![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
მაშ ასე ვიწყებ ნელნელა:
თავიდან საავტორო უფლებები, ძირითადად აქ რასაც დავდებ გაკეთებულია ორი ახალგაზრდას მიერ რომელბიც მოღვაწეობენ ყველასათვის ცნობილ თბილისის ფორუმზე, ესენი არიან: Power_VANO და Rocko თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ თვითონ თბილისის ფორუმის ადმინისტარტორის TIM-ის წამოწყების გარეშე ბევრი რამ ხელმიუწვდომელი იქნებოდა. სწორედ მან დაიწყო პირველი IPB-ფორუმის გამოყენება, გაქართულება და სკრიპტების დაწერა, ეს ადმინი რომ არა ბევრი რამ ალბათ დღეისათვის შეუძლებელი იქნებოდა. მგონი არავინ გამომრჩა. მოკლედ პირველად IPB-ფორუმზე ჯერ კიდევ ვერსია 1.3-დან დაწყებული წვალობდა TIM-ი, შემდეგ ახალ ვერსიებთან დამატებით ხალხი შეუერთდა ამ საქმეს და საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწიეს, ბევრი ქართული ფორუმი სწორედ მათი წყალობით მუშაობს, სხვათაშორის გარკვეული იდეები ამ ფორუმზეც გამოყენებულია, მაგალითად ქართული ენის ფაილები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) . იმის გამო რომ ჩვენი საიტი ეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ახალი ფორუმის გახსნის დღიდან ბევრმა PM-ში სხვადასხვა ტექნიკური კითხვა დამისვა ამ ფორუმის ბირთვთან დაკავშირებით, გასაგები ხდება რომ ჩვენთან ეს თემა ადრე თუ გვიან აქტუალური იქნება. არანაირად არ ვეცილებით თბილისის ფორუმს შესაძლებლობებში და უფლებებში, პრაქტიკყულად პირველი ნაწილი რასაც აქ დავდებ სწორედ ამ ფორუმიდანაა აღებული, შემდგომში ცალკე პუნქტად ლურჯი სთაურებით დავსვავ კონკრეტულად ჩემს მიერ გაკეთებულ მოდიფიკაციებს, ჭითელი სათაურებიანი მოდიფიკაციები ეკუთვნით ზემოთხსენებულ ხალხს. უბრალოდ აქაც დავდებთ იგივე ინფორმაციას, მართალია ცოტათი მოდიფიცირებულს, მაგრამ ძირითადში იგივეს. მაშ ასე დავიწყეთ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
საკუთარი ნიკის ძებნა პოსტებში
ალბათ ყველა იყენებთ ამ ფორუმის ისეთ ფუნქციას, როგორიცაა თქვენი ნიკის ძებნა პოსტებში. ანუ, ფორუმის მთავარ გვერდზე, ავატარის ზემოთ განთავსებულ ნიკზე დაწკაპუნებისას რომ ხდება ძიება ფორუმის იმ პოსტებისა, სადაც თქვენი ნიკი ახსენეს და შესაბამისად, მოგმართეს თქვენ ხოდა ეს ფუნქცია IPB-ს არ მოყვება, საჭიროა მისი ხელით დაყენება. თავდაპირველად უნდა დავაყენოთ მოდიფიკაცია D21-Board Panel 1.0, რომელიც მიმაგრებულია ამ პოსტზე. მისი ინსტალაციის ინსტრუქცია და ყველა საჭირო ფაილი ამ არქივშია მოთავსებული. პანელის წარმატებით დაყენების შემდეგ სერვერზე გავხნათ ეს ფაილი: ROOT_DIR/cache/lang_cache/ენისფოლდერი/lang_d2bpanel.php ვიპოვოთ მასში ეს კოდი (ხაზი 5): პროგრამული კოდი 'bp_title' => "Hello {NAME}, Welcome To Your Board Panel", და ჩავანაცვლოთ ამით: პროგრამული კოდი 'bp_title' => "Hello <a href='index.php?act=Search&CODE=01&keywords={NAME}&cat_forum=forum&forums=all&searchsubs=1&search_in=posts&result_type=posts&prune=7&prune_type= newer&sort_key=last_post&sort_order=desc'>{NAME}</a>, Welcome To Your Board Panel", დააკვიდრით კოდს, აქ პატარა ჩასწორება გავაკეთე (მხოლოდ აქ, სხვაგან ასეთი რამ გაკეთებული არ არის, თუ სადმე მომიწევს იგივე ცვლილების გაკეთება დამატებით ავღნიშნავ), იმის გამო რომ კოდი გრძელია აქ ძალით გადატანა გავაკეთე, სინამდვილეში გადატანა არ უნდა იყოს, აქედან დაკოპირებიოსას კოდი გაასწორეთ, კერძოდ მეორე ხაზზე კოდი თავდება ასე: 7&prune_type= და გრძელდება მესამეზე newer&sort_key= ეს ორი ხაზი გადააბით უნდა მიიღოთ ერთი მთლიანი ხაზი. მოდიფიცირება იმისთვის დამჭირდა რომ მთლიანი კოდი არღვევდა ამ ფორუმის ფორმას. მორჩა. ვინც ზემოთ ვერ დაინახა კიდევ ერთხელ გთავაზობთ საჭირო პაკეტის ჩამოსაქაჩ ბმულს: D21_Board_Panel_1_1_.0.zip ფრთხილად, ამ პაკეტს ცვლილება შეაქვს თქვენს ქართულენოვან (ანუ გაქართულებულ) სკინში, ამიტომ სანამ გაქართულებას დაიწყებთ მანამდე დააინსტალირეთ ეს პაკეტი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd July 2025 - 05:01 AM |