![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 60 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Tbilisi, GE წევრი №: 8.952 ![]() |
წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ http://Serv.Ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ).
საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე. სერვისის დეტალების შესახებ: 1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები); 2. ფაილების ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები); 3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება; 4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა); 5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება; 6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს; 7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე; 8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი. ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება. გისურვებთ წარმატებებს, http://Serv.Ge -ს ადმინისტრაცია. http://www.youtube.com/watch?v=jKLfL2Psr9o |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
abazi
რატომღაც ეჭვი გამიჩნდა, რომ შენც Pix.ge-ს ადმინისტრაციიდან უნდა იყო, ძალიან კარგი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რა პრობლემა უნდა აწუხებდეს? ყველა საჭირო ზომა მითითებულია თუ არ აწყობს საერთოდ არ ჩAრთოს ეგ ფუქნცია და ორიგინალი ზომით ატვირთავს მივდივართ ისევ "დავაი რა"-მდე აშკარად არ ნიშნავს მაგას, რა იგეგმება ხო სათითაოდ ჩამოათვლევინე და დაინტერესდი. აქ ვერ მივხვდი რას გულისხმობ, ანუ რომ არ დავინტერესდი ცუდი ადამიანი ვარ? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) დაუნახავი ხალხი არცერთ საიტს არ ჭირდება, რჩევის მიცემა და მოთხოვნა ამა თუ იმ ფუქნციაზე სხვადასხვაა გაითიშება გლობალი და ვნახოთ რომელს გამოიყენებთ, ან რომელ საიტზე შეხვალთ რამის სანახავად. ესეთი პასუხი ადმინისტრაციის მხრიდან მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს, რას ქვია დაუნახავი ხალხი? მე რომ მჭირდება რაღაც და ვცდილობ მივიღო დაუნახაობაა ვითომ? მგონია თქვენის მხრიდან "პრინციპის ამბავიას" აქვს ადგილი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) აბა რაზე ორიენტირებული უნდა იყოს საიტი? აქ უნდა ატვირთოს ისეთმა ხალხმა ვინც ფორუმებზე და საიტებზე ყრის სურათEბს, აბა ფოტოგალერიისათვის ბოკე არსებობს. ყველა მომხმარებელზე იდეაში. სურათEბის ჰოსტინგისაგან რას ელოდი მეტს? სწრაფათ იტვირთება ყველა საჭირო ფუნქცია აქვს ასევე გლობალზეც კარგად გადის და გათიშვის არ გეშინია, სხვა რა გჭირდება? სულ ცარიელი, რომ ყოფილიყო ყველა ფუნქციის გარეშე მაშინ უფრო კარგად მივიღებდი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რადგან თუ ის არ აქვს რაც მე მჭირდება და ადმინისტრაციაც გეუბნება "დავაი რას" უფრო ცუდი წარმოდგენა გიჩნდება და უფრო კრიტიკულად უყურებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რაც შეეხება გლობალს, რამოდენიმე პროვაიდერთან მაქვს შეხება, ასე რომ არ მიჭირს ნამდვილად (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st August 2025 - 12:32 AM |