![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 60 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Tbilisi, GE წევრი №: 8.952 ![]() |
წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ http://Serv.Ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ).
საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე. სერვისის დეტალების შესახებ: 1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები); 2. ფაილების ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები); 3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება; 4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა); 5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება; 6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს; 7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე; 8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი. ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება. გისურვებთ წარმატებებს, http://Serv.Ge -ს ადმინისტრაცია. http://www.youtube.com/watch?v=jKLfL2Psr9o |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ახალბედა ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 4 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 330 ![]() |
ციტატა 1. იმიტომ, რომ მომხმარებელს თუ რაიმე აწუხებს უნდა დაეხმაროთ და შეეცადოთ ეს პრობლემა მოუხსნათ. რა პრობლემა უნდა აწუხებდეს? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ყველა საჭირო ზომა მითითებულია თუ არ აწყობს საერთოდ არ ჩAრთოს ეგ ფუქნცია და ორიგინალი ზომით ატვირთავს ციტატა 2. პასუხი, ფუნქცია სამწუხაროდ არ იგეგმება ნიშნავს მხოლოდ ერთს: "დავაი რა" და მომხმარებლებს როგორც წესი ეგეთი პასუხები არ მოსწონთ. აშკარად არ ნიშნავს მაგას, რა იგეგმება ხო სათითაოდ ჩამოათვლევინე და დაინტერესდი. ციტატა 3. ასეთ დამოკიდებულებას მოყვება ასეთი რეაქცია: ჩემი უზერი არის მანდ Giena და გთხოვთ წაშალოთ ბაზიდან, ტყუილად დაამძიმებს ბაზას მაინც აღარ გამოვიყენებ მაგ საიტს დაუნახავი ხალხი არცერთ საიტს არ ჭირდება, რჩევის მიცემა და მოთხოვნა ამა თუ იმ ფუქნციაზე სხვადასხვაა გაითიშება გლობალი და ვნახოთ რომელს გამოიყენებთ, ან რომელ საიტზე შეხვალთ რამის სანახავად. ციტატა ეხლა რა მოხდება ისიც ვთქვათ, ადგებით წაშლით ამ მომხმარებელს და დაიკიდებთ იმას რა რჩევაც მოგცათ. მერე თუ სხვა მომხმარებელმა მოითხოვა მსგავსი ფუნქცია იმისაც წაშლით და მასთან ერთად ყველა მომხმარებელს ვინც ამას მოითხოვს, საბოლოო ჯამში კი საიტი გახდება მასებზე ორიენტირებული, რომელთაც სულ სირზე კიდიათ ზომების მითითება, რადგან ფორუმებზე ან სხვადასხვა საიტებზე ყრიან ფოტოებს. აბა რაზე ორიენტირებული უნდა იყოს საიტი? აქ უნდა ატვირთოს ისეთმა ხალხმა ვინც ფორუმებზე და საიტებზე ყრის სურათEბს, აბა ფოტოგალერიისათვის ბოკე არსებობს. ციტატა მომხმარებლებს, როგორც უკვე ვთქვი, ბაზიდან არ ვშლით. აბა მე რატო წამშალეთ? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ციტატა ზოგადად კი, არ არსებობს საიტი, რომელიც ყველას მოეწონება ფერის/დიზაინის მხრივ. აბა რო მითხარი შენ რო აკეთებ იმ საიტის ფერი დად იზიანი ყველას მოეწონებაო მატყუებ ხო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ციტატა არ გაამართლა ჩემი იმედი რადიკალი და იმიჯშაკი ჯობია სურათEბის ჰოსტინგისაგან რას ელოდი მეტს? სწრაფათ იტვირთება ყველა საჭირო ფუნქცია აქვს ასევე გლობალზეც კარგად გადის და გათიშვის არ გეშინია, სხვა რა გჭირდება? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 05:07 AM |