![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 ![]() |
ოოოჰ.. დიდი დღეებია ჩვენთვის, IEღოვლებისთვის!
ძმანო IEღოველნო, დადგა ჟამი, ოდეს ვეღარ გვეტყვიან მოციქულნი ისინი, ეშმაკისანი - ცეცხლკუდა მელია (FireFox), პოსტსაბჭოეთის ფავორიტი (Opera), გუგულის ფსეფდო შვილი (Chrome) და დამპალი ვაშლის ყუნწი (Safari), უგვანსა სიტყვას, ვითარცა: ჯავაი სკრიპტი თქვენი ზანტ არს და დონდლო, ვერა სცნობთ ესპერანტოს (სტანდარტები არ გესმითო, ე.ი.), ტვინსა სტ&%^&*თ (ოპ. მეხსიერებას იყენებთ ბევრსო, ე.ი.) და სხუა და სხუა ბრალდებანი იგი ეშმაკეულნი. შესავალი გვეყო - Internet Explorer 9 მოდის! IE პრაქტიკულად 0-დან იწერება, ახალი რენდერინგის ძრავებით, ახალი რევოლუციური ტექნოლოგიების მხარდაჭერით! მოკლედ, როგორც ზემოთ ვთქვი, "მოციქულთა ეშმაკისასა" კარგი დღე არ ელით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პირველი, რაც ყველას გაუხარდება, MS-ი აპირებს IE9 სტანდარტებთან სრულად თავსებადი გახადოს. IE9-ს ექნება HTML5, CSS3, SVG, XHTML და H.264/MPEG4 HTML5 ვიდეოს სრულყოფილი მხარდაჭერა. ესეც ვიდეო-ინტერვიუ სტანდარტებისა და თავსებადობების შესახებ: იგივე ვიდეოს ლინკი: http://channel9.msdn.com/posts/Charles/IE-...teroperability/ 0-დანაა დაწერილი javascript ძრავი, სახელად "Chakra". რაც ყველაზე "მაგრად ასწორებს" Chakra მრავალნაკადიანი ძრავია, ანუ სრულად გამოიყენებს ჩვენი ახალ-ახალი 4 და მეტბირთვიანი პროცესორების სიმძლავრეებს. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ესეც ჯავასკრიპტ ძრავის პრეზენტაციის ვიდეო: ლინკი იმავე ვიდეოზე: http://channel9.msdn.com/posts/Charles/IE-...-new-JS-Engine/ ახალი ძრავი სწრაფია, ძალიან სწრაფია! პრაქტიკულად, უკვე მიღწეულია "ეშმაკის ფეხების" დონის წარმადობა. და კიდევ ერთი და რევოლუციური ტექნოლოგია - რენდერინგი GPU-ს ძალებით! IE9-ში ვებ-გვერდზე არსებული კონტენტის რენდერინგისთვის ვიდეო დაფის სიმძლავრეების გამოყენება იქნება შესაძლებელი. შედეგად, მიიღება საოცრად "რბილი" და სწრაფი სამუშაო გარემო და უმაღლესი დონის რენდერინგის ხარისხი. ვიდეო დაფის სიმძლავრეების გამოყენება DirectX-ში ჩაყოლებული ტექნოლოგიის D2D-ს საშუალებით ხდება. ვიდეო რენდერინგის საპრეზენტაციო ვიდეო: ლინკი იმავე ვიდეოზე: http://channel9.msdn.com/posts/Charles/IE-...e-GPU-with-D2D/ აქაა IE9-ს პრეზენტაცია Professional Developers Conference 2009-ზე: http://microsoftpdc.com/Sessions/KEY02 IE9-ის შესახებ სტივენ სიფოსკი საუბარს იწყებს მიახლოებით მე-40 წუთიდან. + ყველა ახალი ტექნოლოგიის და შესაძლობის პრეზენტაციასაც აკეთებს მანდვე. აქ კი მცირე შემაჯამებელ მიმოხილვას ნახავთ, IE9-ს შესახებ, ბენჩმარკების სურათებით, შედეგებით და ა.შ: http://blogs.msdn.com/ie/archive/2009/11/1...developers.aspx ესეც ტესტირებების სურათები: Apple Webkit: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_2.png) Acid 3: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_3.png) "მომრგვალებული" საზღვრების ტესტი: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_4.png) CSS ტესტი: (IMG:http://ieblog.members.winisp.net/images/Dean_PDC_5.png) ესეც AnandTech-ის მცირე მიმოხილვა: http://www.anandtech.com/tradeshows/showdoc.aspx?i=3771 ეს კი Microsoft-ის ახალი ტესტ-ნაკრები ბროუზერებისთვის: http://ie.microsoft.com/testdrive/ -------------------- I do it from behind...
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 30 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.748 ![]() |
gi0_kiborg
ციტატა ფლეშ თამაშებს მაგალითად ნებისმიერ ბრაუზერზე სწრაფად და მსუბუქად ხსნის ფლეშის დრო წავიდა უკვე, მაგრამ მაინც კარგია თუ წინსვლაა. Power_VANO გეთანხმები რომ ბენჩმარკები სუბიექტურია. მე პირადად არ მაქვს დიდი შეხება ვებთან, უფრო სისტემშიკობას მივყვები, მაგრამ ვისაც ვიცნობ ვებ პროგრამისტებს ჩემს საახლობლოში და ისე ფორუმებიდან რაც წამიკითხია, ყველა აგინებს IE-ს. აქედან გამომაქვს დასკვნა. მერე მეორე რამდენჯერმე გამომიყენებია ეს ბრაუზერი და ან სულ გაუჭედია ან ჭედავდა ან რამე, მითუმეტეს, რომ არც ისე სუსტი კომპი მაქვს და არც ტუუბარები და ედდონები მეყენა. Giena როუტერებზე გეთანხმები, რატომღაც IE-ს გარდა ზოგი როუტერის ვებ ინტერფეისს ვერცერთი ბრაუზერი ვერ ხსნის წესიერად, მითუმეტეს როცა ეს როუტერები ხშირად ლინუქსზეა ბაზირებული (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) სხვათაშორის IE8-ს ახლახან აღმოუჩინეს ბაგი რომლის საშუალებითაც აღწევენ win7-ში (IMG:style_emoticons/default/smile.gif) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 09:00 AM |