IPB 2.1.6-2.1.7 ფორუმი (თავიდან ბოლომდე), ჩამოქაჩვა, ინსტალირება, გაქართულება და სხვა |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
IPB 2.1.6-2.1.7 ფორუმი (თავიდან ბოლომდე), ჩამოქაჩვა, ინსტალირება, გაქართულება და სხვა |
May 29 2006, 09:30 PM
პოსტი
#1
|
|
Administrator ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 |
მაშ ასე ვიწყებ ნელნელა:
თავიდან საავტორო უფლებები, ძირითადად აქ რასაც დავდებ გაკეთებულია ორი ახალგაზრდას მიერ რომელბიც მოღვაწეობენ ყველასათვის ცნობილ თბილისის ფორუმზე, ესენი არიან: Power_VANO და Rocko თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ თვითონ თბილისის ფორუმის ადმინისტარტორის TIM-ის წამოწყების გარეშე ბევრი რამ ხელმიუწვდომელი იქნებოდა. სწორედ მან დაიწყო პირველი IPB-ფორუმის გამოყენება, გაქართულება და სკრიპტების დაწერა, ეს ადმინი რომ არა ბევრი რამ ალბათ დღეისათვის შეუძლებელი იქნებოდა. მგონი არავინ გამომრჩა. მოკლედ პირველად IPB-ფორუმზე ჯერ კიდევ ვერსია 1.3-დან დაწყებული წვალობდა TIM-ი, შემდეგ ახალ ვერსიებთან დამატებით ხალხი შეუერთდა ამ საქმეს და საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწიეს, ბევრი ქართული ფორუმი სწორედ მათი წყალობით მუშაობს, სხვათაშორის გარკვეული იდეები ამ ფორუმზეც გამოყენებულია, მაგალითად ქართული ენის ფაილები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) . იმის გამო რომ ჩვენი საიტი ეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ახალი ფორუმის გახსნის დღიდან ბევრმა PM-ში სხვადასხვა ტექნიკური კითხვა დამისვა ამ ფორუმის ბირთვთან დაკავშირებით, გასაგები ხდება რომ ჩვენთან ეს თემა ადრე თუ გვიან აქტუალური იქნება. არანაირად არ ვეცილებით თბილისის ფორუმს შესაძლებლობებში და უფლებებში, პრაქტიკყულად პირველი ნაწილი რასაც აქ დავდებ სწორედ ამ ფორუმიდანაა აღებული, შემდგომში ცალკე პუნქტად ლურჯი სთაურებით დავსვავ კონკრეტულად ჩემს მიერ გაკეთებულ მოდიფიკაციებს, ჭითელი სათაურებიანი მოდიფიკაციები ეკუთვნით ზემოთხსენებულ ხალხს. უბრალოდ აქაც დავდებთ იგივე ინფორმაციას, მართალია ცოტათი მოდიფიცირებულს, მაგრამ ძირითადში იგივეს. მაშ ასე დავიწყეთ. |
|
|
May 30 2006, 01:09 PM
პოსტი
#2
|
|
Administrator ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 |
ქართული სათაურების შეკვეცა მთავარ გვერდზე
მოკლედ, რაშია საქმე: ფორუმის თავფურცელზე, განყოფილებების ჩამონათვლის გასწვრივ მოცემულია ამ განყოფილებაში ბოლო პოსტის ავტორი და თემა, რომელშიც დაიწერა ეს პოსტი. რადგანაც თემის სათაური შეიძლება იყოს დიდი და დიზაინი არიოს, ამიტომ IPB თავფურცელზე გამოტანისას თემის სახელს კვეცს რაღაც გარკვეული რაოდენობის სიმბოლოზე (ვთქვათ, 30-ზე). ეს მშვენივრად მუშაობს ინგლისურ სახელწოდებებზე, მაგრამ როდესაც თემას სახელი ჰქვია ქართული ასოებით, აქ ჩნდება ის პრობლემა, რაც დღეს თითქმის ყველა ქართულ ფორუმზეა - იხილე მიმაგრებული სურათი. ანუ, ერთ ქართულ უნიკოდურ სიმბოლოს php აღიქვამს როგორც რამოდენიმე (თუ არ ვცდები 3) ჩვეულებრივ სიმბოლოდ, ამიტომაც ფუნქცია შეკვეცისას ერთ ქართულ სიმბოლოს ხლეჩს ხოლმე (ამ დროს მას ჰგონია, რომ 3 სიმბოლოს ჰყოფს) და შედეგად ვიღებთ გახლეჩილი სიბოლოს ნახევარს - რომელიც ბროუზერისთვის გაუგებარია და გამოაქვს ისეთი აღნიშვნები, როგორიც სურათზეა ნაჩვენები. ეს პრობლემა ბევრ ფორუმზე იყო, ამიტომ ბევრმა საერთოდ მოხსნა შეკვეცა და ძალიან დიდი პრობლემები მიიღო, კერძოოდ ზოგიერთი იუზერი ახერხებდა სათაურში ვეფხის ტყაოსნის დაწერას, შედეგად ფორუმის დიზაინი ირღვევა და კაცმა არ იცის რას ემსგავსება საიტი. ამჯერად გადაწყვეტა არსებობს: ვხსნით ფაილს ROOT_DIR/sources/classes/class_forums.php და ვპოულობთ მასში ამ კოდს (ხაზი 735): პროგრამული კოდი $forum_data['last_title'] = $this->ipsclass->txt_truncate($forum_data['last_title'], 30); ვშლით მას და მის ადგილზე ვწერთ ამ პატარა მოდს (ბაი როკო) პროგრამული კოდი //--------------------------// GeoTruncate Mod [START]//--------------------------$title_array = explode (" ", $forum_data['last_title']);if (!(count ($title_array) < 4)) $title_array['3'] = "...";else $title_array['3'] = "";$forum_data['last_title'] = "{$title_array['0']} {$title_array['1']} {$title_array['2']} {$title_array['3']}";//-------------------------// GeoTruncate Mod [END]//------------------------- მორჩა! ეხლა რას მივიღებთ შედეგად: აქ მთავარი ცვლადი არის $forum_data['last_title'], რომლითაც გამოდის შეკვეცილი სათაური და რომელშიც თავიდან სრული სათაურია შენახული. ამ სკრიპტით კი კეთდება შემდეგი რამ: ეს სათაური იხლიჩება სიტყვებად ” ”-ის (space-ის) მიხედვით. ყოველი ნაწილი (ანუ სიტყვა) გადაეცემა მასივს $title_array. შემდეგ ვამოწმებთ, თუ ამ მასივში ელემენტების (ანუ სიტყვების) რაოდენობა მეტია 3-ზე, ამ შემთხვევაში მასივის მესამე ელემენტს (ანუ მეოთხე სიტყვას) ვანიჭებთ მნიშვნელობას ”...”, ხოლო თუ სიტყვების რაოდენობა 3 ან სამზე ნაკლებია, მაშინ ამ მესამე მნიშვნელობას (რომელიც არც არსებობს) ვანიჭებთ ცარიელ სტრინგს. (IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image017.gif) და ეხლა კი საბოლოოდ ვაწყობთ შეკვეცილ სათაურს: ვალაგებთ მიყოლებით პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ელემენტს ამ მასივისა (მეოთხე ელემენტი იქნება ”...” თუ სათაური ბოლომდე არ ჩაეტია, ხოლო თუ სათაურში 3 სიტყვაზე მეტი არ ყოფილა და მისი მთლიანად გამოტანა მოხდა, მეოთხე ელემენტი არაფერს არ გამოიტანს). |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:31 PM |