|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Mar 24 2010, 06:21 PM
პოსტი
#1
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
ოოოჰ.. დიდი დღეებია ჩვენთვის, IEღოვლებისთვის!
ძმანო IEღოველნო, დადგა ჟამი, ოდეს ვეღარ გვეტყვიან მოციქულნი ისინი, ეშმაკისანი - ცეცხლკუდა მელია (FireFox), პოსტსაბჭოეთის ფავორიტი (Opera), გუგულის ფსეფდო შვილი (Chrome) და დამპალი ვაშლის ყუნწი (Safari), უგვანსა სიტყვას, ვითარცა: ჯავაი სკრიპტი თქვენი ზანტ არს და დონდლო, ვერა სცნობთ ესპერანტოს (სტანდარტები არ გესმითო, ე.ი.), ტვინსა სტ&%^&*თ (ოპ. მეხსიერებას იყენებთ ბევრსო, ე.ი.) და სხუა და სხუა ბრალდებანი იგი ეშმაკეულნი. შესავალი გვეყო - Internet Explorer 9 მოდის! IE პრაქტიკულად 0-დან იწერება, ახალი რენდერინგის ძრავებით, ახალი რევოლუციური ტექნოლოგიების მხარდაჭერით! მოკლედ, როგორც ზემოთ ვთქვი, "მოციქულთა ეშმაკისასა" კარგი დღე არ ელით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პირველი, რაც ყველას გაუხარდება, MS-ი აპირებს IE9 სტანდარტებთან სრულად თავსებადი გახადოს. IE9-ს ექნება HTML5, CSS3, SVG, XHTML და H.264/MPEG4 HTML5 ვიდეოს სრულყოფილი მხარდაჭერა. ესეც ვიდეო-ინტერვიუ სტანდარტებისა და თავსებადობების შესახებ: იგივე ვიდეოს ლინკი: http://channel9.msdn.com/posts/Charles/IE-...teroperability/ 0-დანაა დაწერილი javascript ძრავი, სახელად "Chakra". რაც ყველაზე "მაგრად ასწორებს" Chakra მრავალნაკადიანი ძრავია, ანუ სრულად გამოიყენებს ჩვენი ახალ-ახალი 4 და მეტბირთვიანი პროცესორების სიმძლავრეებს. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ესეც ჯავასკრიპტ ძრავის პრეზენტაციის ვიდეო: ლინკი იმავე ვიდეოზე: http://channel9.msdn.com/posts/Charles/IE-...-new-JS-Engine/ ახალი ძრავი სწრაფია, ძალიან სწრაფია! პრაქტიკულად, უკვე მიღწეულია "ეშმაკის ფეხების" დონის წარმადობა. და კიდევ ერთი და რევოლუციური ტექნოლოგია - რენდერინგი GPU-ს ძალებით! IE9-ში ვებ-გვერდზე არსებული კონტენტის რენდერინგისთვის ვიდეო დაფის სიმძლავრეების გამოყენება იქნება შესაძლებელი. შედეგად, მიიღება საოცრად "რბილი" და სწრაფი სამუშაო გარემო და უმაღლესი დონის რენდერინგის ხარისხი. ვიდეო დაფის სიმძლავრეების გამოყენება DirectX-ში ჩაყოლებული ტექნოლოგიის D2D-ს საშუალებით ხდება. ვიდეო რენდერინგის საპრეზენტაციო ვიდეო: ლინკი იმავე ვიდეოზე: http://channel9.msdn.com/posts/Charles/IE-...e-GPU-with-D2D/ აქაა IE9-ს პრეზენტაცია Professional Developers Conference 2009-ზე: http://microsoftpdc.com/Sessions/KEY02 IE9-ის შესახებ სტივენ სიფოსკი საუბარს იწყებს მიახლოებით მე-40 წუთიდან. + ყველა ახალი ტექნოლოგიის და შესაძლობის პრეზენტაციასაც აკეთებს მანდვე. აქ კი მცირე შემაჯამებელ მიმოხილვას ნახავთ, IE9-ს შესახებ, ბენჩმარკების სურათებით, შედეგებით და ა.შ: http://blogs.msdn.com/ie/archive/2009/11/1...developers.aspx ესეც ტესტირებების სურათები: Apple Webkit: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_2.png) Acid 3: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_3.png) "მომრგვალებული" საზღვრების ტესტი: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_4.png) CSS ტესტი: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_5.png) ესეც AnandTech-ის მცირე მიმოხილვა: http://www.anandtech.com/tradeshows/showdoc.aspx?i=3771 ეს კი Microsoft-ის ახალი ტესტ-ნაკრები ბროუზერებისთვის: http://ie.microsoft.com/testdrive/ -------------------- I do it from behind...
|
|
|
|
![]() |
Mar 26 2010, 06:55 PM
პოსტი
#2
|
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 30 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.748 |
maugli
თუ ადამიანს ბრაუზერით მხოლოდ საიტების გახსნა უნდა, მაშინ დიდი მნიშვნელობა არ უნდა იყოს მგონი ოპერას იხმარს, იე-ს თუ მელაკუდას. რადგან არამგონია რო ამ ბრაუზერების საიტის გახსნის სისწრაფის შორის სხვაობა, რაღაც წამის მეათასედი, ადამიანს აღელვებდეს. ინტეფეისიც ერთი და იგივეა თითქმის ყველასი, თუ არადა მაგალითად მელაკუდაზე არსებობს ოპერას და IE-ს სკინები და დაჟე ფუნქციებიც. მაგრამ დღესდღეობით ბრაუზერი უბრალოდ საიტების გასახსნელი პროგრამა აღარ არის. ინტერნეტ სერფერს ბრაუზერი გახსნილი აქვს იმ დროის 99% როცა მისი კომპი ჩართულია. აქვს სხვადასხვა ტუუბარები, ედდონები და სხვა ინსტრუმენტები რომლითაც უფრო მოხერხებული ხდება ნეტში ბოდიალი. მე პირადად მელაკუდაზე 25 ადდონი მიყენია და აი ჩემ ჭკუაზე მაქვს ყველაფერი. რაც მელაკუდას შეუძლია იმას ვერ შეძლებს ვერც ოპერა და მითუმეტეს ვერც IE. აი ქრომი კიდე ვნახოთ, კარგი დასაწყისი აქვს, მაგრამ ჯერ პატარაა. ჰოდა იე არის ერთი დიიდი და მოუქნელი დრუხუნა მანქანა, და ვებ დეველოპერებს პირველ რიგში ეგ ეზიზღებათ. |
|
|
|
Power_VANO Internet Explorer 9 Mar 24 2010, 06:21 PM
maugli და როდის ვიხლიავთ?? Mar 24 2010, 07:00 PM
Giena Power_VANO
ვაიმე ეხლა გად... Mar 24 2010, 07:02 PM
Giga1 Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 2... Mar 24 2010, 07:04 PM
Giena ჰეჰ, IEPP-თი ვარ შემოს... Mar 24 2010, 07:08 PM
maugli 8 მოყვა ჩემთან ვინდ... Mar 24 2010, 07:14 PM
gi0_kiborg ტექპრევიუში ყველა... Mar 24 2010, 07:26 PM
Giena gi0_kiborg
გადმოწერე და ... Mar 24 2010, 07:37 PM
gi0_kiborg Giena
გაიხარე, ვცდი ვი... Mar 24 2010, 07:44 PM
Giena gi0_kiborg
ვირტუალურზე რ... Mar 24 2010, 08:21 PM
gi0_kiborg Giena
Opera-საც დავაყენებ... Mar 24 2010, 08:29 PM
Power_VANO gi0_kiborg
გიო, ლოკალზე დ... Mar 24 2010, 08:39 PM
gi0_kiborg Power_VANO
ცალკე თუ ყენდე... Mar 25 2010, 12:12 AM
Classical რაიო რა ხდებაო ? Microsof... Mar 25 2010, 05:05 AM
gi0_kiborg ვცადე
საკმაოდ მესი... Mar 25 2010, 06:00 AM
maugli ეღირსათ წესიერი ბრ... Mar 25 2010, 08:53 AM
Giga1 ციტატა(gi0_kiborg @ 25th March 20... Mar 25 2010, 10:42 AM
gi0_kiborg Giga1
http://ie.microsoft.com/testdrive/
აქ ... Mar 25 2010, 10:45 AM
Power_VANO gi0_kiborg
Canvas-ის მხარდაჭე... Mar 25 2010, 12:43 PM
otosaxel Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 2... Mar 25 2010, 03:52 PM
gi0_kiborg მოკლედ, ტესტების ა... Mar 25 2010, 04:54 PM
Power_VANO otosaxel
ციტატა(otosaxel @ 25th ... Mar 25 2010, 05:42 PM
otosaxel Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 2... Mar 25 2010, 05:47 PM
Power_VANO სხვათა შორის, ფლეშ... Mar 25 2010, 05:55 PM
CHABA xp ზე ვერ დავაყენებ ... Mar 25 2010, 07:03 PM
Power_VANO CHABA
ვერა, XP ამოვარდნ... Mar 26 2010, 06:13 AM
buxuti კარგით რა მასეთი ა... Mar 26 2010, 03:31 PM
gi0_kiborg Power_VANO
ციტატადა კიდე... Mar 26 2010, 04:27 PM
maugli buxuti
სანამ ოპერას ავ... Mar 26 2010, 04:45 PM
gi0_kiborg ციტატაჰოდა იე არის... Mar 26 2010, 08:18 PM
buxuti gi0_kiborg
ციტატაჰოდა რა... Mar 27 2010, 10:22 AM
Giena buxuti
ციტატა(buxuti @ 27th Marc... Mar 27 2010, 12:45 PM
Goka710 როდისთვის გაუშვებ... Mar 28 2010, 07:31 AM
buxuti Giena
ვებ სტანდარტებთ... Mar 28 2010, 08:30 AM
gi0_kiborg buxuti
წერია მაგის შედ... Mar 28 2010, 09:36 AM
Power_VANO buxuti
ვებ-პროგრამისტ... Mar 28 2010, 10:28 AM
maugli Power_VANO
რამდენადაც ვი... Mar 28 2010, 01:20 PM
Giena buxuti
მითხარი ერთი სა... Mar 28 2010, 02:31 PM
maugli Giena
გეთანხმები...რას ... Mar 28 2010, 02:47 PM
buxuti gi0_kiborg
ციტატაფლეშ თა... Mar 28 2010, 09:11 PM
Giena buxuti
ციტატა(buxuti @ 29th Marc... Mar 29 2010, 05:57 AM
buxuti Giena
ციტატარამდენი ხ... Mar 29 2010, 12:12 PM
Giena buxuti
ციტატა(buxuti @ 29th Marc... Mar 29 2010, 10:22 PM
Forumeli კაი ამბავი გამიგია... Apr 4 2010, 03:10 PM
Goka710 ახალი რა ისმის IE-ზე? ... Apr 13 2010, 06:36 AM
gi0_kiborg აი, გამოვიდა Microsoft Intern... May 6 2010, 10:11 AM
jinchvel როგორც ვიცი დღეს უ... Sep 15 2010, 10:56 AM
Giena jinchvel
გამოვიდა Sep 15 2010, 06:37 PM
FC BARCELONA მე საკმაოდ მომწონს... Sep 25 2010, 02:41 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 09:13 PM |