობლის გადარჩენას, რომლებსაც ერთს ინფაქტი ხოლო მეორეს ინსულტი დაემართა ... ხვალ 4 საათზე რესპუბლიკის მოედანზე არის სამოქალაქო პროტესტი (პოლიტიკას ნუ შეხედავთ!), რავი, არ მოგიწოდებთ არავის, უბრალოდ გეტყვით, რომ არის პროტესტი, გსურთ წამოდით, არ გსურთ თქვენი ნებაა ... -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
plastic
მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამხელა სკანდალი, არეულობა, გადატვირთული სატელეფონო ქსელები, მასობრივი პანიკა და ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, აბსოლუტურად არაადექვატური რეაქცია იყო და არც მეტი - არც ნაკლები, "ქრონიკაში" გავრცელებულ რეპორტაჟმა გამოიწვია, რომელიც ზღაპარს უფრო გავდა, ვიდრე ქვეყანაში მიმდინარე უახლეს მოვლენებს. აქ ისიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თუ შენ გაქვს რკინის ნერვები გაქვს, ძალიან კარგია და მიხარია, მაგრამ იმ ხალხს რომელმაც ეს ყველაფერი თავის თავზე გადაიტანეს პირდაპირი მნიშვნელობით, საუბარი მაქვს ჯარისკაცების მშობლებზე, გორში მცხოვრებ ადამიანებზე, ფოთში და კიდევ ბევრ ისეთ ტერიტორიაზე და კუთხეზე ვინც ეს ყველაფერი თავისი თვალით ნახა, არ აქვთ ბატონო იმათ რკინის ნერვები და არ გვჭირდება და დავხოცოთ? ჩემთვის ძნელი დასაჯერები აღმოჩნდა, რომ სისხლიანი აქციები, დარბეული მომიტინგეები, პოლიტიკური მკვლელობები, საყოველთაო დაუმორჩილებლობა, არჩევნების გაყალბება, დაზარალებული მოსახლეობა და ასე შემდეგ - 1 %-ით მაინც შეესაბამებოდა რეალობას. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დეტალი იყო "გაპარული" (ბრჭყალებში იმიტომ, რომ სპეციალურად გააპარეს), მაგალითისთვის კი ისიც საკმარისია, რომ ეს ყველაფერი 7 ივნისს ხდებოდა, როცა კალენდარზე 13 მარტი იყო და, თანაც, ჟურნალისტმა რამდენჯერმე გაიმეორა: "3 დღის წინ", "გუშინ გაავრცელდა ინფორმაცია" და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ, სამოყვარულო მონტაჟზე და სააკვილის ძველი ინტერვიუს ნაქუცებიდან აწყობილ ფრაზებზე. ძალიან საინტერესოა, რანაირად უნდა დაიჯერო ადამიანმა, რომ შენს ქვეყანაში უკვე სამი დღეა ქაოტური სიტუაცია არის (არა მარტო პოლიტის მხრივ, არამედ მოსახლეობაშიც სერიოზული პანიკაშია), შენ კი ამ ყველაფერს დღეს იგებ, იმედის საშუალებით. მეც, თქვენნაირად, პირდაპირ ეთერში ვუყურებდი ამ გადაცემას, ოღონდ შუიდან, როცა არანაირი მინიშნება არ ყოფილა გადაცემის მსვლელობის დროს, რომ ეს იყო "იმიტაცია". კიდევ ერთხელ გავმეორდები, არ აქვს ყველას სწრაფი ანალიზის უნარი ვთქვათ, ჩემი მეზობლები 2 წუთის ყურების შემდეგ სახლიდან გარბოდნენ იცი? 3 სასწრაფო მედგა ეზოში და ბებიაჩემსაც გარკვეული ზიანი მიადგა (კერძოდ მსუბუქი ინფარქტი) ხალხი გაგიჟდა, ყველამ ჩვენც შუა გადაცემაზე გადავრთეთ და ასე თუ ისე დამაჯერებელი სიტუაცია იყო (და ბოდიში, რომ ყველა მოკლე კლავიან მაისურებს არ ვაკვირდებოდით), მე პირადად საღამოს 7:30 გავიღვიძე, აზრზე არ ვიყავი ქვეყანაში რა ხდებოდა და რა არა და ვრტავ იმ მომენტში ჯარი როგორ გადაუდგა ხელისუფლებას და ბურჯანაძეს შეეკრა, შენთვის რა იყო არ ვიცი მაგრამ ჯარზე რომ გავიგე კინაღამ მართლა ცუდად გავხდი (ცოტა არ იყოს მძიმე სიტუაციებში მეც საკმაოდ კარგად ვიჭერ თავს)... ანუ რა გამოდის, ნახევარ საათში მოსახლეობა მოიცვა პანიკამ და შიშმა. რაც ძალიან ცუდი იყო, რა თქმა უნდა. კი, ეგრე გამოდის რადგან ამათმა მუდმივმა ჩიჩინმა იმუშავა ეტყობა ხალხზე! არ იფიქროს ვინმემ, რომ მე ეს სიუჟეტი მომეწონა, ან ვცდილობდე მაინც, რომ დავიცვა. პირიქით - არც ერთი ტელევიზია და პოლიტიკური ნიუსი ჩემს ინტერესს არ იწვევს და არც სიმპათია გამაჩნია, უფრო სანდო საშუალებებით ვიღებ ინფორმაციას. რომელია შენთვის სანდო ინფორმაცია? ინტერნეტი? და გორში რა ქნას მოხუცებულმა ხალხმა? უბრალოდ, სასაცილო იყო.... ძალიან გთხოვ მასე არასოდეს აღარ თქვა, ის რომ თავზე დამაჯვეს არ იყო სასაცილო, ის , რომ ჯარს თავზე დააჯვეს არც ეგ იყო სასაცილო, ის რომ ისედაც ნერვებ დამპალ ხალხს უარესად დაულპეს ნერვები და მორალურად გაჭყლიტეს არ იყო სასაცილო და მე მგონი დამეთანხმები... კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვერ ვხვდები, როცა ესეთ ნიუსს იგებ "პრეზიდენტი მოკლულია", "ეს მოკლულია", "ის დარბეული", "იქიდან ჯარი", "აქედან ბომბები" - ან სხვა არხზე გადართე ან შედი ინტერნეტში, ბოლო ბოლო ფორუმ.ჯი-ზე სადაც რამდენიმე თემა იყო გახსნილი სათაურით - "არ დაიჯეროთ". ან იმას მაინც ვერ უნდა მიხვდე, რომ ომი და გადატრიალება 15 წუთში არ ხდება? და თუ 9 საათზე გავიდა სიუჟეტი, ძირითადი ინფორმაცია 8-ზეც გავიდოდა და 5-ზეც და ნებისმიერ დროს?... ან დავიჯერო, პირველად მოისმინეს ტელევიზორში ტყუილი? წეღანაც ვთქვი, ხალხი იმდენად არის ამათგან რუსი მოდის ძახილს, რომ არაფერს გამორიცხავს, არის ფსიქოლოგიური მომენტი რასაც შოკი ქვია, და ამ შემთხვევაში ან ადამიანი გარბის ან შეშდება, ეს დაგვემართა ზუსტად ჩვენ ვინც მოასწრო გაანალიზება მაინც ანერვიულდა, მაგრამ დაწყნარდა, ვინც ვერ მოასწრო ან გაიქცა ან ცუდად გახდა და საავადმყოფოებში გააქანეს ეგრევე... ასე რომ, მთელი ეს გრეჩიხას და სხვა პოლიტიკური მარგალიტების მიერ გაკეთებული რეპორტები და აქცია იმედის შენობასთან, დროის კარგვაა და მეტი არაფერი, მე საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს. არავითარი გრეჩიხა და არცერთი პოლიტიკოსი დღეს რესპუბლიკის მოედანზე არ ყოფილა, იყო მხოლოდ ხალხი და იცი რამდენი? მაქსიმუმ 200-300 კაცი, მეტის ღირსები ვართ ეს კი არა ოჯახებში უნდა შემოგვივარდნენ ჩვენს ოჯახის წევრებს შეურაცყოფა უნდა მიაყენონ ჩვენს თვალწინ + ერთი-ორჯერ ჩვენც უნდა მოგვაჯვან და მაშინ თუ მოვალთ იმის აზრზე რის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს ხალხი და რის არა, საბერძნეთში მაგის დედამო^&%&ან გადასახადების გაზრდის გამო, აეროპორტები, საავადმყოფოები, ტელევიზიები და სხვა სახელმწიფო თუ კერძო საწარმო დახურეს და საყოველტაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა ხალხმა (არავითარი პოლიტიკოსების მოთხოვნა არ ყოფილა) და ჩვენ ამაზე მეტი რა უნდა გაგვიკეთონ არ მესმის... 24 წლის ვარ რაც თავი მახსოვს 5-6 წლიდან ალბათ ჩემი თვალიდან ორჯერ წამოვიდა ცრემლი, აგვისტოში და ეხლა, აგვისტოში იმიტომ, რომ ომი წავაგეთ, ბიჭები დაგვიხო, ტერიტორიები წაგვართვეს და ა.შ. და ეხლა იმიტომ, რომ თავზე დამაჯვეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მე ამ წუთას ჩემს თავზე ვლაპარაკობ და ეხლა იმ ჯარისკაცების რეაქციაც გაითვალისწინეთ მოღალატეობა, რომ დააბრალეს! უუპს, ამაზე უკომენტაროდ. საოცარი რაღაც მომხდარა, ქვეყნის ჯარში განგაში გამოაცხადეს, მხოლოდ იმის მერე, რაც სიუჟეტი ნახეს? ეშმაკმა დალახვროს. ეს უბრალოდ ძალიან სასაცილოა შენ წარმოიდგინე და ნახევარი მთავრობა გარბოდა, ეს ვიცი არა ტელეწვიზიებიდან და სხვა საინფორმაციო საშუალებებიდან, არამედ ბევრი ასეთი ხელისუფლების წარმომადგენლების ნათესავებისგან (რომელთაგან ერთერთი ჩემი დის ნათლიაა!), ასე რომ ეს სასაცილო არ იყო, ეს იყო ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ თავზე დაჯმა საქართველოს და ქართველი ხალხის P.S. ძალიან გავნერვიულდი, მესმის შენიც ყველაფერს შენთან მიმართებაში ნუ მიიღებ, უბრალოდ ბევრი უყურებს უკვე ეგრე და ჩემი აზრით, მინიმუმ არ შეიძლება ეს! -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th July 2025 - 07:49 AM |