![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 ![]() |
მოკლედ, ახლა ვნახე სიუჟეტი, მთავრობის გასვლითი სხდომის.
რაც ვნახე საინტერესო, ისაა, რომ ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელ მოსწავლეებს წიგნების პაკეტის ნაცვლად დაურიგებენ ნეტტოპებს საჩუქრად, რომლებშიც იქნება ჩატვირთული სახელმძღვანელოები. აი ლინკი სიუჟეტზე: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=im...04-2010%2020:33 ნუ იგივე სიუჟეტი იყო სხვა არხებზეც. ნეტტოპი, რაც მაგ სიუჟეტში ჩანს, 100%-ით არის აშკარად XO OLPC. რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ზოგადად კომპების დარიგება ძალიან კარგია მოსწავლეებისთვის, თან ყველასთვის და თან საჩუქრად, კარგია ისიც, რომ ეს XO OLPC საკმაოდ კარგი კომპია, პირველკლასელისთვის განსაკუთრებით. მოკლედ, 1-2 დღის მანძილზე იქნებ კიდევ შევაგროვოთ ინფო ამ ახალი კარგი ამბის შესახებ, იქნებ თქვენ იცოდეთ მეტი (ვთქვათ რომელი რევიზიის XO OLPC-ები რიგდება, 1.0 თუ 1.5) და მერე ნიუსადაც გავუშვებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჰო, + კარგია რომ ზოგადად XO OLPC აირჩა პირველკლასელებისთვის. კონკურენტი Intel Classmate PC გაცილებით "ნავაროჩენია" და ცოტა ძვირიც ღირს, ეგ ცოტა უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება უკეთესი, ვთქვათ ესე მე-5 კლასიდან კლასმეიტ პისი გაასწორებდა IMO. XO OLPC პირველკლასელებისთვის აშკარად კარგი არჩევანია, უბრალოდ აი ძალიან მაინტერესებს 1.0-ა თუ 1.5 რევიზიის ეგ კომპები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ესეც მცირე ფოტოგალერეა: (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/1.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/2.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/3.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/4.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/5.jpg) -------------------- I do it from behind...
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() გიგაბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 1.405 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ფორუმი წევრი №: 8.660 ![]() |
Power_VANO
წიგნის კომპით შეცვლა არც უნდა იყოს ამ კომპების დარიგების მიზანი. მაგრამ ვერ დაგეთანხმები, რომ სკოლაში კომპი მხოლოდ ინფორმატიკის დონეზე უნდა იყოს საჭირო და ისწავლებოდეს. გაცილებით მეტია საჭირო, გაცილებით მაღალ დონეზე სწავლება და კომპის მოსწავლეების რეალურ ცხოვრებაში ჩართვა. რატომ? იმიტომ რომ უნივერსიტეტში უკვე კომპი ძალიან აქტიურად დასჭირდებათ, თითქმის ყოველდღე. და აღმოაჩენენე მერე ეს ბავშვები, რომ თურმე Word-ი არ იციან. რომ თურმე გვერდების დანომვრისთვის ციფრებს გვერდის ბოლოში სვამენ, მერე კი როცა რამეს ჩაასწორებენ ნაშრომში, ეს "დანომვრა" ერევათ. აღმოაჩენენ, რომ "პრობელით" აბზაცების გამოყოფა ძალიან ცუდია და ა.შ. პირადად ნანახი მაქვს და ვხედავ უამრავ ასეთ ნაშრომს, რომლის ავტორმა უბრალოდ არ იცის როგორ კეთდება ვორდში გვერდების დანომვრა, აბზაცების გამოყოფა, ხაზებს შორის დაშორების რეგულირება, სქოლიო... ხომ უმარტივესი რაღაცებია? მაგრამ არ იციან და ცდილობენ იოლი გზა ნახონ იგივე "პრობელებით", "ენტერებით" და ა.შ. გეთანხმები,კომპიუტერის ცოდნა დღევანდელ დღეს "აუცილებელიცაა".ელემენტარული,ნორმალურ სამსახურს ვერ იშოვი,თუ კომპიუტერი არ გაგეგება საშუალო დონეზე მაინც.მე იმის თქმა მინდოდა,რომ ამ ბავშვებისათვის (პირველკლასელებისთვის) კომპიუტერი ჯერ ძალიან ადრეა.აერევათ გონება ( თუ თამაშებიც არის მაგაში ჩატვირთული მერე ნახე (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) ) და სწავლასაც ნაკლებ დროს დაუთმობენ. აუ ისეთი კომენტარები წავიკითხე თითქოს წიგნები ხელიდან გამოგვტაცეს გეყოფათ ამდენი სწავლაო biggrin.gif მე მიმაჩნია, რომ ბავშვი თუ თავიდანვე შეეჩვევა კომპს, მერე და მერე აღარ გახდება ე/წ კომპის "ხამი" და უფრო რაცინალურად გამოიყენებს მას. ჩინეთში კიდევ მასიურადაა მოდებული და ერთერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ იქ იწყობა ძირითადად ესეთი მინი ნეტტოპები და ფასი გაცილებით დაბალია ვიდრე სხვაგან. XP და ქაუნთერი დაივიწყეთ ამ ნეტტოპზე, ფედორასტი ლინუქსი აყენია, sugar UI-თ ბავშვებმა რომ ადვილად აღიქვან სიმბოლოებიანი გრაფიკა აგერ ნახეთ და თავად განსაჯეთ [media]http://www.youtube.com/watch?v=T40RG2FqjOc[/media] ჩინეთს რომ ადარებთ,საქართველოში (სკოლების უმეტესობაში) ჯერ ისედაც დაბალი სწავლის დონეა,ახლა კომპიუტერზე გადაირევიან ბავშვები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ეს კამათი შეიძლება ძალიან დიდხანს გარძელდეს,სექტემბერში დაიწყება სწავლა და ვნახავთ,რა შედეგს მოიტანს ეს ახალი რეფორმა. P.S მასწავლებლების აზრი დამაინტერესებს განსაკუთრებით (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) ციტატა მაგრამ მაინც რატომ ვერ შეცვლის კომპი წიგნს ?! ასე თუ გაგრძელდა,აუცილებლად შეცვლის,მაგრამ მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giga1: Apr 8 2010, 09:27 AM |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 12:56 PM |