მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> პეიჯ ფილის გათიშვა, რამდენად რეკომენდირებულია?
gi0_kiborg
პოსტი Mar 17 2010, 09:42 AM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



კომპზე ვამატებ Kingston-ების RAM-ებს (2 ცალ 512მბ-იან Samsung-ებს ვცვლი 2 ცალ გიგაბაიტიან Kingston-ში, 2 ცალი ზუსტად იგივე კი მაქვს ახლაც და ვამუშავებ) ჯამში გამიხდება 4 გბ ოპერატიული მეხსიერება (4X1gb). OS-ად კი ვიყენებ Windows 7 და XP SP3 ორივეს 32 ბიტიანს...
ვიცი, რომ დიდ სხვაობას არ მომცემს RAM-ის მოცულობის მიხედვით, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აწი ოთხივე RAM ერთნაირი იქნება და შედარებით მაღალ სიხშირეზე იმუშავებს (Samsung-ებს დაბალი სიხშირეებიაქვთ, თუმცა ECC-თი არიან "აღჭურვილები")
ხოდა, ამ სიტუაციაში რამდენად მისაღებია SWAP ფაილის გათიშვა ორივე Windows-ისთვის? ახლა ლიმიტირებული მაქვს 2გბ-ით ორივეზე და სხვა (არასისტემურ) დისკზეა მოთავსებული.
როგორც ვიცი, 64 ბიტიანი OS-ების შემთხვევაში თუკ 8გბ და მეტი RAM გაქვს, SWAP ფაილის გათიშვა საკმაოდ ეფექტურია...
მოკლედ, რას მირჩევთ? თეორიულად რა უპირატესობა ექნება ვირტუალური მეხსიერების გათიშვას (როცა RAM საჭიროზე მეტია)? თუ ემპირიული მეთოდით ვცადო და ორივე შემთხვევაში (ჩართულ/გამორთულზე) დავბენჩო?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Power_VANO
პოსტი Mar 24 2010, 04:39 PM
პოსტი #2


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



otosaxel
ციტატა(otosaxel @ 22nd March 2010 - 08:41 PM) *
, ვოვ მე რამს ესე ვთვლიდი:
2^იმ ბიტის ხარისხად რაზეც სისტემაა

ძლიან კარგი იქნება თუ დაწერ მსგავს სტატიას და იქამდე შესაბამისი ლინკი ხომ არ შეგიძLია მომაწოდო?

არა, რეალურად ნამდვილად სწორად თვლი, 2-ს თუ აიყვან 32-ე ხარისხში, მიიღებ იმ რაოდენობას, რა რაოდენობის RAM-იც იდეაში 32 ბიტიან სისტემას შეუძლია დააინდექსიროს. ანუ თითქმის 4.3 GB-ს.

მოკლედ, 2-ის 32-ე ხარისხში აყვანით იღებ ზუსტად სისტემის რეგისტრების მაქსიმალურ რაოდენობას. მაგ ფორმულის შესაბამისად, 32 ბიტიან სისტემას თეორიულად 4GB-ზე მეტი ოპ. მეხსიერების მხარდაჭერა ჰქონია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ რეგისტრების დიდი ნაწილი "საწყალ" სისტემას სჭირდება სხვა კომპონენტებისთვისაც (მარტო RAM-ი ხომ არაა მისახედი). იგივე დედა დაფაზე ოხრად კომპონენტებია, რომლებიც ასეულობით რეგისტრს ჭამენ და ა.შ. ჯამში, სისტემის კონფიგურაციიდან გამომდინარე, 32 ბიტიან სისტემაზე, რომელსაც 4GB ოპ. მეხსიერებასთან აქვს წვდომა, გამოყენებადია, საშუალოდ 2.7-დან 3.4-3.5 GB-მდე ოპ. მეხსიერებას. კიდევ ვიმეორებ, დამოკიდებულია ეს ყველაფერი სისტემის კონფიგურაციაზე. რაც უფრო მეტი კომპონენტია სისტემაში, რაც უფრო მეტი კომპონენტია დედა დაფაზე ჩართული (სხვადასხვა პორტები და ა.შ.) მით უფრო ნაკლები ოპ. მეხსიერების ინდექსირება შეეძლება 32-ბიტიან სისტემას.

გამოსავალი PAE-ეა, რაც საშუალებას იძლევა 32-ბიტიანმა სისტემამ 36-ბიტიანი სისტემის რეგისტრების რაოდენობა მიიღოს (ანუ თეორიული ლიმიტი ოპ. მეხსიერებაზე - 64 GB), მაგრამ არა კარგი გამოსავალი. PAE თავის მხრივ სხვა ბევრ პრობლემას აჩენს კიდევ.

davizo70
მოდი მე ვეცდები გავცე პასუხი შენს კითხვას შეძლებისდაგვარად (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

დავიწყოთ სისტემიდან:

როგორც ჩემს ამავე პოსტში წერია, თუ 32 ბიტიან სისტემაზე 4+ GB ოპ. მეხსიერებას ვიყენებთ, რეალურად წვდომადი არის მხოლოდ 2.7-დან 3.5 GB-მდე მეხსიერება. ამის მიზეზიც მიწერია მანდვე.

+ 32 ბიტიან პროგრამებთან/პროცესებთან ვაწყდებით მეორე პრობლემას - ნებისმიერი 32 ბიტიანი პროცესი შეზღუდულია 2 GB ოპ. მეხსიერებით (სტანდარტულად). ანუ ვერცერთი 32 ბიტიანი პროცესი სისტემის სტანდარტულ კონფიგურაციაში ვერ გამოიყენებს 2 GB-ზე მეტ ოპ. მეხსიერებას.

კარგი, თუ 2 GB-ზე მეტ ოპ. მეხსიერებას ვერ ვიყენებთ, რა ვქნათ მაშინ? ერთ-ერთი გამოსავალია პეიჯ ფაილის გამოყენება ზუსტად. HDD-ზე რამდენ ადგილს გამოვიყენებთ, ამაში ხომ არ გვზღუდავს სისტემა?
ესეც პეიჯ ფაილის გამოყენების ერთ-ერთი მიზეზი გავიარეთ.


მაგრამ შენ გაინტერესებს უფრო მნიშნველოვანი, რატომ უნდა გამოიყენოს პროგრამამ პეიჯ-ფაილი, თუ ოპ. მეხსიერებაში ადგილი მისთვის კიდევაა დარჩენილი?

ამ შემთხვევაშიც, პასუხი მარტივია.

1) ოპ., მეხსიერების ბოლომდე შევსება რეკომენდირებული არაა, ბოლომდე შევსებული ოპ. მეხსიერებით სისტემა ნელა მუშაობს, თავისუფალი სივრცე აუცილებელია სწრაფი მუშაობისთვის.

2) პრიორიტეტები, პრიორიტეტები და პრიორიტეტები. ანუ, უფრო მარტივად რომ ავხსნა, არსებობს რაღაც კომპონენტები, რისი ჩატვირთვაც კონკრეტული პროგრამის "აზრით" უკეთესია RAM-ში, ან უკეთესია Page File-ში.

აი წარმოიდგინე სიტუაცია, მუშაობ ფოტოშოპში, გახსნილი გაქვს 10 დიიიიდი სურათი და ამუშავებ. როცა შენ სიტყვაზე მუშაობ მე-9 სურათზე, იმის გამო, რომ ეს შენი სამუშაო გარემო საკმაოდ ბევრ RAM-ს მიირთმევს, ფოტოშოპი იღებს გადაწყვეტილებას, შენი დანარჩენი სურათები გაუშვას პეიჯ ფაილში იმისთვის, რომ შენ კონკრეტული სამუშაო გარემოსთვის დაგიზოგოს ოპ. მეხსიერება. თუ პროგრამა ამას არ გააკეთებს, მისთვის გამოყოფილი მეხსიერების მოცულობა შეივსება და შედეგად მიიღებ ნელ მუშაობას და ჭედვებს (ანუ კიდევ ერთხელ - თავისუფალი RAM-ი აუცილებელია სწრაფი მუშაობისთვის).

სწორედ ასეთი პრიორიტეტების მიხედვით ხდება პეიჯ ფაილის გამოყენება. იგივე ვინდოუსიც ამ პრინციპით იყენებს პიეჯ ფაილს. დროებით არასაჭირო კომპონენტებს, DLL -ებს და ა.შ. მეხსიერებიდან პეიჯ ფაილში უშვებს, რათა მეტი მეხსიერება გამოათავისუფლოს.

მოკლედ, თუ კიდევ შეკითხვები გაქვს, მკითხე, შევეცდები იმათზეც გაგცე პასუხი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- gi0_kiborg   პეიჯ ფილის გათიშვა   Mar 17 2010, 09:42 AM
- - Giena   gi0_kiborg წარმადობას მო...   Mar 17 2010, 08:51 PM
- - davizo70   როგორ იწვევს სვაპ ...   Mar 18 2010, 07:32 AM
- - Giena   davizo70 საქმე იმაშია, რ...   Mar 18 2010, 08:50 AM
- - davizo70   ეგ გასაგებია, მაგრ...   Mar 18 2010, 09:47 AM
- - gi0_kiborg   davizo70 არაა მასე მარტ...   Mar 18 2010, 10:34 AM
- - Giena   davizo70 ციტატა(davizo70 @ 18th ...   Mar 18 2010, 07:34 PM
- - Power_VANO   მოკლედ, გიო, 4 GB-ზე გა...   Mar 18 2010, 07:45 PM
- - davizo70   მე მაინც ვერ გავიგ...   Mar 19 2010, 08:34 AM
- - Giena   davizo70 კაი, მაშინ მარტ...   Mar 19 2010, 08:49 AM
|- - davizo70   ციტატა(Giena @ Mar 19 2010, 01...   Mar 24 2010, 10:58 AM
- - gi0_kiborg   გავთიშე მოკლედ... ბე...   Mar 19 2010, 12:29 PM
- - Giena   gi0_kiborg ციტატა(gi0_kiborg @ 1...   Mar 20 2010, 05:19 AM
- - Power_VANO   gi0_kiborg ციტატა(gi0_kiborg @ 1...   Mar 20 2010, 05:41 PM
- - otosaxel   ისე ეს 4 გბ უთავსება...   Mar 20 2010, 09:55 PM
- - Power_VANO   otosaxel მოიცა და გგონი...   Mar 21 2010, 10:00 PM
- - fashisti   Power_VANO ხო რა დაწერე ს...   Mar 22 2010, 02:01 PM
- - Giena   fashisti დააყენე 4 შენი რ...   Mar 22 2010, 02:08 PM
- - fashisti   კაი 4-ს დავაყენებ... ...   Mar 22 2010, 02:44 PM
- - Giena   fashisti გათიშე აწი საე...   Mar 22 2010, 03:53 PM
- - otosaxel   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Mar 22 2010, 04:41 PM
- - davizo70   ამ პოსტიდან ერთი რ...   Mar 22 2010, 07:48 PM
- - gi0_kiborg   davizo70 მე ვნახე Tomshardware-ზ...   Mar 22 2010, 08:20 PM
- - otosaxel   davizo70 ლინუქსზე ამგრა...   Mar 22 2010, 08:28 PM
- - Giena   davizo70 ციტატა(davizo70 @ 24th ...   Mar 24 2010, 11:17 AM
- - davizo70   არაფერიც არაა გასა...   Mar 24 2010, 11:26 AM
- - gi0_kiborg   davizo70 მოდი, ან ჩვენ და...   Mar 24 2010, 01:31 PM
- - davizo70   მე მაინც ვფიქრობ, რ...   Mar 24 2010, 02:40 PM
- - zaza.r   იქნებ დაწეროთ საიდ...   Mar 24 2010, 03:16 PM
- - otosaxel   gi0_kiborg ციტატა(gi0_kiborg @ 2...   Mar 24 2010, 03:18 PM
- - Power_VANO   otosaxel ციტატა(otosaxel @ 22nd ...   Mar 24 2010, 04:39 PM
- - davizo70   უღრმესი მადლობა , ...   Mar 24 2010, 05:12 PM
- - Power_VANO   davizo70 არაფერს   Mar 25 2010, 01:00 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st July 2025 - 04:53 PM