IPB 2.1.6-2.1.7 ფორუმი (თავიდან ბოლომდე), ჩამოქაჩვა, ინსტალირება, გაქართულება და სხვა |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
IPB 2.1.6-2.1.7 ფორუმი (თავიდან ბოლომდე), ჩამოქაჩვა, ინსტალირება, გაქართულება და სხვა |
May 29 2006, 09:30 PM
პოსტი
#1
|
|
Administrator ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 |
მაშ ასე ვიწყებ ნელნელა:
თავიდან საავტორო უფლებები, ძირითადად აქ რასაც დავდებ გაკეთებულია ორი ახალგაზრდას მიერ რომელბიც მოღვაწეობენ ყველასათვის ცნობილ თბილისის ფორუმზე, ესენი არიან: Power_VANO და Rocko თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ თვითონ თბილისის ფორუმის ადმინისტარტორის TIM-ის წამოწყების გარეშე ბევრი რამ ხელმიუწვდომელი იქნებოდა. სწორედ მან დაიწყო პირველი IPB-ფორუმის გამოყენება, გაქართულება და სკრიპტების დაწერა, ეს ადმინი რომ არა ბევრი რამ ალბათ დღეისათვის შეუძლებელი იქნებოდა. მგონი არავინ გამომრჩა. მოკლედ პირველად IPB-ფორუმზე ჯერ კიდევ ვერსია 1.3-დან დაწყებული წვალობდა TIM-ი, შემდეგ ახალ ვერსიებთან დამატებით ხალხი შეუერთდა ამ საქმეს და საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწიეს, ბევრი ქართული ფორუმი სწორედ მათი წყალობით მუშაობს, სხვათაშორის გარკვეული იდეები ამ ფორუმზეც გამოყენებულია, მაგალითად ქართული ენის ფაილები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) . იმის გამო რომ ჩვენი საიტი ეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ახალი ფორუმის გახსნის დღიდან ბევრმა PM-ში სხვადასხვა ტექნიკური კითხვა დამისვა ამ ფორუმის ბირთვთან დაკავშირებით, გასაგები ხდება რომ ჩვენთან ეს თემა ადრე თუ გვიან აქტუალური იქნება. არანაირად არ ვეცილებით თბილისის ფორუმს შესაძლებლობებში და უფლებებში, პრაქტიკყულად პირველი ნაწილი რასაც აქ დავდებ სწორედ ამ ფორუმიდანაა აღებული, შემდგომში ცალკე პუნქტად ლურჯი სთაურებით დავსვავ კონკრეტულად ჩემს მიერ გაკეთებულ მოდიფიკაციებს, ჭითელი სათაურებიანი მოდიფიკაციები ეკუთვნით ზემოთხსენებულ ხალხს. უბრალოდ აქაც დავდებთ იგივე ინფორმაციას, მართალია ცოტათი მოდიფიცირებულს, მაგრამ ძირითადში იგივეს. მაშ ასე დავიწყეთ. |
|
|
May 30 2006, 02:13 PM
პოსტი
#2
|
|
Administrator ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 |
დღეების ქართული სახელების პრობლემა კალენდარში
ალბათ შეამჩნევდით, რომ IPB-ს კალენდარში, გვერდით, 3 პატარა კალენდარი რომ არის, იმ კალენდრებში ქართულად დღეების სახელები კი არ იწერება, არამედ რაღაც გაურკვეველი სახის სიმბოლო. ეს ისევ და ისევ იმის ბრალია, რომ უნიკოდის ერთი ასო php-სთვის ზომით უდრის 3 სიმბოლოს, შესაბამისად, მაგ დღეების სახელების გამოტანისას IPB შეეცადა დაებეჭდა პირველი ასო დღის სახელისა, ხოლო სინამდვილეში გამოიტანა ქართული ასოს 1/3 ნაწილი ხოდა ბრაუზერმაც ასეთი სიმბოლო გამოიტანა (იხილე მიმაგრებული სურათი). ამ პატარა შეცდომის აღმოსაფხვრელად, ვხსნით სერვერზე ფაილს ROOT_DIR/sources/action_public/calendar.php და მასში ვპოულობთ შემდეგ კოდს (ხაზი 1818): პროგრამული კოდი $cal_output .= $this->ipsclass->compiled_templates['skin_calendar']->mini_cal_day_bit( substr($day,0,1) ); წაშალეთ იგი და მის მაგივრად ჩაწერეთ ეს: პროგრამული კოდი $cal_output .= $this->ipsclass->compiled_templates['skin_calendar']->mini_cal_day_bit( substr($day,0,9) ); ესეც შედეგი: (IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image018.png) |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:20 PM |