![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 ![]() |
ოოოჰ.. დიდი დღეებია ჩვენთვის, IEღოვლებისთვის!
ძმანო IEღოველნო, დადგა ჟამი, ოდეს ვეღარ გვეტყვიან მოციქულნი ისინი, ეშმაკისანი - ცეცხლკუდა მელია (FireFox), პოსტსაბჭოეთის ფავორიტი (Opera), გუგულის ფსეფდო შვილი (Chrome) და დამპალი ვაშლის ყუნწი (Safari), უგვანსა სიტყვას, ვითარცა: ჯავაი სკრიპტი თქვენი ზანტ არს და დონდლო, ვერა სცნობთ ესპერანტოს (სტანდარტები არ გესმითო, ე.ი.), ტვინსა სტ&%^&*თ (ოპ. მეხსიერებას იყენებთ ბევრსო, ე.ი.) და სხუა და სხუა ბრალდებანი იგი ეშმაკეულნი. შესავალი გვეყო - Internet Explorer 9 მოდის! IE პრაქტიკულად 0-დან იწერება, ახალი რენდერინგის ძრავებით, ახალი რევოლუციური ტექნოლოგიების მხარდაჭერით! მოკლედ, როგორც ზემოთ ვთქვი, "მოციქულთა ეშმაკისასა" კარგი დღე არ ელით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პირველი, რაც ყველას გაუხარდება, MS-ი აპირებს IE9 სტანდარტებთან სრულად თავსებადი გახადოს. IE9-ს ექნება HTML5, CSS3, SVG, XHTML და H.264/MPEG4 HTML5 ვიდეოს სრულყოფილი მხარდაჭერა. ესეც ვიდეო-ინტერვიუ სტანდარტებისა და თავსებადობების შესახებ: იგივე ვიდეოს ლინკი: http://channel9.msdn.com/posts/Charles/IE-...teroperability/ 0-დანაა დაწერილი javascript ძრავი, სახელად "Chakra". რაც ყველაზე "მაგრად ასწორებს" Chakra მრავალნაკადიანი ძრავია, ანუ სრულად გამოიყენებს ჩვენი ახალ-ახალი 4 და მეტბირთვიანი პროცესორების სიმძლავრეებს. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ესეც ჯავასკრიპტ ძრავის პრეზენტაციის ვიდეო: ლინკი იმავე ვიდეოზე: http://channel9.msdn.com/posts/Charles/IE-...-new-JS-Engine/ ახალი ძრავი სწრაფია, ძალიან სწრაფია! პრაქტიკულად, უკვე მიღწეულია "ეშმაკის ფეხების" დონის წარმადობა. და კიდევ ერთი და რევოლუციური ტექნოლოგია - რენდერინგი GPU-ს ძალებით! IE9-ში ვებ-გვერდზე არსებული კონტენტის რენდერინგისთვის ვიდეო დაფის სიმძლავრეების გამოყენება იქნება შესაძლებელი. შედეგად, მიიღება საოცრად "რბილი" და სწრაფი სამუშაო გარემო და უმაღლესი დონის რენდერინგის ხარისხი. ვიდეო დაფის სიმძლავრეების გამოყენება DirectX-ში ჩაყოლებული ტექნოლოგიის D2D-ს საშუალებით ხდება. ვიდეო რენდერინგის საპრეზენტაციო ვიდეო: ლინკი იმავე ვიდეოზე: http://channel9.msdn.com/posts/Charles/IE-...e-GPU-with-D2D/ აქაა IE9-ს პრეზენტაცია Professional Developers Conference 2009-ზე: http://microsoftpdc.com/Sessions/KEY02 IE9-ის შესახებ სტივენ სიფოსკი საუბარს იწყებს მიახლოებით მე-40 წუთიდან. + ყველა ახალი ტექნოლოგიის და შესაძლობის პრეზენტაციასაც აკეთებს მანდვე. აქ კი მცირე შემაჯამებელ მიმოხილვას ნახავთ, IE9-ს შესახებ, ბენჩმარკების სურათებით, შედეგებით და ა.შ: http://blogs.msdn.com/ie/archive/2009/11/1...developers.aspx ესეც ტესტირებების სურათები: Apple Webkit: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_2.png) Acid 3: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_3.png) "მომრგვალებული" საზღვრების ტესტი: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_4.png) CSS ტესტი: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_5.png) ესეც AnandTech-ის მცირე მიმოხილვა: http://www.anandtech.com/tradeshows/showdoc.aspx?i=3771 ეს კი Microsoft-ის ახალი ტესტ-ნაკრები ბროუზერებისთვის: http://ie.microsoft.com/testdrive/ -------------------- I do it from behind...
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 30 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.748 ![]() |
gi0_kiborg
ციტატა ჰოდა რატომღაც ყველა დეველოპერი თავის საიტს IE-ში ტესტავს და იქ უკეთებს ოპტიმიზაციას იმიტომ რომ IE ყველაზე პოპულარული ბრაუზერია და ყველაზე მეტი მომხმარებელი ყავს. რატომ? ეს ყველამ ვიცით. ციტატა და საიტების აბსოლუტური უმრავლესობა თავსებადია IE-სთან... დიდი წვალებისა და შრომის მერე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ციტატა ხვრელებს და სისუსტეებს რაც შეეხება, ეგ იმიტომ, რომ IE მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრაუზერია და შემტევს ურჩევნია დრო ისეტი მავნებლის შექმნაში დახარჯოს, რომელიც ყველაზე მეტ შედეგს მოუტანს (ე.ი IE-ს ამფეტქებელზე smile.gif ) და შესაბამისად აკლებული ყავთ ბრაუზერი სხვა ბრაუზერებსაც უჩენენ ხშირად ბაგებს, მაგალითად მელაკუდას, მაგრამ IE-სგან განსხვავებით 1-2 დღის განმავლობაში ავსებენ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 08:57 AM |