XO OLPC ჩვენს სკოლებში, ყველა პირველკლასელს!, კარგი ახალი ამბავი |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
XO OLPC ჩვენს სკოლებში, ყველა პირველკლასელს!, კარგი ახალი ამბავი |
Apr 6 2010, 05:32 PM
პოსტი
#1
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
მოკლედ, ახლა ვნახე სიუჟეტი, მთავრობის გასვლითი სხდომის.
რაც ვნახე საინტერესო, ისაა, რომ ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელ მოსწავლეებს წიგნების პაკეტის ნაცვლად დაურიგებენ ნეტტოპებს საჩუქრად, რომლებშიც იქნება ჩატვირთული სახელმძღვანელოები. აი ლინკი სიუჟეტზე: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=im...04-2010%2020:33 ნუ იგივე სიუჟეტი იყო სხვა არხებზეც. ნეტტოპი, რაც მაგ სიუჟეტში ჩანს, 100%-ით არის აშკარად XO OLPC. რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ზოგადად კომპების დარიგება ძალიან კარგია მოსწავლეებისთვის, თან ყველასთვის და თან საჩუქრად, კარგია ისიც, რომ ეს XO OLPC საკმაოდ კარგი კომპია, პირველკლასელისთვის განსაკუთრებით. მოკლედ, 1-2 დღის მანძილზე იქნებ კიდევ შევაგროვოთ ინფო ამ ახალი კარგი ამბის შესახებ, იქნებ თქვენ იცოდეთ მეტი (ვთქვათ რომელი რევიზიის XO OLPC-ები რიგდება, 1.0 თუ 1.5) და მერე ნიუსადაც გავუშვებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჰო, + კარგია რომ ზოგადად XO OLPC აირჩა პირველკლასელებისთვის. კონკურენტი Intel Classmate PC გაცილებით "ნავაროჩენია" და ცოტა ძვირიც ღირს, ეგ ცოტა უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება უკეთესი, ვთქვათ ესე მე-5 კლასიდან კლასმეიტ პისი გაასწორებდა IMO. XO OLPC პირველკლასელებისთვის აშკარად კარგი არჩევანია, უბრალოდ აი ძალიან მაინტერესებს 1.0-ა თუ 1.5 რევიზიის ეგ კომპები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ესეც მცირე ფოტოგალერეა: (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/1.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/2.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/3.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/4.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/5.jpg) -------------------- I do it from behind...
|
|
|
Apr 7 2010, 05:10 PM
პოსტი
#2
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
არ მომწონს.
ლეპტოპების დარიგება იზოლირებულად რომ განვიხილოთ, სპეციალისტი არ ვარ და არგუმენტად არ ვიყენებ, მაგრამ პროფესიონალი ექიმებისგან გამიგია, პატარა ბავშვისთვის დიდხანს ეკრანთან ჯდომა არ შეიძლებაო. მეორეც - ვითომ მარტო კითხვისთვის გამოიყენებენ ბავშვები ლეპტოპს? აი, ვთქვათ, Kindle-ები ან რამე მსგავსი დაერიგებინათ, სწავლის კუთხით (ტექნიკურად შეუძლებელია ასეთი მოწყობილობით კითხვის გარდა რამეს გაკეთება და თვალებისთვისაც უკეთესია) ნამდვილად მეტად გამართლებული იქნებოდა. არც ფასი იქნებოდა დიდად განსხვავებული. ცოტა ზოგადად რომ შევხედოთ - არავის არ ვახვევ თავზე, ჩემი მოსაზრებაა - განათლების სისტემა ჭაობშია. მასწავლებლები არაფერში ვარგიან - სპეციალურ ფსიქოლოგიურ მომზადებას თავი დავანებოთ, საკუთარი საგანი არ იციან; სკოლებში სიტუაცია კრიმინალურისკენ მიდის, ეგ ლეპტოპები იქნებ და მეორე დღეს აახიონ ბავშვებს უფროსმა ბიჭებმა; და ბოლოს, მახსოვს, ერთხელ როგორღაც ჩამივარდა ხელში სტატისტიკა - სკოლები ვერ იღებენ პროფესიონალ მასწავლებლებს და პედაგოგიური სასწავლებლები ძალიან ცოტაა, ანუ ჯერჯერობით ახლანდელი მასწავლებლების პროფესიონალებით ჩანაცვლების პროცესის დასაწყისის დასაწყისიც კი არ დაწყებულა. ამასობაში კი გამოდის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ ვურიგებთ ბავშვებს $200-იან ლეპტოპებს, როცა წიგნები მაგის ნახევარიც არ დაჯდებოდა. კითხვა - არასწორი მიმართულებით ხომ არაა მიპყრობილი განათლების სამინისტროს ყურადღება და ფინანსები? თუმცა, არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, საქმეში ჩაუხედავად დავდო ბრალი ვინმეს. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ოჯახებს არ აქვთ შესაძლებლობა კომპიუტერების შეძენის და ამით კარგია ეს აქცია, ბოდიში ვანო და უაზრობად მეჩვენება :-) თუ ოჯახს იმდენი შემოსავალი არ აქვს სტაბილურად, რომ რამე ნახმარი კომპი იყიდოს ვთქვათ, 200 ლარად, მაშინ დიდი შანსია, რომ ეგეთ ოჯახს მორიგი ფინანსური შეჭირვებისას ამ ლეპტოპის გაყიდვაც მოუწევს. არც ინტერნეტის ჩართვის შესაძლებლობა ექნება ბევრს - თბილისში ეგეთი გაჭირვებული არ მეგულება და რაიონებში ეგეთები ინტერნეტის გადასახადსაც ვერ გადაიხდიან. ან მერე ესე ხელოვნურად გამოწვეული "კომპიუტერიზაცია" კონკრეტულად რას და რას უწყობს ხელს? – მე ვერ ვხვდები. მოკლედ, არცერთი მხრიდან არ მომწონს ეს გადაწყვეტილება, ვნახოთ, როგორ გაამართლებს. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:21 PM |