![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 60 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Tbilisi, GE წევრი №: 8.952 ![]() |
წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ http://Serv.Ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ).
საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე. სერვისის დეტალების შესახებ: 1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები); 2. ფაილების ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები); 3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება; 4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა); 5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება; 6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს; 7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე; 8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი. ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება. გისურვებთ წარმატებებს, http://Serv.Ge -ს ადმინისტრაცია. http://www.youtube.com/watch?v=jKLfL2Psr9o |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
zghuladze
Giena ძირითადი ფუნქციები, რაც შეიძლება დაჭირდეს ადამიანს სურათის ატვირთვის დროს, საიტზე უკვე არის. custom size ფუნქცია სამწუხაროდ, არ იგეგმება. როგორც პლასტიკმა თქვა თქვენის მხირან არ არის მომხმარებელთან სწორი დამოკიდებულება, რატომ? 1. იმიტომ, რომ მომხმარებელს თუ რაიმე აწუხებს უნდა დაეხმაროთ და შეეცადოთ ეს პრობლემა მოუხსნათ. 2. პასუხი, ფუნქცია სამწუხაროდ არ იგეგმება ნიშნავს მხოლოდ ერთს: "დავაი რა" და მომხმარებლებს როგორც წესი ეგეთი პასუხები არ მოსწონთ. 3. ასეთ დამოკიდებულებას მოყვება ასეთი რეაქცია: ჩემი უზერი არის მანდ Giena და გთხოვთ წაშალოთ ბაზიდან, ტყუილად დაამძიმებს ბაზას მაინც აღარ გამოვიყენებ მაგ საიტს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ეხლა რა მოხდება ისიც ვთქვათ, ადგებით წაშლით ამ მომხმარებელს და დაიკიდებთ იმას რა რჩევაც მოგცათ. მერე თუ სხვა მომხმარებელმა მოითხოვა მსგავსი ფუნქცია იმისაც წაშლით და მასთან ერთად ყველა მომხმარებელს ვინც ამას მოითხოვს, საბოლოო ჯამში კი საიტი გახდება მასებზე ორიენტირებული, რომელთაც სულ სირზე კიდიათ ზომების მითითება, რადგან ფორუმებზე ან სხვადასხვა საიტებზე ყრიან ფოტოებს. ვსო, მე ხმას აღარ ვიღებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th July 2025 - 08:50 PM |