|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Apr 6 2010, 05:32 PM
პოსტი
#1
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
მოკლედ, ახლა ვნახე სიუჟეტი, მთავრობის გასვლითი სხდომის.
რაც ვნახე საინტერესო, ისაა, რომ ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელ მოსწავლეებს წიგნების პაკეტის ნაცვლად დაურიგებენ ნეტტოპებს საჩუქრად, რომლებშიც იქნება ჩატვირთული სახელმძღვანელოები. აი ლინკი სიუჟეტზე: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=im...04-2010%2020:33 ნუ იგივე სიუჟეტი იყო სხვა არხებზეც. ნეტტოპი, რაც მაგ სიუჟეტში ჩანს, 100%-ით არის აშკარად XO OLPC. რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ზოგადად კომპების დარიგება ძალიან კარგია მოსწავლეებისთვის, თან ყველასთვის და თან საჩუქრად, კარგია ისიც, რომ ეს XO OLPC საკმაოდ კარგი კომპია, პირველკლასელისთვის განსაკუთრებით. მოკლედ, 1-2 დღის მანძილზე იქნებ კიდევ შევაგროვოთ ინფო ამ ახალი კარგი ამბის შესახებ, იქნებ თქვენ იცოდეთ მეტი (ვთქვათ რომელი რევიზიის XO OLPC-ები რიგდება, 1.0 თუ 1.5) და მერე ნიუსადაც გავუშვებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჰო, + კარგია რომ ზოგადად XO OLPC აირჩა პირველკლასელებისთვის. კონკურენტი Intel Classmate PC გაცილებით "ნავაროჩენია" და ცოტა ძვირიც ღირს, ეგ ცოტა უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება უკეთესი, ვთქვათ ესე მე-5 კლასიდან კლასმეიტ პისი გაასწორებდა IMO. XO OLPC პირველკლასელებისთვის აშკარად კარგი არჩევანია, უბრალოდ აი ძალიან მაინტერესებს 1.0-ა თუ 1.5 რევიზიის ეგ კომპები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ესეც მცირე ფოტოგალერეა: (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/1.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/2.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/3.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/4.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/5.jpg) -------------------- I do it from behind...
|
|
|
|
![]() |
Apr 8 2010, 10:13 AM
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
პირველ რიგში, ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა ლაპარაკი და მეც დავაფიქსირებ - არ მგონია, რომ კომპი წიგნს ვერ შეცვლის :-) პირიქით E-Ink-ზე დაფუძნებული ელ. წიგნები იძლევა საშუალებას, ზუსტად ფურცლის ანალოგიური, თვალების დამზოგავი გამოსახულება მივიღოთ და ამასობაში ერთი საშუალო სისქის ჟურნალისხელა მოწყობილებაში მთელი ბიბლიოთეკები ჩავატიოთ. მოქნილობაც მოწოდების სიმაღლეზეა - ერთ დატენვა შეიძლება კვირების მანძილზე იმყოფინოთ და ამ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მონიტორი მდგრადია როგორც დეფორმაციის, ასევე დაწნეხვის მიმართ (როგორც ფურცელი). შესაძლებელია ტექნოლოგიაზე სენსორული ეკრანის დამატება; და ბოლოს - მოწყობილობა ჩვეულებრივი კომპიუტერია და შეიძლება ისეთი გამოყენებების მოძებნა, როგორიც ჩვეულებრივ ფურცელზე შეუძლებელია. მაგალითად, სასურველ სიტყვაზე დაჭერით მისი განმარტების ნახვა (ჩაშენებული ლექსიკონი), წიგნში ფრაზის ძებნა, ბლოგების დათვალიერება და ჟურნალ-გაზეთების გამოწერა და ასე შემდეგ.
[ვინც ამ ინდუსტრიას არ იცნობთ, თვალს წყალი დაალევინეთ - იხილეთ Skiff E-Reader] მოკლედ, უპირატესობა უზარმაზარია და ჩემი აზრით, 10-15 წელიწადში წიგნები უკვე "მოძველებულის" სტატუსს მიიღებს. ანუ ეს ინიციატივა არ მომწონს არა იმის გამო, რომ "წიგნებს ებრძვიან" და ასე შემდეგ. Power_VANO რაც შეეხება თამაშებს - შენს დადებულ Sugar UI-ს დემონსტრაციაში ჩანს თამაშები :-) თან ასე 10 ცალი. და ტექნიკურად (თუმცა გეთანხმები, რომ პირველკლასელი ვერ გააკეთებს ამას) შეიძლება უფრო საინტერესო თამაშების ჩაწერაც: მაგალითად, SimCity-სი (წყარო: ვიკიპედია). გრძელვადიან ინვესტიციაზე - შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ რომ ამბობ, ეყოფა ბავშვს მე-5 კლასამდეო, ვერ ვხვდები - ცოტა ხნით შევეშვათ წიგნების ჩანაცვლების არგუმენტს - საერთოდ რაში სჭირდება ეს კომპი თუნდაც პირველ კლასში? ერთადერთი ის ვიფიქრე, კომპიუტერული უნარების განსავითარებლად-მეთქი და Sugar UI თურმე ჩვეულებრივ სამომხმარებლო ინტერფეისს არაფრით ჰგავს. ანუ როცა ვინდზე გადაჯდება (და ეს ნამდვილად მოხდება), ბავშვს ისევ თავიდან მოუწევს მთელი ინტერფეისის და თუნდაც იგივე ვორდის (Sugar UI-სეული ანალოგი უბრალოდ სასაცილოა) შესწავლა. და მართლა გადასარევი არგუმენტი - დაწყებითების მასწავლებლებს XO-1-ის ათვისებაღა აკლიათ :-) [გეთანხმები ენერგომოხმარების საკითხში, მაგრამ როგორც დავწერე, OLPC-ს გადაცემის აზრს ვერ ვხედავ საერთოდ, ცარიელი კარგი ენერგომოხმარება კი ვის რად უნდა :-)] მშობლების ფაქტორი ცოტა უფრო რთული რამეა - დავიჯერო, არცერთ პატარა ბავშვს არ იცნობ, რომელიც პირდაპირ გამოსულელებულია კომპიუტერთან ჯდომით იმიტომ, რომ მშობლებს დრო არ აქვთ მისახედად, ან არ/ვერ უკრძალავენ? ო, არა, არ ვამბობ, რომ OLPC-ების დარიგებით ერი დაშტერდება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მაგრამ შეიძლება ასეთი სიტუაციები მომრავლდეს. და ეს მსხვერპლი გაიღება იმისთვის, რომ ბავშვებმა წიგნები არ ატარონ? კარგი, თავისთავად ის ფაქტი, რომ ბავშვებს მძიმე წიგნებს ერთი მსუბუქი მოწყობილობით ვუცვლით, მისასალმებელია, მაგრამ როგორც სოსომ თქვა, ერთადერთი მინუსი კომპების ისაა, რომ მონიტორიდან კითხვა მოუხერხებელია. მაშინ რაღატომ გადავცემთ ბავშვებს "ფინტიკლუშკა" ყოვლად უსარგებლო კომპიუტერებს, როცა შეიძლება იმავე ფასში ცოტა არამიმზიდველი გარეგნობის, მაგრამ ამ საქმისთვის ზედგამოჭრილი ელექტრონული წიგნები დავურიგოთ? -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
|
Power_VANO XO OLPC ჩვენს სკოლებში, ყველა პირველკლასელს! Apr 6 2010, 05:32 PM
Power_VANO იზ ენიბადი ჰეა? Apr 7 2010, 01:52 PM
otosaxel Power_VANO
ჩემი აზრით პირ... Apr 7 2010, 01:54 PM
Giga1 Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 6... Apr 7 2010, 02:01 PM
Power_VANO Giga1
otosaxel
ნუ იდეაში XO OLPC... Apr 7 2010, 02:16 PM
otosaxel Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 7... Apr 7 2010, 02:32 PM
Power_VANO otosaxel
და მაგას ვის ურ... Apr 7 2010, 03:45 PM
Giga1 Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 7... Apr 7 2010, 04:47 PM
domen არ მომწონს.
ლეპტოპ... Apr 7 2010, 05:10 PM
Power_VANO Giga1
ციტატა(gigalobjanidze @ 7t... Apr 7 2010, 08:47 PM
AGAPO კომპი წიგნს ვერ შე... Apr 7 2010, 10:56 PM
სოსო ციტატა(AGAPO @ Apr 8 2010, 02... Apr 8 2010, 08:23 AM
Giga1 Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 7... Apr 8 2010, 09:25 AM
davizo70 მეც მგონია, რომ კომ... Apr 8 2010, 09:44 AM
Giga1 davizo70
ციტატა(davizo70 @ 8th A... Apr 8 2010, 09:48 AM
სოსო ვაბშე რა ბრძლოაზე ... Apr 8 2010, 10:18 AM
mixomai 7კლასელს არ მომცემ... Apr 8 2010, 10:18 AM
Giga1 ვააჰ,ხედავთ ?! ფორ... Apr 8 2010, 10:21 AM
სოსო ციტატა(Giga1 @ Apr 8 2010, 01... Apr 8 2010, 10:22 AM
Giga1 სოსო
ციტატა(utilizatori ... Apr 8 2010, 10:27 AM
სოსო ციტატა(Giga1 @ Apr 8 2010, 01... Apr 8 2010, 10:33 AM
Giga1 სოსო
ციტატა(utilizatori ... Apr 8 2010, 10:38 AM
otosaxel მოკლედ ამ კომპებს ... Apr 8 2010, 03:51 PM
Giga1 ციტატა(otosaxel @ 8th April 2010 ... Apr 8 2010, 06:58 PM
davizo70 ციტატა(Giga1 @ Apr 8 2010, 11... Apr 8 2010, 07:20 PM
maugli ბავშვებს ხალხი ისე... Apr 8 2010, 07:28 PM
Giga1 ციტატა(maugli_17 @ 8th April 2010... Apr 8 2010, 07:40 PM
maugli პატარა ძმა მყავს დ... Apr 9 2010, 05:56 AM
davizo70 ისე, წიგნებიც აფუჭ... Apr 9 2010, 06:42 PM
maugli ციტატა(davizo70 @ Apr 9 2010, 07... Apr 10 2010, 08:19 AM
DONNER სისულელეა...მე ვეწი... Apr 10 2010, 05:37 PM
maugli ციტატა(DONNER @ Apr 10 2010, 05... Apr 19 2010, 04:32 PM
domen უკრაინელი მოსწავლ... Apr 19 2010, 05:47 PM
davizo70 წიგნი თუ არ უყვარს,... Apr 19 2010, 07:15 PM
smart22 სისულელეა ეგ კომპი... Apr 20 2010, 04:25 AM
davizo70 ალბათ დრო გამოაჩნს... Apr 20 2010, 07:32 AM
smart22 მაგრამ მერე გვიან ... Apr 20 2010, 08:27 AM
maugli ციტატაწიგნი თუ არ ... Apr 20 2010, 12:00 PM
davizo70 არავის უთქვამს, რო... Apr 20 2010, 12:17 PM
smart22 ხო მაგრამ რომელი ბ... Apr 20 2010, 05:32 PM
davizo70 გააჩნია სკოლაში მა... Apr 21 2010, 06:11 AM
maugli ციტატაარავის უთქვ... Apr 22 2010, 03:53 PM
Giena ლექსის მწერალი ხში... Apr 23 2010, 01:04 PM
maugli ციტატამ.მ. მხოლოდ ვ... Apr 24 2010, 07:46 AM
Giena maugli
ციტატა(maugli_17 @ 24th A... Apr 24 2010, 10:43 AM
CHABA დაწყებითი კლასები... Apr 24 2010, 11:10 AM
Giena ფილმი თუ გაქვთ ნან... Apr 24 2010, 01:04 PM
smart22 გიენა +100000000000000 Apr 24 2010, 01:39 PM
Sh@ko ფორუმ.გეზე ერთი მა... Apr 26 2010, 12:22 PM
Giena ძალიან საინტერესო ... Apr 27 2010, 05:08 PM
SamaRa მეც მგონია რომ ნამ... Jan 20 2011, 12:27 PM
davizo70 მე მგონია, ჩვენს მს... Jan 20 2011, 01:15 PM
AGAPO პირველ კლასელს კომ... Jan 21 2011, 04:17 AM
Power_VANO ცოტა გამოვაცოცხლო... Mar 26 2011, 08:41 PM
Giena Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 2... Mar 26 2011, 09:48 PM
Power_VANO Giena
გმადლობ, გმადლო... Mar 27 2011, 07:31 AM
Giena Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 2... Mar 30 2011, 02:40 PM
nick_el_son XO OLPC-ებს ჯობდა კინდლ... Mar 30 2011, 06:24 PM
Power_VANO ჰოოო, ახალი ამბავი ... Mar 31 2011, 07:21 PM
Bekward Power_VANO
ციტატამაგრამ ... Jun 3 2011, 10:15 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2025 - 11:17 AM |