![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 60 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Tbilisi, GE წევრი №: 8.952 ![]() |
წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ http://Serv.Ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ).
საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე. სერვისის დეტალების შესახებ: 1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები); 2. ფაილების ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები); 3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება; 4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა); 5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება; 6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს; 7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე; 8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი. ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება. გისურვებთ წარმატებებს, http://Serv.Ge -ს ადმინისტრაცია. http://www.youtube.com/watch?v=jKLfL2Psr9o |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
zghuladze
4 ადამიანმა დავტესტეთ ამწუთას, 4 სხვადასხვა კომპიუტერიდან და 2 სხვადასხვა პროვაიდერიდან. არსად მასეთი შეცდომა არ ფიქსირდება და თქვენს გარდა არავის უთქვია. იქნებ სხვა კომპიუტერიდან სინჯოთ, ვეჭვობ რომ პრობლემა თქვენს ბრაუზერშია. ციტატა თვითონ სამართავ პანელში არ არის სხვა/ახალი სურათების დამატება, მაინცდამაინც მთავარ გვერდზე უნდა გადახვიდე, თუმცა ერთხელ მაგანაც არ გაამართლა, სანამ არ გამოვედი და ახლიდან არ შევედი სისტემაში არ მომცა სურათების ატვირთვა სად სამართავ პანელში ? ფოტოების ატვირთვა შეიძლება მხოლოდ საიტის მთავარი გვერდიდან. კითხვის მეორე ნაწილი ისევ იმ ეჭვს ამყარებს, რომ თქვენი ბრაუზერის პრობლემაა. ნუ, მთლად ეგეთი "პატარაც" არ ვარ ეგ შემეშალოს, აგერ ბმული (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მეც ვცადე 3 სხვადასხვა კომპიდან და იმიტომ, მოგწერე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რაც შეეხება სამართავ პანელს ვგულისხმობ, როდესაც ჩემი უზერით შევდივარ, ხომ მაქვს იქ "სურათები, ალბომები, პროფილი და გასვლა"? მანდ რომ იყოს ახალი სურათის დამატებაც, რადგან ორჯერ მოხდა უკვე, რომ გადავედი მთავარ გვერდზე და ან გამაგდო სისტემიდან ან საერთოდ არ იყო ატვირთვის სკრიპტი (ესეც 3 კომპიდან ვცადე სხვადასხვა ბროუზერით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) გრაფიკულში რას გულისხმობთ ? ჩვენ შეგვიძლია თითქმის მთლიანი ფოტოშოპი გადმოვიტანოთ მანდ და გაცილებით ბევრი ფუნქცია დავამატოთ, მაგრამ მაგ დროს სხვა საკითხი იჩენს თავს: რამდენად საჭიროა მაგის გაკეთება ? გრაფიკულში ანუ რაიმე PNG ფაილი რომ მივუთითო და დაადოს მითითებით, ანუ მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ, ქვემოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მაგას სამწუხაროდ, ვერ გავექცევით. ვისაც უნდა ამ სერვისით სარგებლობა, აუცილებლად უნდა დაეთანხმოს ჩვენს წესებს. სხვანაირად, არ უნდა ისარგებლოს ამ სერვისით. სად მიწერია, რომ წესებს არ მინდა დავეთანხმოო? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) უბრალოდ შესანიშნავ სერვისზე გავამახვილე ყურადღება, შესანიშნავი მეხამუშა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) გეთანხმები და აუცილებლად გამოვასწორებთ, მადლობა შენიშვნისათვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ხო, კიდევ, პარამეტრებში არის დაპატარავება და მითითებული აქვს კონკრეტული მნიშვნელობები: 75, 100, 250, 500, 800, 1024, 1280 იქნებ სურათის დაპატარავება მინდა 600 პიქსელამდე? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ანუ ვგულისხმობ ჩემი აზრით საჭიროა Custom მნიშვნელობის არსებობაც რათა შევძლოთ ჩვენთვის საჭირო ზომის მითითებაც... -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 05:35 AM |