![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 ![]() |
ოოოჰ.. დიდი დღეებია ჩვენთვის, IEღოვლებისთვის!
ძმანო IEღოველნო, დადგა ჟამი, ოდეს ვეღარ გვეტყვიან მოციქულნი ისინი, ეშმაკისანი - ცეცხლკუდა მელია (FireFox), პოსტსაბჭოეთის ფავორიტი (Opera), გუგულის ფსეფდო შვილი (Chrome) და დამპალი ვაშლის ყუნწი (Safari), უგვანსა სიტყვას, ვითარცა: ჯავაი სკრიპტი თქვენი ზანტ არს და დონდლო, ვერა სცნობთ ესპერანტოს (სტანდარტები არ გესმითო, ე.ი.), ტვინსა სტ&%^&*თ (ოპ. მეხსიერებას იყენებთ ბევრსო, ე.ი.) და სხუა და სხუა ბრალდებანი იგი ეშმაკეულნი. შესავალი გვეყო - Internet Explorer 9 მოდის! IE პრაქტიკულად 0-დან იწერება, ახალი რენდერინგის ძრავებით, ახალი რევოლუციური ტექნოლოგიების მხარდაჭერით! მოკლედ, როგორც ზემოთ ვთქვი, "მოციქულთა ეშმაკისასა" კარგი დღე არ ელით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პირველი, რაც ყველას გაუხარდება, MS-ი აპირებს IE9 სტანდარტებთან სრულად თავსებადი გახადოს. IE9-ს ექნება HTML5, CSS3, SVG, XHTML და H.264/MPEG4 HTML5 ვიდეოს სრულყოფილი მხარდაჭერა. ესეც ვიდეო-ინტერვიუ სტანდარტებისა და თავსებადობების შესახებ: იგივე ვიდეოს ლინკი: http://channel9.msdn.com/posts/Charles/IE-...teroperability/ 0-დანაა დაწერილი javascript ძრავი, სახელად "Chakra". რაც ყველაზე "მაგრად ასწორებს" Chakra მრავალნაკადიანი ძრავია, ანუ სრულად გამოიყენებს ჩვენი ახალ-ახალი 4 და მეტბირთვიანი პროცესორების სიმძლავრეებს. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ესეც ჯავასკრიპტ ძრავის პრეზენტაციის ვიდეო: ლინკი იმავე ვიდეოზე: http://channel9.msdn.com/posts/Charles/IE-...-new-JS-Engine/ ახალი ძრავი სწრაფია, ძალიან სწრაფია! პრაქტიკულად, უკვე მიღწეულია "ეშმაკის ფეხების" დონის წარმადობა. და კიდევ ერთი და რევოლუციური ტექნოლოგია - რენდერინგი GPU-ს ძალებით! IE9-ში ვებ-გვერდზე არსებული კონტენტის რენდერინგისთვის ვიდეო დაფის სიმძლავრეების გამოყენება იქნება შესაძლებელი. შედეგად, მიიღება საოცრად "რბილი" და სწრაფი სამუშაო გარემო და უმაღლესი დონის რენდერინგის ხარისხი. ვიდეო დაფის სიმძლავრეების გამოყენება DirectX-ში ჩაყოლებული ტექნოლოგიის D2D-ს საშუალებით ხდება. ვიდეო რენდერინგის საპრეზენტაციო ვიდეო: ლინკი იმავე ვიდეოზე: http://channel9.msdn.com/posts/Charles/IE-...e-GPU-with-D2D/ აქაა IE9-ს პრეზენტაცია Professional Developers Conference 2009-ზე: http://microsoftpdc.com/Sessions/KEY02 IE9-ის შესახებ სტივენ სიფოსკი საუბარს იწყებს მიახლოებით მე-40 წუთიდან. + ყველა ახალი ტექნოლოგიის და შესაძლობის პრეზენტაციასაც აკეთებს მანდვე. აქ კი მცირე შემაჯამებელ მიმოხილვას ნახავთ, IE9-ს შესახებ, ბენჩმარკების სურათებით, შედეგებით და ა.შ: http://blogs.msdn.com/ie/archive/2009/11/1...developers.aspx ესეც ტესტირებების სურათები: Apple Webkit: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_2.png) Acid 3: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_3.png) "მომრგვალებული" საზღვრების ტესტი: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_4.png) CSS ტესტი: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_5.png) ესეც AnandTech-ის მცირე მიმოხილვა: http://www.anandtech.com/tradeshows/showdoc.aspx?i=3771 ეს კი Microsoft-ის ახალი ტესტ-ნაკრები ბროუზერებისთვის: http://ie.microsoft.com/testdrive/ -------------------- I do it from behind...
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 ![]() |
ციტატა ჰოდა იე არის ერთი დიიდი და მოუქნელი დრუხუნა მანქანა, და ვებ დეველოპერებს პირველ რიგში ეგ ეზიზღებათ. ჰოდა რატომღაც ყველა დეველოპერი თავის საიტს IE-ში ტესტავს და იქ უკეთებს ოპტიმიზაციას (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და საიტების აბსოლუტური უმრავლესობა თავსებადია IE-სთან... ზოგ საიტზე ვერც FF-ით შეხვალ, და ვერც სხვა ბრაუზერით (მაგალითად internetbanking.ge, ერთი წელი არაა გასული რაც FF-ის საფორთი დაამატეს) ხვრელებს და სისუსტეებს რაც შეეხება, ეგ იმიტომ, რომ IE მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრაუზერია და შემტევს ურჩევნია დრო ისეტი მავნებლის შექმნაში დახარჯოს, რომელიც ყველაზე მეტ შედეგს მოუტანს (ე.ი IE-ს ამფეტქებელზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) და შესაბამისად აკლებული ყავთ ბრაუზერი სხვა რამეში კი გეთანხმები, რომ წინა ვერსიები საშინლად არაკომფორტული იყო, თუმცა მე-8 ვერსია მკვეთრად განსხვავებულია, გაცილებით დაცულია წინებზე, ასევე ფუნქციონალურადაც გაფართოებული და საკმაოდ ბევრი Addon-ით, რომელიც ბევრ რამეს ამარტივებს, ხოლო მე-9 ვერსიაში თუკი ის ყველაფერი ცადეს რასაც გვპირდებიან და ჯავასკრიპტსაც მიხედეს, საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო იქნება და ნამდვილად აღარ იქნება "ბრაუზერის გადმოსაწერი ბრაუზერი"(არც ახლაა პრინციპში) ციტატა მე პირადად მელაკუდაზე 25 ადდონი მიყენია და აი ჩემ ჭკუაზე მაქვს ყველაფერი გეთანხმები, მელაკუდას ადონები დიდი კომფორტია და ბევრად ჯობია IE-სას მაგრამ თუ გახსოვს, ამას წინათ ერთ-ერთ პოპულარულ ადონზე (რომელიც გუგლის ეკაუნტებთან მუშაობდა) ამტყდარი სკანდალი? მისი საშუალებით ავტორი ეკაუნტის ინფოს იპარავდა.. FF-ის გუნდს კი გამორჩათ, ან შეეზარათ ადონის სოურსის კარგად გადამოწმება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ასე, რომ უნაკლო და პანაცეა არცერთი ბრაუზერი არაა P.S: ბრაუზერებზე კამათი ბრაუზერების VS თემაში გავაგრძელოთ, ერთი თემა მივუძღვნათ მხოლოდ IE9-ს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gi0_kiborg: Mar 26 2010, 08:20 PM -------------------- |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 08:56 AM |