მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> პორნოსაიტების დიდი ბაზა, არ გეგონოთ რომ მაქვს :P
Sh@ko
პოსტი Jun 25 2010, 12:35 PM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) არც ის გეგონოთ, რომ მინდა, არც ის, რომ ვირუსების დიდი ბაზის თემის კონკურენტია (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)



მოკლედ, სახლში მყავს 5 წლის დისშვილი, რომელიც მამაჩემზე უკეთ ერკვევა ინტერნეტში (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჯერ ალბათ ადრეა, მაგრამ მერე შესაძლოა მოხვდეს ასეთ საიტებზე, რაც არ მინდა.


რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ კომპს შეეყარა ვირუსი, რომელმაც მოახდინა ჰოსტების ფაილის შემდეგნაირად რედაქტირება - ყველანაირი ანტივირუსის საიტის ლოკალურ ჰოსტზე გადამისამართება (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)



გამიჩნდა იდეა, რომ ვიმოქმედოთ მსგავსად და უმეტესობა პორნოსაიტი გადავამისამართოთ ლოკალზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მერე bath ფაილი გავაკეთოთ და გავავრცელოთ ქსელში - ვისაც უნდა - ნებით, ვისაც არა - მოტყუებით (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) მოკლედ, როგორც შევძლებთ.



თუ სადმე შესაძლებელია ამ საიტების შეგროვება, შევაგროვოთ. დაბლოკვა ხდება შემდეგნაირად: C:\Windows\System32\Drivers\etc დირექტორიაში არის ფაილი hosts (გაფართოების გარეშე, გაიხსნება ტექსტურ რედაქტორში, მაგ.: Notepad-ში). მასში უნდა ჩავწეროთ ლოკალური IP და გადასამისამართებელი საიტი, მაგალითად xashura.ge


127.0.0.1 xashura.ge #ცოტა მეტი დაშორება უნდა რა, 5-6 ჰარით, რათა კარგად გამოჩდნეს და არ აიბლანდოს
127.0.0.1 www.xashura.ge #ძალიან ახლოსაა ეს...


ორჯერ იმიტომ, რომ 3 W-თი აკრეფისას არ მოხვდნენ. შემოწმებულია და მუშAობს ორივე ვარიანტის ჩაწერის შემთხვევაში.
გუუგლში ტოპ ასეული ვნახე და გადმოვაკოპირე, მაგრამ ვატყობ, რომ მაინც ბევრია (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


თუ საჭიროა, დამალულ განყოფილებაში გადავიტანოთ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Jun 25 2010, 01:39 PM


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
domen
პოსტი Jun 25 2010, 06:21 PM
პოსტი #2


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Sh@ko
პირველ რიგში - სალამი :-)

ვფიქრობ, არასაჭირო საქმის კეთება წამოგიწყია. უცხოური ბაზრისთვის იგივე Anti-Porn-ის ტიპის პროგრამები კარგა ხანია რაც არსებობს, ქართულ ინტერნეტ-სივრცეში კი პორნოსაიტების აღნუსხვა არავის გაუკეთებია და გარდა იმისა, რომ უბრალოდ ტექნიკურად ძალიან რთულიც (და მოსაწყენიც) იქნება სოკოების ტემპით გამრავლებადი პორნოსაიტების დევნა და მერე მრავალ კომპიუტერზე ბაზების განახლება, საჭიროც არაა - 5-12 წლის ბავშვებს ქვევით დავწერ, როგორ მოევლებათ, უფრო დიდები კი უმეტეს შემთხვევაში იქით ასწავლიან მშობლებს კომპიუტერის გამოყენებას, იმათთვის შორიდან დაბლოკვა ძნელი იქნება.

პატარა ბავშვებისთვის შემიძლია გირჩიო ასეთი რაღაც: არსებობს პროგრამა Kidzui, რომელიც 5-12 წლის ბავშვებისთვის ფაქტიურად მთელი კომპიუტერია - საბავშვო თამაშები, მუსიკა, ვიდეოები, სურათები... მოკლედ, ყველაფერია, რაც ამ ასაკის ბავშვებისთვის კომპიუტერში საინტერესოა და, რაც მთავარია, ყველაფერი გადამოწმებულია, არანაირი ძალადობა, 18+ და ასე შემდეგ.

შეიძლება ბავშვს მისცე ცალკე სამომხმარებლო ანგარიში (ანუ ერთადერთი ანგარიში, რომელიც უპაროლო იქნება), დაბლოკო იქიდან ინტერნეტში გასვლა და დესკტოპის იქით გახედვა და სტარტაპში ჩააგდო მთელ ეკრანზე გაშლილი Kidzui, პრობლემა მოხსნილია. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 01:16 PM