![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 241 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: dedamiwa წევრი №: 9.253 ![]() |
ჟურნალ ”ჯუნიორში” გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც 5 მაისს პლანეტას მოუწევს იარსებოს
ინტერნეტის გარეშე ! ეს ის დღეა, როცა მოგვიწევს გავწყვიტოთ ჩვენსა და კომპს შორის გაბმული ჯაჭვი და ერთი დღე დავგეგმოთ ქულერის სასიამოვნო ზუზუნისა და ინტერნეტის გარეშე აი ის სტატია ,, ცხოვრობთ ინტერნეტით და ნიკით? გძინავთ iPhone-სთან და მშობლიურ ენაზე უკეთესად sms-ებისა და ,,ღიმილების” ენას? თუ ასეა მომავალი 5 მაისი შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი დღე აღმოჩნდეს! ოფიციალურად დადგენილია: ამ დღეს ინტერნეტი შეწყვეტს ფუნქციონირებას. დამშვიდდით, დროებითი შეჩერება მთელ პლანეტას მოიცავს და მხოლოდ 24 საათი გაგრძელდება. ეს აუცილებელია, რათა პროგრამისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეასრულონ ქსელზე დაცვითი მექანიზმების დამონტაჟების ხანგრძლივი და მძიმე სამუშაო. ერთი შეხედვით, ნეტი ცუდად მუშაობს. შეიძლება ითქვას ძალიან ცუდადაც კი. და თუ არაფერს ვიღონებთ იმ პროგრამების აღსადგენად, რომლებიც მას ამუშავებენ, ნეტს სწრაფად განადგურება ემუქრება. როდის? ზუსტად არ ვიცით მაგრამ შეიძლება, მალე. ,,გაითვალისწინეთ, რომ 1969 წელს ქსელის შექმნის შემდეგ პროგრამისტებს ის პრაქტიკულად არ გარდაუქმნიათ!” – გვიხსნის კუკი მაკინტოში, რომელიც ამ ისტორიულ შესწორებაზე თვეების განმავლობაში მუშაობს. თავის დროზე ნეტი მხოლოდ ექსპერიმენტი იყო, რომელიც შეიქმნა 4 ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაცემების სწრაფი გაცვლისათვის. დღეს ნეტი მსოფლიოში მილიონობით უცნობ ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან და აძლევს მათ სულ მეტი და მეტი მონაცემის გაცვლასა და მილიონობით საიტის შექმნის საშუალებას. პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, არ არიან ადაპტირებული ამდენი მონაცემის მიღება-დამუშავებისთვის. მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ არასდროს არიან მიუწვდომელნი და ამავე დროს, რეგულარულად იგერიებენ ჰაკერების შეტევებს. 5 მაისის ,,სამაშველო ოპერაციის” მიზანია სწორედ ამ პირატულ ქმედებათა ლიმიტირება. ამ დღეს სპეციალისტების სამიზნედ ჰაკერები იქცევიან და ამ პროცესში 13 უმსხვილესი DNS სერვერი მიიღებს მონაწილეობას. მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფები შეცვლიან უსაფრთხო ვერსიებით.” ამის შემდეგ ლაპარაკია ეკონომიკაზე და სხვადასხვა აქციებზე. რაც მთავარი იყო უკვე დავწერე ასე რომ 5 მაისისთვის დააწყვეთ გეგმები რათა იმისთვის არ დაგრჩეთ დრო რომ ინტერნეტის გარეშე იგრძნოთ თავი. -------------------- ისეთი მთვრალები იყვნენ, რომ ერთის მაიკა მეორეს ჰქონდა შარვალში ჩატანილი.
![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ერთი უსაქმური მეცნიერი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 3.477 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Socket LGA775 წევრი №: 3.255 ![]() |
Giena
ეგ კი არადა აპარატურის ცვლა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ეგ ნომალურ პროვაიდერთან, თორე სანადირაძეს დაჟე სარეზერვო ოპტიკა არ ჩაუდია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) 13 მსოფლიო DNS-ო, გჯერათ? ისე გაითიშოს ეგ 13 DNS, მაინც დაკეშილია საიტების უმრავლესობა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- "ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th July 2025 - 09:40 AM |