![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 60 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Tbilisi, GE წევრი №: 8.952 ![]() |
წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ http://Serv.Ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ).
საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე. სერვისის დეტალების შესახებ: 1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები); 2. ფაილების ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები); 3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება; 4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა); 5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება; 6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს; 7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე; 8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი. ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება. გისურვებთ წარმატებებს, http://Serv.Ge -ს ადმინისტრაცია. http://www.youtube.com/watch?v=jKLfL2Psr9o |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
zghuladze
მომხმარებლებს ბაზიდან არ ვშლით. საწყენია თუ საიტს არ გამოიყენებთ, მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია, წარმატებებს გისურვებთ. აი კიდევ ერთხელ "დავაი რა" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მე არაფერი არ მწყინს კაცო, უბრალოდ დამოკიდებულებაა არასწორი... მოდი მაშინ დაგარწმუნებ რა საჭიროა Custom Size-ს არსებობა. პირადად მე ვწერ სტატიებს კომპინფოსთვის, სტატიებში ვიყენებ რა თქმა უნდა სურათებს ზოგი სურათი გამოდის დიდი, რომელიც ამახინჯებს სტატიას და თავად გვერდს სადაც ეს სტატიაა, აქედან გამომდინარე მიწევს მითითება ზომის 600 პიქსელი (განში) ახლა ვთქვათ მაქვს 40-50 სურათი დავჯდე და სათითაოდ ვაკეთო? მითუმეტეს მაშინ, როდესაც საიტი გთავაზობს ზომის შემცირებას? ამ მომენტში არაკომფორტული არის ის, რომ საიტი არ გთავაზობს კონკრეტულად პიქსელების მითითებას ან 500 ან 800 (IMG:style_emoticons/default/smile.gif) 800 ძალიან დიდია 500-ზე კი ძალიან ცუდად ჩანს ტექსტები. მაშინ მითხარი რატომ გამოვიყენო Pix.ge და რატომ არ გამოვიყენო ImagesHack.us? იმიტომ, რომ პიქს.გე ქართულია და სწრაფად აიტვირთება? მე პირადად ზომის მითითება მირჩევნია და ცოტახანი ლოდინი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ამ საიტზე არასდროს იქნება ფოტოშოპის აბსოლუტურად ყველა ფუნქცია. ხალხო, ეს არის იმიჯ ჰოსტინგი და არა სურათების ონლაინ ედიტორი. გასაგებია ბატონო, მაგრამ მაშინ რა საჭიროა ეფექტები? -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 05:07 AM |