![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 ![]() |
კომპზე ვამატებ Kingston-ების RAM-ებს (2 ცალ 512მბ-იან Samsung-ებს ვცვლი 2 ცალ გიგაბაიტიან Kingston-ში, 2 ცალი ზუსტად იგივე კი მაქვს ახლაც და ვამუშავებ) ჯამში გამიხდება 4 გბ ოპერატიული მეხსიერება (4X1gb). OS-ად კი ვიყენებ Windows 7 და XP SP3 ორივეს 32 ბიტიანს...
ვიცი, რომ დიდ სხვაობას არ მომცემს RAM-ის მოცულობის მიხედვით, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აწი ოთხივე RAM ერთნაირი იქნება და შედარებით მაღალ სიხშირეზე იმუშავებს (Samsung-ებს დაბალი სიხშირეებიაქვთ, თუმცა ECC-თი არიან "აღჭურვილები") ხოდა, ამ სიტუაციაში რამდენად მისაღებია SWAP ფაილის გათიშვა ორივე Windows-ისთვის? ახლა ლიმიტირებული მაქვს 2გბ-ით ორივეზე და სხვა (არასისტემურ) დისკზეა მოთავსებული. როგორც ვიცი, 64 ბიტიანი OS-ების შემთხვევაში თუკ 8გბ და მეტი RAM გაქვს, SWAP ფაილის გათიშვა საკმაოდ ეფექტურია... მოკლედ, რას მირჩევთ? თეორიულად რა უპირატესობა ექნება ვირტუალური მეხსიერების გათიშვას (როცა RAM საჭიროზე მეტია)? თუ ემპირიული მეთოდით ვცადო და ორივე შემთხვევაში (ჩართულ/გამორთულზე) დავბენჩო? -------------------- |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
davizo70
საქმე იმაშია, რომ XP მაგალითად როგორც ზემოთ ვახსენე ვერ მუშაობს ვირტუალური მეხსიერების გარეშე კარგად, რადგან არ იცის მის გარეშე მუშაობა, ლოგიკურიც არის მაშინ 2002 წელში 512 მეგაბაიტი ოპერატიული ითვლებოდა ძალიან ბევრად, არადა მარტო XP-ს 127 მეგაბაიტი მიაქვს... ამიტომ სხვა პროგრამების ბიბლიოთეკების და სხვა კომპონენტების სამუშაოდ გამოიყენებდა ვირტუალურ მეხსიერებას... მოდი მარტივად მივუდგეთ, ოპერატიული მეხსიერება ვინჩესტერზე მინიმუმ 10-ჯერ ჩქარია ხო? თუ პროგრამის სამუშაო ფაილები ოპერატიულში იქნება ჩათტვირთული და არა ვინჩესტერზე პროცესორი ხომ უფრო სწრაფად მიიღებს საჭირო ინფორმაციას? ამ ლოგიკით უფრო სწრაფად ხდება პირდაპირ ოპერატიულიდან მუშაობა ვიდრე ვირტუალური მეხსიერებიდან, მითუმეტეს, რომ როდესაც რამოდენიმე პროგრამა გვაქვს გაშვებული და თან მუსიკას ვუსმენთ ან ფილმს ვუყურებთ მთელი დატვირთვა მიდის ვინჩესტერზე (ვირტუალური მეხსიერების დროს) შესაბამისად რაც უფრო მეტია მოთხოვნა ინფორმაციის მით უფრო ნელა ხდება ამ ინფორმაციის გადაცემა (ვინჩესტერიდან)... დღეს როდესაც უმეტესობა კომპებისა აღჭურვილია 2GB ოპერატიულზე მეტით და მაინც XP-ს ვიყენებთ ლოგიკურად ჩნდება კითხვა რა ჯანდაბად გვინდა ვირტუალური მეხსიერება როდესაც XP იყენებს 127MB მოცულობას ოპერატიულში? ამასთან 1.73GB ადგილი თავისუფალი გვაქვს სადაც დამეთანხმები ყველა პროგრამის თუ თამაშის ბიბლიოთეკები და კომპონენტები თავისუფლად ჩაეტევა ... პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Mar 18 2010, 08:52 AM -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th September 2025 - 10:27 PM |