Windows XP - რჩევები |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Windows XP - რჩევები |
Aug 3 2006, 10:45 AM
პოსტი
#1
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
Windows XP აისბერგივითაა - მისი ძირითადი ფუნქციები დაფარულია, ხოლო ახალბედები(და არა მარტო) მათ უმცირეს ნაწილს იყენებენ. ამ თემაში ნაწილობრივ მაინც ამოვატივტივებ დაფარულ ფუნქციებს, იმედია სხვებიც დამეხმარებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუ ეს თემა გაივრცო, მივპინავ, თუ არა და საერთოდ წავშლი და სტატიას დავწერ.
თუ რამე რჩევას გაითვალისწინებთ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ მის შედეგებზე პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. ახალ რჩევებზე, შემოთავაზებებსა და შეცდომებზე მომწერეთ PM-ში. ალბათ რომელიმეს(განსაკუთრებით ადმინისტრაციას (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არ გავხსენი ეს თემა შესაბამის განყოფილებაში? ჩემი აზრით, ეს განყოფილებაც შეესაბამება და თან მოდერირებაც შემეძლება. მოკლედ, დავიწყეთ: გავთიშოთ სისტემა სწრაფად ცნობილია, რომ Windows XP წინამორბედი ვერსიებივით ნელდება გათიშვისას, თუ ჩართულია "Exit Windows" ხმა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ვიქცევით შემდეგნაირად: შედით control panel>Sounds and Audio Devices>Sounds ჩამონათვალში მოძებნეთ Exit Windows, მონიშნეთ და ქვემოთ მენიუში მიუთითეთ None. პროცედურა დამთავრებულია. მოვიშოროთ მესინჯერი უმტკივნეულოდ შედით მისამართზე C:\Program Files\Messenger და შეცვალეთ საქაღალდის სახელი MessengerOFF-ით. ამით სისტემის შეფერხებას აიცილებთ თავიდან დავთმოთ ინდექსირება სიჩქარის საფასურად ალბათ გაგიგიათ ტერმინი ინდექსირება. ამის შესაძლებლობა მხოლოდ NTFS-ს აქვს(იხ. სტატია). ესთი მხრივ ის ძებნის სიჩქარეს ზრდის, მაგრამ თურმე ჩვეულებრივი ბრძანებების(გახსნა, დახურვა...) შესრულებას აფერხებს. თუ თანახმა ხართ დათმოთ ძებნის სიჩქარე, მაშინ მიყევით ინსტრუქციებს: შედით იმ მყარი დისკის Porperties-ში, რომელზეც აპირებთ ინდექსირების გამორთვას. ფანჯრის ქვედა მხარეს ნახეთ "Allow indexing service to index this disk for faster searches". მოხსენით მონიშვნა და დატკბით ოდნავ გაზრდილი სისწრაფით. ავაჩქაროთ სისტემა ფუფუნების ხარჯზე თუ მაინცდამაინც არ გიზიდავთ სისტემის გაფორმება და მათი მოშორების ხარჯზე აჩქარებას უფრო ისურვებდით, მაშინ ეს ნაწილი თქვენთვისაა. შედით My Computer-ის Properties-ში>advanced>Performance Settings და მოხსენით მონიშვნა შემდეგ ელემენტებს: Fade or slide menus into view Fade or slide ToolTips into view Fade out menu items after clicking Show Shadows under menus Slide open combo boxes Slide taskbar buttons Use a background image for each folder type Use common tasks in folders მალე თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ გაფორმებას არსებითი არაფერი დაკლებია, სამაგიეროდ სიჩქარემ მოიმატა. გამოვრთოთ შეცდომის შეტყობინების სერვისი ალბათ გაღიზიანებთ, როცა სისტემა პროგრამასთან ბრძოლის გადატანის მერე გთხოვთ, რომ თქვენი პრობლემის აღწერილობა მაიკროსოფტის ნასტავლ ხალხთან გააგზავნოთ. აგერ სისტემის სამუდამოდ გაჩუმების გზა: Control Panel>System>Advanced>Error Reporting ღილაკი>Disable error-reporting შეგიძლიათ პირველივე ნაომარზე დატკბეთ ნამოქმედარით. შევაწყვეტინოთ სისტემას ახლადჩაწერილი პროგრამების მონიშვნა სტარტში გინდათ სტარტზე დაჭერის მერე ამომხტარი პატარა ნერვებისმომშლელი ფანჯრის დახურვა, რომელიც ხშირად საჭირო ღილაკს(Log Off) ფარავს? ან კიდევ მყვირალა ყვითლად მონიშნულ პროგრამებზე რას იტყვით, სიცოცხლეს რომ გვიმწარებს? მოკლედ, მიყევით ინსტრუქციებს და დაასვენეთ ნერვები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) : Taskbar and Start Menu Properties(მარჯვენა კლიკი Taskbar-ის თავისუფალ ადგილას>Properties)>Start Menu>Customize>Advanced>მოხსენით მონიშვნა Highlight newly installed programs. სხვათაშორის აქედანვე შეგიძლიათ გააუქმოთ მეორე არანაკლებ ნერვებისმომშლელი ფუნქციაც. დღეისთვის მეტს ვეღარ ვასწრებ, შემდეგში დავამატებ. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Aug 3 2006, 02:16 PM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Apr 24 2010, 03:51 AM
პოსტი
#2
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 31 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: SAQARTVELO წევრი №: 9.476 |
პროგრამული კოდი სტარტის ქვემენიუს გახსნის აჩქარება საოცარია, თუ რატომ აყოვნებს სისტემა სტარტის ქვემენიუების გამოჩენას - მას ხომ ამის სწრაფად გაკეთებაც შეუძლია. მაიკროსოფტმა გაფორმებაში კარგად გადაამლაშა smile.gif მოკლედ, ვრთავთ ამ ყოვლად უსარგებლო ფუნქციას: შედით Start>Run>regedit>HKEY_CURRENT_USER>Control Panel>Desktop>MenuShowDelay Default-ად 400 იქნება დაყენებული. დააყენეთ ასე 700-800 და ამის შემდეგ სტარტი ქვემენიუებს მაქსიმალური შესაძლო სისწრაფით გიჩვენებთ. თუმცა იგივეს აკეთებს რჩევა "ავაჩქაროთ სისტემა ფუფუნების ხარჯზე" smile.gif P.S. თუ ვინმე იპოვით იმ მინიმალურ მნიშვნელობას, რომლის შემდეგაც არაფერი არ იცვლება, დაპოსტეთ ან მომწერეთ და თქვენი სახელით ჩავსვამ. შევდივარ ეგრე და ამას MenuShowDelay Defaul არ მიჩვენებს -------------------- |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:05 AM |