რა ქნეს ეს?, იმედი მინიმუმ, უნდა დაიხუროს! |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
რა ქნეს ეს?, იმედი მინიმუმ, უნდა დაიხუროს! |
Mar 13 2010, 09:03 PM
პოსტი
#1
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 |
მოგესალმებით!
არ ვიცი რა ვთქვა ან როგორ ვთქვა, არც ის ვიცი რატომ ვამბობ, რადგან დარწმუნებული ვარ ვინც უყურა იმას რაც იმედზე ხდებოდა იგივე მდგომარეობაშია როგორშიც მე... მე ერთი რამ ვიცია ახლა, იმ ჟურნალისტებს ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა და გააკეთა, უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები, ასევე იმედს თავად უნდა ჩამოერთვას მაუწყებლობის ლიცენზია, მის უფროსს (გიორგი არველაძეს) უნდა ჩამოერთვას საქართველოში ცხოვრების უფლებაც კი, გარდა სხვა უფლებებისა და/თუ ლიცენზიებისა! დღეს რაც გადავიტანე, აგვისტოში არ გადამიტანია, როცა ვიცოდი, რომ ნამდვილად ხდებოდა ყველაფერი! ამ ფარსის შედეგად გარდაიცვალა ერთი ქალბატონი, სამი სასწრაფო მანქანა დგას ეხლაც ჩემს ეზოში და ცდილობენ ორი მეზობლის გადარჩენას, რომლებსაც ერთს ინფაქტი ხოლო მეორეს ინსულტი დაემართა ... ხვალ 4 საათზე რესპუბლიკის მოედანზე არის სამოქალაქო პროტესტი (პოლიტიკას ნუ შეხედავთ!), რავი, არ მოგიწოდებთ არავის, უბრალოდ გეტყვით, რომ არის პროტესტი, გსურთ წამოდით, არ გსურთ თქვენი ნებაა ... -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
Mar 14 2010, 08:42 PM
პოსტი
#2
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 |
plastic
გარკვეულწილად მართალი ხარ.. მე დღეს ვუყურე თავიდან ბოლომდე და როცა კრიტიკული თვალით უყურებ არავითარი პრობლემა არაა. თუმცა ძნელია მიმდინარე ინფორმაცია კრიტიკულად შეაფასოს ისედაც დაძაბულმა საზოგადოებამ და "7 ივნისი", "გუშინ", "მუნდიალის გახსნა" უკვე ვეღარ გაბრუნებს რეალობაში... თუმცა მე პირადად მაშინ ჩავრთე ტელევიზორი როცა თქვეს, რომ სააკაშვილი მოკლულია და რუსების არმია გორიდან და რუსთავიდან უახლოვდება ქალაქს.... პირველი რეაქცია პირის დაღება იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.. მერე მეგობარი მეუბნება რაო რა თქვეს სააკაშვილი მოკლულია თუ მომეჩვენაო... ერთი წარწერა აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამაფრთხილებელი რომ ეს არის დადგმა... თუმცა მაშინ ასეთი ეფექტი აღარ ექნებოდა, ხოლო როგორც ახლა ვუკვირდები ეგ გადაცემა ზუსტად ეფექტზე იყო გათვლილი, ხოლო შედეგმა ჩემი აზრით მოლოდინს ბევრად გადააჭარბა.... ციტატა უუპს, ამაზე უკომენტაროდ. საოცარი რაღაც მომხდარა, ქვეყნის ჯარში განგაში გამოაცხადეს, მხოლოდ იმის მერე, რაც სიუჟეტი ნახეს? ეშმაკმა დალახვროს. ეს უბრალოდ ძალიან სასაცილოა თავიდან მეც ეგრე ვიფიქრე, მაგრამ მერე რომ დავუფიქრდი მართლებიც იყვნენ: ეფექტი იმხელა იყო, რომ შესაძლოა სამოქალაქო ქაოსი დაწყებულიყო, რაზეც რუსეთი არ დააყოვნებდა და შესაძლოა მართლა გაეგრძელებინა ინტერვენცია, მითუმეტეს იმათი ტექნიკა უკვე მობილიზებულია (რამდენი ხანია) ადმინისტრქციულ საზღვარზე და მათ მხოლოდ დაქოქვა და დაძვრა სჭირდებათ (მობილიზაციაც კი არ უნდათ.. განგაშის გამოცხადებიდან 5-10 წუთში მზად იქნება მთელი საოკუპაციო ჯარი) ტელევიზორში არ ხმაურდება ყველა ფაქტი (არცაა საჭირო), თორემ ჯარებში თითქმის ყოველ კვირასაა განგაში: ხან რუსები გადაადგილდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე საეჭვოდ, ხან მზვერავ თვითმფრინავებს უშვებენ ჩვენს კონტროლირებად საჰაერო სივრცეში: მოკლედ ყოველნაირად ცდილობენ და გამუდმებით რაიმე პროვოკაციაზე წამოგვაგონ ისევ... ხოდა მაგ გადაცემა ჩემი აზრით ძალზე სახიფათო გამოდგა მაგ მხრივ თავისი მოულოდნელი შედეგებიდან გამომდინარე. -------------------- |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:56 AM |